მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

ბიზნესი ყოველთვის მიზანზეა ორიენტირებული და სჯერა, რომ დასახულ შედეგს აუცილებლად მიაღწევს - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

news image

ბიზნესი ყოველთვის მიზანზეა ორიენტირებული და სჯერა, რომ დასახულ შედეგს აუცილებლად მიაღწევს,- ამის შესახებ  ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კონსტანტინე  გაბრიჩიძემ განაცხადა. მისი განცხადებით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ბიზნესი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და მიზნებზეა ორიენტირებული, ხოლო სხვადასხვა სცენარის განხილვა და ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტორის იმ ნაწილისთვის, რომელიც გაურკვევლობის ფონზე მხარდაჭერას საჭიროებს.

„ზოგადად ბიზნესი ოპტიმისტია. როდესაც ადამიანს სახლიდან მოაქვს თანხა, რისკავს და ამბობს, რომ საქმეს გააკეთებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის ოპტიმისტია. ბიზნესი ყოველთვის მიზანზეა ორიენტირებული და სჯერა, რომ დასახულ შედეგს აუცილებლად მიაღწევს.

შეხვედრაზეც აღვნიშნე, რომ იმ სამუშაო პროცესის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ცუდ, კარგ თუ საშუალო სცენარზე მუშაობას გულისხმობს, ინფორმაცია მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა უნდა მიიღოს. არსებობს იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც ხელს ადვილად ჩაიქნევენ ხოლმე და უიმედობა ეუფლებათ. მათთვის ჩვენი ერთიანობა და „ერთ მუშტად“ შეკვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ხშირად ბევრად უფრო ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, ვიდრე ობიექტური გარემოებები ან თუნდაც ფინანსური რესურსი. ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს არც წამოვიწყებდით.

შიდა ტურიზმს რაც აუთვისებელი რეზერვი აქვს - ესენი არიან ხანდაზმულები და პენსიონერები.

აღინიშნა განსხვავებული საფასო პოლიტიკა - თუ პენსიონერებისთვის ამ შეთავაზებებს დაემატება სოციალური დახმარების პროგრამებიდან გარკვეული პროცენტული თანადაფინანსება, ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდება. ხომ ვხედავთ, როდესაც საქართველოში, მაგალითად, ჩინეთიდან 80 წელს გადაცილებული ადამიანი ჩამოდის? ეს იმიტომ ხდება, რომ მათ სახელმწიფო ეხმარება და ყველანაირად უდგას გვერდში. ქართველი პენსიონერიც იმოგზაურებს, ოღონდ მას ხელშეწყობა სჭირდება როგორც ჩვენი სექტორიდან, ისე სახელმწიფოსგან. ეს კი, თავის მხრივ, დამატებით სხვა მიმართულებებსაც გამოაცოცხლებს“, - აღნიშნა  რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის

16.04.2026.11:36

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, გოგოების ტექნოლოგიების და AI სფეროში გაძლიერების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.

ამისათვის, ოთხ წელზე მეტია, კომაროვთან თანამშრომლობით ახორციელებს STEM სკოლის პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება STEM - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, მათგან 35% კი გოგოები არიან.

ამასთან, განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს. საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს ბანკი სწავლას სრულად, 30-ს კი ნაწილობრივ უფინანსებს. STEM სკოლაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ამასთან, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ერთობლივ პროექტს - AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში, სტიპენდიატები იღებენ 100%-იან დაფინანსებას საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, ხელოვნური ინტელექტის და მასთან დაკავშირებული პროექტების მართვის სხვადასხვა კურსებზე. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა