ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.
პროექტის ფინალური ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. დაჯილდოების ცერემონიამდე, მთავარი სცენა საინტერესო თემატიკის ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიას და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სერიას დაეთმობა. საღამოს მთავარი თემა იქნება - „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.
ღონისძიების განრიგი:
I ნაწილი
18:00 - ღონისძიების გახსნა
18:30 - ბიზნესსაუბრები : „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“
ნიკა ქურდიანი - TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი
18:50 - ბიზნესსაუბრები: „ქართული ღვინის გზა ევროპის დახლებამდე“
გაგა მარგველაშვილი - „თბილღვინოს“ დამფუძნებელი
19:00 - პანელური დისკუსია: „რა უნდა ვიცოდეთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე?“
გიორგი ისაკაძე, დაჩი ჭოლაძე, დავით ბარდაველიძე , თამარ სულუხია, ირაკლი ჩხაიძე
19:50 - ხუთშაბათის შეხვედრები: „სპორტი, როგორც ბიზნესი“
აკო ახალაია, ლევან ახვლედიანი, შოთა არველაძე, ბაჩა მალაზონია
II ნაწილი
21:30 - დაჯილდოების ცერემონია
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
წელს, პროექტის მთავარი პარტნიორია- Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი და Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.06.2025.17:12
23.06.2025.17:00
"საქკაბელი" საექსპორტო არეალის პარალელურად ასორტიმენტსაც აფართოებს. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე განმარტავს, მალე კომპანია ბაზარს სექტორულ კაბელს შესთავაზებს.
„ბაზარს შევთავაზებთ სექტორულ კაბელს, რომელიც ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალურია და მალე ბაზარი იხილავს მას. პროდუქტი დენის გადაცემაში გამოიყენება და განსხვავებით ადრინდელი კაბელებისა უფრო ეკონომიურია ღირებულებით და უფრო ოპტიმალური არის ელექტროინჟინრისთვის სამუშაოდ “, - ამბობს ედიშერ მამალაძე.
„საქკაბელი“ დღეს აქტიურადაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე, ასევე ისრაელში. თუმცა კომპანია მიღწეულ შედეგს არ კმაყოფილდება და საექსპორტო არეალის გაფართოებას განაგრძობს.
„შეიძლება ექსპორტის არეალი გავაფართოვოთ, როგორც დსთ-ში, ასევე ევროპაში. ევროპაში იგეგმება ევროპული სტანდარტების, ახალი სტანდარტების ათვისებიდან გამომდინარე. მოთხოვნა არის საკმაოდ მზარდი. მოგეხსენებათ, რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ეს ბაზრები განიცდის, როგორც ზრდას, ასევე მომწოდებელთა ცვლილებას და ჩვენ აქტიურად ვცდილობთ რომ ამ მომწოდებელთა რიგში აღმოვჩნდეთ “, - აღნიშნავს მამალაძე.
კომპანიის მმართველის პარტნიორის თქმით ,პროდუქციის ფასები დამოკიდებულია ნავთობის ფასზე, რაზეც დღესდღეობით ზრდა შეინიშნება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძისა და ალუმინის ფასების ზრდა.
„როგორც მოგეხსენებათ, ალუმინიც და სპილენძით ენერგო მატარებელია. აქედან გამომდინარე, ნავთობის ფასი კავშირშია მის ზრდასთან ან შემცირებასთან. აქამდე სტაბილურად ვითარდებოდა. დღესდეობით, ნავთობის ფასის ზრდა შეიმჩნევა. შესაძლოა ამას მოჰყვეს, როგორც ალუმინის, ასევე სპილენძის ფასის ზრდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს დროებითი მოვლენაა ირანის პროცესიდან გამომდინარე და ალბათ დარეგულირდება “, - განმარტავს ედიშერ მამალაძე.
შეგახსენებთ, „საქკაბელი“ 67-ე წელია იკავებს ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.