მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

ბიზნესის რეგისტრაცია უკვე საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი

news image

საქართველოს ბანკი ბიზნესში დიდი განახლებაა. ბანკი ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბიზნესის დაწყების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდნენ ან შპს-ს სტატუსი მიიღონ. 

თბილისში, საქართველოს ბანკის ხუთ ფილიალში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, იგივე პროცესები გაიარონ, რასაც იუსტიციის სახლში ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია ითვალისწინებს. სერვისით სარგებლობისთვის შესაძლებელია ფილიალში ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა, რაც ბიზნესის წარმომადგენლებს დროის დაზოგვაში დაეხმარება. სამომავლოდ, აღნიშნული სერვისი რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი. 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ბიზნესი საქართველოს ბანკის სერვის ცენტრში გაივლის რეგისტრაციას, შესაძლებლობა აქვს ადგილზევე ან ბიზნეს მობილბანკით გახსნას ანგარიში და მიიღოს სასტარტო ბიზნეს ნაკრებში შემავალი ბენეფიტები:

  • ბიზნეს ანგარიში;
  • ბიზნეს ბარათი; 
  • ტერმინალი (3 თვე მომსახურების საკომისიოს გარეშე);
  • ონლაინ გადახდები საკომისიოს გარეშე.

ბენეფიტების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

„საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში ბიზნესის რეგისტრაციის სერვისის დანერგვა ჩვენი მიზნის - მეწარმეობის ხელშეწყობის კიდევ ერთი ეტაპია. ახალი სერვისით ჩვენ მნიშვნელოვნად ვუზოგავთ დროს ადამიანებს, რომელთა სურვილია, წამოიწყონ ეკონომიკური საქმიანობა და ჩართული იყვნენ ბიზნესში. ამით ვქმნით დამატებით შეხების წერტილებს, რაც კიდევ უფრო გაიზრდება და სამომავლოდ რეგიონებსაც მოიცავს. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბიზნესის საჭიროებებს, შემდეგ კი მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტებითა და სერვისებით ვპასუხობთ. სწორედ ამის ნაწილია „დიდი განახლება ბიზნესში“, რომელიც ფილიალში რეგისტრაციის გარდა, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას სხვა ინოვაციების დანერგვისთვის“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

გაიგეთ მეტი ბიზნესის ფილიალში რეგისტრაციისა და სხვა განახლებების შესახებ ამ ბმულიდან.

ინფორმაციისთვის,  ბიზნესის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, საქართველოს ბანკის სერვისცენტრში შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე ინდ.მეწარმის ან/და შპს-სთვის, რომელსაც დირექტორი ან დამფუძნებელი  საქართველოს მოქალაქე ჰყავს.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს

06.03.2026.20:51

9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა