ბიზნესი იქნება ბევრად უფრო მოქნილი იუსტიციის სახლთან ურთიერთობაში, ვიდრე მანამდე იყო - ვახტანგ ჟვანია
„ბიზნეს ასისტენტის“ პროექტი თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ბიზნესზე,- ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, „ბიზნეს ასისტენტის“ სერვისის ფარგლებში ბიზნეს იუსტიციის სახლის თანამშრომლის გამოძახება უკვე საკუთარ ოფისშიც შეუძლია.
„დრო ყველასთვის ძვირი ღირს, მაგრამ ბიზნეს ყველაზე მეტად აქვს გააზრებული ეს პროცესი. აქედან გამომდინარე ჩვენც ამ პროექტის ფარგლებში ბიზნესს ვთავაზობთ იმ მოცემულობას, როცა ნებისმიერ მათგანს შეუძლია გააფორმოს იუსტიციის სახლთან ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მას ეყოლება თავისი ასისტენტი, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება ის, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა წარმოადგინოს, ან დაარეგისტრიროს ბიზნესმა, ჯერ ეს ასისტენტი გაივლის, შეამოწმებს ამ დოკუმენტის შინაარსს, მის შესაბამისობას იმ მოთხოვნებთან, რა მოთხოვნებიც დადგენილია და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი განცხადების გაკეთება. რეალურად ეს ამცირებს იმ ხარვეზების რაოდენობას, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ განაცხადს მოყვეს იუსტიციის სახლში. ასე, რომ ბიზნესს უზოგავს დროს, მეორე უკეთებს ანალიტიკას, თუ რა საკითხებზე ჰქონდა ყველაზე მეტად შეხება იუსტიციის სახლთან და ასევე მესამე ნაწილი ისევ დროის ეკონომიას ეხება - ბიზნესს შეუძლია ჩვენი თანამშრომელი, მისი ასისტენტი გამოიძახოს თავის ოფისში და იქ გააკეთოს ნებისმიერი განაცხადი. ასე, რომ ეს არის პროექტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ბიზნესზე“, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე.
მისივე თქმით, „ბიზნეს ასისტენტის“ ფარგლებში ბიზნესი ყველა იმ სერვისს მიღებს რაც პირდაპირ და ირიბად დაკავშირებულია ბიზნესთან.
„ამით ბიზნესი მიიღებს ნებისმიერ იმ სერვისს, რომელიც დაკავშირებულია და შეიძლება შემხებლობა ქონდეს ბიზნესს, ეს იქნება კომპანიის რეგისტრაცია, წილის გადაფორმება, უძრავი ქონების რეგისტრაცია, სამოქალაქო სერვისების მიმართულებითაც. მას შეუძლია მიიღოს სერვისებიც და კონსულტაციებიც და ეს ყველაფერი ამ პროექტის ნაწილია. ასე, რომ ნებისმიერი ის აქტივობა, რომელიც ბიზნეს უნდა გაეკეთებინა და განეხორციელებინა იუსტიციის სახლში მოსვლით, რიგში დგომით - თუმცა მოცდის პერიოდიც საკმაოდ მოკლეა და ეს დროც მოშორდა ამ პროცესს და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესი იქნება ბევრად უფრო მოქნილი იუსტიციის სახლთან ურთიერთობაში, ვიდრე მანამდე იყო“, - ამბობს ვახტანგ ჟვანია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.19:00
„ბიზნეს ასისტენტი” - ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ირკვევა, ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში და ასევე სერვისის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა.
„თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიზნესისთვის იუსტიციის სახლთან ურთიერთობა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე მგონი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საჯარო სერვისებთან ერთად ბიზნეს სერვისებსაც ვყიდით. ეს იქნება დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს. აქედან გამომდინარე, ის პაკეტები, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს ბიზნესს მორგებულია მათ ინტერესებზე. შეიძლება ბიზნესმა ისარგებლოს 3 თვიანი პაკეტით. 3 თვიანი, 6 თვიანი, 1 წლიანი, ასევე შესაძლებელია რაღაც სერვისების დამატება ან ამოკლება, ანუ ბიზნესს შეუძლია თავიდან ბოლომდე გადახედოს თავის საჭიროებებს, თავის ინტერესებს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
„ბიზნეს ასისტენტი“, ეს არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
პროექტი უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.