ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე - საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და ციფრული სერვისების განვითარებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა ცოტა ხნის წინ საჩუქრების კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს ნაკრები M, 3 თვის განმავლობაში, დამატებითი საკომისიოს გარეშე გამოიყენონ. მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის — მეშვეობით.
ბიზნეს ნაკრები M ყველაზე მოთხოვნად საბანკო სერვისებს ერთი პაკეტის სახით აერთიანებს. იგი მოიცავს გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. კამპანიის ფარგლებში მომხმარებელი ამ ნაკრებს 3 თვის განმავლობაში, საკომისიოს გარეშე გაიაქტიურებს.
გარდა ამისა, კამპანიის მონაწილე ბიზნესებს საჩუქრად გადაეცემათ MasterCard ბიზნეს ბარათი,რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე).
კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი ბენეფიტი ქვემოთ ჩამოთვლილიდან:
ან
ამასთანავე, ყველა მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას განახორციელებს, გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება და შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ფულადი პრიზები:
გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.
„საქართველოს ბანკი კვლავაც აგრძელებს ბიზნესებისთვის ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებასა და თანამედროვე სერვისებზე მარტივ წვდომას. ამ მიზნით, ჩვენ ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ისარგებლონ ჩვენი სერვისებით საკომისიოების გარეშე, მიიღონ ქეშბექი და ფულადი პრიზები, შესაბამისად, უკეთ წარმართონ საკუთარი საქმიანობა. გარდა ამისა, მუდმივ რეჟიმში ვამარტივებთ პროცესებს ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის. მათ უკვე შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ფილიალებშიც გაიარონ და მიიღონ შპს-ს ან ინდ. მეწარმის სტატუსი და იქვე გახსნან ბიზნეს ანგარიში, რითიც ავტომატურად ჩაერთვებიან კამპანიაში. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში
ინფორმაციისთვის, კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
გაააქტიურეთ ბიზნეს ნაკრები M ბიზნეს მობილბანკიდან, ან თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში 2 წუთში ონლაინ.
სხვა სიახლეები
მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ [ენერგეტიკის] დარგი აქტიურად დავაფინანსოთ - ზურაბ ქოქოსაძე
18.04.2026.03:49
„ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.
ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ,“ - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.