მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7060.5
-0.0173
flag
AZN 1.5922
-0.0027
flag
CNY 37.944
-0.0121
flag
EUR 3.1593
-0.027
flag
GBP 3.6151
-0.0324
flag
KZT 49.68
-0.0031
flag
TRY 0.0651
-0.0003
flag
USD 2.7077
-0.0036

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური, მდგრადი და ამავდროულად განჭვრეტადი გარემო, სამინისტროს მთავარი ამოცანაც სწორედ ასეთი გარემოს უზრუნველყოფაა - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები". საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა და მასში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებმა.

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ბიზნესთან, უკუკავშირი იმისთვის, რომ შევძლოთ გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც დადებითაც აისახება კომპანიების და იმ ადამიანების სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის სამინისტროს მთავარი ღირებულებაა - დიალოგზე, კომუნიკაციაზე და ბიზნესთან კონსულტაციაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება. კარგად გვესმის, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური, მდგრადი და ამავდროულად განჭვრეტადი გარემო. სამინისტროს მთავარი ამოცანაც სწორედ ასეთი გარემოს უზრუნველყოფაა, რა თქმა უნდა, იმ მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური რეალობის მიღმა, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას ქმნის ბიზნესის და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რაზეც ჩვენ ვიზრუნებთ - ერთი მხრივ, გვაქვს მუდმივი დიალოგი კერძო სექტორთან, თუმცა, გამოვყოფ სამ ძირითად ფაქტორს, რაც მივიღეთ უკუკავშირად: სტაბილურობა და განჭვრეტადობა, არსებული ბიუროკრატიული მექანიზმების გამარტივება და გადაწყვეტილებების პროცესის აჩქარება, ასევე საერთო ხედვებზე დაფუძნებული სტრატეგია სექტორებში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პანელურ დისკუსიაში „მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ასევე „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბუცხრიკიძემ და „საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის ზრდის კუთხით არსებულ დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის - გასულ წელს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.6% შეადგინა, მიმდინარე წელს კი საშუალო 8%-ია. „სასიხარულოა, რომ მიუხედავად იმისა, ზოგადად რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ამ მონაცემებს ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციები -  EBRD-ს დღევანდელი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაიზარდა, სავალუტო ფონდმა კი პროგნოზი 7.2%-მდე გააუმჯობესა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.  

მარიამ ქვრივიშვილმა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობაზე და წამყვანი ეკონომიკური სექტორების  განვითარების კუთხით მთავრობის და მისი უწყების ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა საინვესტიციო გარემოზე  და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინვესტორის ერთგული მხარდამჭერი იქნება მათი საქმიანობის პროცესში.

მინისტრმა ასვე ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესზე, ასევე უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა - შედეგად ქვეყნის ენერგოსისტემას დიდი რესურსი გამოუჩნდება მსხვილი პროექტების დასაჩქარებლად. მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები გამჭვირვალე და ამავდროულად ხისტი და სამართლიანი იქნება.

მარიამ ქვრივიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო მიღწევები ტურიზმსა და ავიაციის სექტორებში და ხაზი გაუსვა ისტორიულ შედეგს - 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120 პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, მოწინავეა ევროპის ქვეყნები.

„გასულ წელს ვიხილეთ წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან -„ბრიტიშ ეარვეის", „იზიჯეტი" და „ედელვაისი". ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ყველა რეისის  საშუალო დატვირთულობის კოეფიციენტი 92-დან 98 პროცენტამდეა. ასევე ვხედავთ, რომ დივერსიფიცირებულად მიმდინარეობს ტურიზმის ზრდა - სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად მსყიდველუნარიან ტურისტულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარეობს ის შედეგებიც, რომელიც მივიღეთ გასულ და მიმდინარე წელს: 2024 წელს ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი - 4.4 მილიარდი აშშ დოლარი გვქონდა, საგრძნობლად გაზრდილი ერთ ტურისტულ ვიზიტზე საშუალო დანახარჯი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კომპანია „თეთრი კვადრატის“ გათამაშება

28.09.2025.14:07

იღბლიანი გამარჯვებული და საცხოვრებელი ბინა საჩუქრად. კომპანია „თეთრი კვადრატის“ უპრეცედენტო გათამაშების გამარჯვებულს შარტავას ქუჩაზე, დასრულებულ კომპლექსში ბინის გასაღები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.

ბინის მოგების შესაძლებლობა იმ მომხმარებლებს ჰქონდათ, რომლებაც 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე კომპანიის პროექტში მათთვის სასურველი ბინა, კომერციული ან საოფისე ფართი შეიძინა და ღირებულების 20% გადაიხადა. ყოველი გადახდილი 1000$ მყიდველისთვის გათამაშების 1 ბილეთს უდრიდა, შესაბამისად, გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალი იყო. უძრავი ქონების ყიდვასთან ერთად, მომხმარებლებს გადაეცემოდათ ბილეთი, რომელსაც ისინი გაყიდვების ოფისებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში თავად ანთავსებდნენ.

გათამაშების გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლიდნენ, სადაც მომხმარებლებთან ერთად მიწვეული სტუმრებიც იმყოფებოდნენ. 

კომპანია „თეთრი კვადრატი“ უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს დეველოპერულ ბაზარზე. გათამაშების გამრჯვებულების გამოცხადებამდე, სტუმრებს სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა, რომელმაც იმ მიმდინარე, თუ დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა, რასაც ამ ეტაპზე კომპანია წარმატებით ახორციელებს. ისაუბრა გათამაშებაზეც და აღნიშნა, რომ ის ერთადერთ მთავარ ამოცანას - მობინადრეების მაქსიმალურ კმაყოფილებას ემსახურება. 

ეს დღე მხოლოდ ბინის გათამაშებით არ დასრულებულა. იღბლიანები აღმოჩნდნენ სხვა მომხმარებლებიც. გათამაშდა 6 ცალი 5000 დოლარიანი ვაუჩერი და 3 ცალი 10 000 დოლარიანი ვაუჩერი. 

უძრავი ქონება, რომლითაც გათამაშების მეშვეობით „თეთრი კვადრატის“ იღბლიანი გამარჯვებული დასაჩუქრდა შარტავას ქუჩაზე დასრულებულ კომპლექსში მდებარეობს, მე-13 სართულზე და მისი ფართობია 71 კვ.მ

კომპანია თეთრ კვადრატს ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და მათ შორის დასრულებული კომპლექსებიც აქვს და მომავალი მობინადრეებისთვის ბევრ საინტერესო  სიახლეს სთავაზობს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა