ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიაში პირველად, პროექტში მონაწილეობის სურვილი 443-მა ბიზნესმაგამოთქვა, რაც ბიზნესდაჯილდოების არსებობის 9 წლის მანძილზე, რეკორდული მაჩვენებელია.
ბიზნესების რეგისტრაციის პროცესი 15 ივნისს დასრულდა. გამარჯვებულებს ივლისში, დასკვნით ღონისძიებაზე, სპეციალურად ბიზნესდაჯილდოებისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.
წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით - საუკეთესო ფრილანსერი. საუკეთესო ბიზნესები 5 კატეგორიაში გამოვლინდებიან:
1. საუკეთესო პროდუქტი
2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
4. გამორჩეული როლი რეგიონში
5. საუკეთესო ფრილანსერი
გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიონ ჯილდო, მათ შორის: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.
წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილეების, ასევე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: https://www.tbcbusinessaward.ge/
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
სხვა სიახლეები
17.06.2025.18:00
Villa Mosavali • ვილა მოსავალი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის „ვილა მოსავალი“ სტუმრებს ახალი, დიდი აუზი და პადელის მოედნები დახვდებათ.
„მიმდარე წლის მოლოდინებს რაც შეეხება დამოკიდებული ვართ, თუ როგორ განვითარდება ტურისტული სეზონი. თუმცა ჩვენი მხრიდან სიახლე იქნება ის, რომ ახალი და უფრო დიდი აუზი გვექნება დამატებული. ასვე გვექნება რამდენიმე სიახლე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით: პადელის 2 მოედანი დავამატეთ და ასევე, რეკრეაციული ზონა, რომელიც 2000 კვ/მ-ს მოიცავს. რაც შეეხება დიდი რესტორანს, რომელიც 1000 სტუმარზე იქნება გათვლილი დაგეგმილია, რომ სექტემბერში გაიხსნება. მისი სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.
სასტუმროს სტუმრები ძირითადად ადგილობრივი სტუმრები არიან და მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის განთავსების ფასები არ შეცვლილა.
როგორც ცნობილია „ვილა მოსავალი“ შესანიშნავი ადგილია დასვენებისათვის. თბილისიდან 30 კილომეტრში, შთამბეჭდავი გამოცდილება ელის ყველას: ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიანი ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო, გასაოცარი სამზარეულო, ღია აუზი, ბუნების სილამაზე და საუკეთესო ღვინო ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი მოგონება გახდება.
ვილა მოსავლის სასტუმროს 27 ნომერზეა გათვლილი და თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით.
„ვილა მოსავალი“ მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.