მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7035.5
-0.0026
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 37.761
0.0032
flag
EUR 3.1575
0.0083
flag
GBP 3.6411
0.0101
flag
KZT 50.35
0.0026
flag
TRY 0.0652
-0.0001
flag
USD 2.6925
-0.0005

ბიზნეს შეთავაზებები სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

news image

საქართველოს ბანკი  მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებები მოამზადა.

შეთავაზებები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოლოგიურ, ლოგისტიკურ თუ სხვა მიმართულებებზე. მათ შორისაა:

უფასო კონსულტაცია ინვენტარიზაციის მიმართულებით

ინვენტერი ინვენტარიზაციის სფეროში მზარდი კომპანიაა. იგი რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს უწევს მომსახურებას. ამჯერად კი საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით უსასყიდლო ინსპექტირებას სთავაზობს.  მათ შორისაა ინვენტარიზაცია, მარაგების მართვა, საწყობის მენეჯმენტი და სხვა.

50%-იანი ფასდაკლება რესტორნის რეზერვაციის პლატფორმაზე Rezto

Rezto რესტორნებს მიღებული ჯავშნების ეფექტურად მართვაში ეხმარება, სტუმრებს კი შესაძლებლობას აძლევს, მაგიდა სასურველ რესტორანში სწრაფად და ციფრულად დაჯავშნონ. საქართველოს ბანკის იმ ბიზნესმომხმარებლებს კი, რომლებიც სტუმარმასპინძლობის სექტორში მუშაობენ, შესაძლებლობა აქვთ Rezto-ს სერვისით ნახევარ ფასად ისარგებლონ.

Kovzy-ის 3-თვიანი უფასო მომსახურება კვების ობიექტების მართვის სრულ ციფრულ სისტემაზე

საქართველოს ბანკის მომხმარებელი დამწყები ბიზნესისთვის კომპანია Kovzy-იმ სპეციალური პირობები დააწესა:

  • უფასო ონბორდინგი 1 დღეში;
  • სერვისი 3 თვით უფასოდ;
  • 24/7-იანი მხარდაჭერა;
  • უფასო სისტემური განახლებები.

ინფორმაციისთვის, KOVZY არის პლატფორმა სარესტორნო ბიზნესის გაყიდვების პროცესის სრული ციფრული ტრანსფორმაციისთვის.

20%-მდე ფასდაკლება ბრენდირებული უნიფორმების და სარეკლამო აქსესუარების დამზადებაზეარტესგან

საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებისთვის  სარეკლამო კომპანია არტემ 20%-იანი ფასდაკლება დააწესა. არტე თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სარეკლამო კომპანიაა და მომხმარებლებს სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორისაა: ბრენდირებული საჩუქრები, შესაფუთი პროდუქცია; საოფისე აღჭურვილობა, უნიფორმების წარმოება, ფართოფორმატიანი ბეჭდვა და სხვა.

30%-იანი ფასდაკლება სოციალური მედიის მართვის მომსახურებაზე Martex-ისგან

Martex საქართველოს ბანკის სასტარტო ნაკრების მფლობელ მომხმარებლებს სოციალური მედიის მართვის მომსახურებაზე30%-იან ფასდაკლებას  სთავაზობს.

ქალი მეწარმეებისთვის და შშმ პირებისთვის სოციალური მედიის მართვის მომსახურების ღირებულებაზე  დამატებით 10%-იანი ფასდაკლება გავრცელდება;

გარდა ამისა, კომპანია დამწყებ ბიზნესებს დამატებით ბენეფიტებსაც სთავაზობს. ესენია:

  • ლოგოს ან სავიზიტოს დიზაინის საჩუქრად დამზადება;
  • საჩუქრად ყოველთვიური კონსულტაცია მარკეტინგთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • საჩუქრად ყოველთვიური კონსულტაცია გაყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

30%-მდე ფასდაკლება სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებაზე + საჩუქარი ფავორიტი X Color Pack-ისგან

ფავორიტი/კოლორპაკი ყველაზე დიდი პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში, რომელიც 30 წელზე მეტია, ქართული ბაზრის ლიდერია. 

კომპანია ახალ დამკვეთებს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებაზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. საქართველოს ბანკის პარტნიორ კომპანიებს მათი დიზაინ სტუდია დამატებით, უფასოდ მოემსახურება.

20%-იანი ფასდაკლება ბუღალტრულ სერვისებზე AccountAnts-ისგან

კომპანია ენთები საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს  ბუღალტრული და საგადასახდო მხარის გამართვას, გაციფრულებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას შეღავათიან ფასად სთავაზობს. 

გარდა ამისა, მომხმარებლები მიიღებენ საგადასახადო ექსპერტების რჩევებს ტრანზაქციების ეფექტურად დასაგეგმად და სამართავად. 

ამ და სხვა შეთავაზებებზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საჰაერო ტვირთები ლიდერ პოზიციაზე - JSL Logistics-ის გადაზიდვები წელს თითქმის 100%-ით გაიზარდა

08.09.2025.18:00

ლოგისტიკური კომპანია JSL Logistics • JSL ლოგისტიკა, რომელიც დამოუკიდებელ მოთამაშედ 2024 წელს ჩამოყალიბდა, გადაზიდვების ზრდაზე საუბრობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში JSL Logistics-ის დირექტორმა გია ნადირაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს გადაზიდვები კომპანიის მაგალითზე 97.3%-იან ზრდას აჩვენებს.

JSL Logistics სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე წარმოდგენილია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებით, თუმცა კომპანიის პორტფელის 90% მაინც საჰაერო ტვირთებზე მოდის.

„JSL Logistics-მა, როგორც დამოუკიდებელმა კომპანიამ, ოპერირება 2024 წელს დაიწყო. მანამდე წარმოვადგენდით „ლასარეს“ ერთ-ერთ განყოფილებას და გვაქვს საჰაერო სატვირთო გადაზიდვებში 25-წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, საზღვაო და სახმელეთო მიმართულებები JSL Logistics-ისთვის ახალია. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენთვის კვლავ მთავარი მიმართულება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებია. ამ სეგმენტში მოთხოვნა აშკარად მაღალია და ჩვენი პორტფელის 90%-იც სწორედ ამ ტიპის გადაზიდვებზე მოდის,“ - ამბობს გია ნადირაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზრის ზრდასთან ერთად, გაზრდილია კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობაც.

​მიმდინარე წელს საჰაერო გადაზიდვები გაზრდილია, როგორც ექსპორტის ისე იმპორტის კუთხით, თუმცა დიდი წილი მაინც იმპორტზე მოდის. უფრო მეტი ტვირთი შემოდის, ვიდრე გადის. აქ საუბარი მაქვს, როგორც საქართველოსთვის  განკუთვნილ ტვირთებზე, თუმცა არის ასევე ტრანზიტი და რეექსპორტი. 


ჩვენი კომპანიის გამოცდილებით, საჰაერო გადაზიდვებით ექსპორტზე ხშირ შემთხვევაში გადის ღვინის ნიმუშები, ასევე სხვადასხვა საგამოფენო საქონელი. გადის აგრეთვე ხელოვნების ნიმუშები და არა ანტიკვარები. საქართველოში სახელოსნოებში იქმნება გარკვეული ხელოვნების ნიმუშები, რომელიც ექსპორტზე გადის. 

ხოლო იმპორტის კუთხით უფრო მეტი მრავალფეროვნებაა, თუმცა დიდი წილი მოდის ტექნიკაზე და ასევე ღვინო მასალებზე. 


საჰაერო კარგოს  შემთხვევაში იმპორტისას ლიდერობს ჩინეთი, ხოლო ექსპორტის კუთხით ევროპა“, - აცხადებს JSL Logistics-ის ხელმძღვანელი.

არსებული გამოცდილების ფონზე, JSL Logistics-ის ავიაპარტნიორების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ ავიაკომპანიებთან:
Uzbekistan Airways, LOT, Lufthansa, airBaltic, Air Astana, Turkish Airlines.

სწორედ პარტნიორების მრავალფეროვნება და ამ მხრივ კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ JSL Logistics-მა საკუთარი მომსახურების ტარიფები მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოს და ბაზარზე კონკურენტული პოზიციით იყოს წარმოდგენილი. 

„რაც შეეხება გადაზიდვის ტარიფებს ჩვენს მაგალითზე მცირედი ცვლილებები გვქონდა, თუმცა ვცდილობთ რომ ტარიფები შევინარჩუნოთ, რადგანაც ბაზარი აღარ არის ისეთი მდიდარი როგორც უწინ. თუმცა გეტყვით, რომ ტარიფების გადახედვა ყოველი წლის დეკემბერში ხდება და ოდნავი ცვლილებები გაქვს. იმის გამო, რომ თუნდაც სატრანსპორტო გადაზიდვებს აძვირებენ თავად ავიაკომპანიებიც და იძულებულები ვართ, რომ ჩვენც გავზარდოთ ფასი“, - ამბობს  გია ნადირაშვილი. 

ირკვევა, რომ JSL Logistics-ისთვის საჰაერო ტვირთებისთვის ყველაზე დატვირთული თვე ტრადიციულად დეკემბერია, თუმცა მიმდინარე წელს აგვისტოც აქტიური გამოდგა.

„საჰაერო სატვირთო გადაზიდვებისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია დეკემბერი, თუმცა წელს რატომღაც აგვისტოც საკმაოდ აქტიურია. თუ გვეგონა, რომ ამ პერიოდში ტვირთნაკადი მცირე იქნებოდა, ზრდა გვაქვს. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გვეგონა, რომ ასეთი დატვირთულობა იქნებოდა. ხშირად გვაქვს ასევე სატრანზიტო გადაზიდვები და რეექსპორტები“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

JSL Logistics ტვირთებს უზრუნველყოფს მისამართიდან მისამართამდე მიწოდებით, რაც კომპანიისთვის ბაზარზე გამორჩეულ პოზიციას ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვები კომპანიისთვის ახალი მიმართულებებია, მათი გააქტიურება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„საჰაერო გადაზიდვებში ჩვენი კონკურენტული უპირატესობა აშკარაა - ვმუშაობთ „ლასარეს“ ტერმინალიდან, რაც საგრძნობლად ამცირებს დროს. გვაქვს ოპერატიული წვდომა საბაჟოზე, გეზზე, ტერმინალზე. ერთი ფანჯრის პრინციპით ვემსახურებით კლიენტებს და პროცედურები ბევრად სწრაფად ხორციელდება, ვიდრე სხვაგან. ამასთან, ვართ ორი მსხვილი ფორვარდერული ქსელის წევრი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვყავს პარტნიორები, რაც გვაძლევს კონკურენტულ ფასებს, განსაკუთრებით ექსპორტის კუთხით,“ - აცხადებს გია ნადირაშვილი.

JSL Logistics 2024 წელს დაარსებული სატვირთო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 25 წლის წინ ლასარეს სატვირთო ტერმინალის ლოგისტიკური სამსახურიდან იღებს სათავეს. დღესდღეობით, JSL Logistics დამოუკიდებელი ლოგისტიკური სერვისების სრული სპექტრის პროვაიდერია სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრიაში.

JSL Logistics ახორციელებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. კომპანია იყენებს ტვირთების დამუშავებისა და ლოგისტიკის მრავალწლიან გამოცდილებას, ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლასარეს სატვირთო ტერმინალში, რაც კომპანიის დიდი უპირატესობაა უმოკლეს დროში შეასრულოს საბაჟო და ლოგისტიკური პროცედურები.

მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 100-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში.

JSL Logistics-ის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით. კომპანიის თანამშრომლები ყოველ წლიურად გადიან გადამზადებას საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, როგორც კომპანიის ადგილობრივ ბაზაზე, ასევე, იმაღლებენ კვალიფიკაციას IATA-ს სასერთიფიკატო კურსებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა