ბიზნეს ასოციაცია წევრ კომპანიებს „თეგეტა ჰოლდინგს", „თიბისი ბანკს" და „მეიჯერელ საქართველოს" „Meliora 2022"-ის კონკურსში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანიებს „თეგეტა ჰოლდინგს", „თიბისი ბანკს" და „მეიჯერელ საქართველოს", „Meliora"-ს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის რიგით მეოთხე კონკურსში გამარჯვებას.
აღსანიშნავია, რომ „თეგეტა ჰოლდინგი" გახდა „Meliora 2022"- ის გამარჯვებული მსხვილი კომპანია, კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა", რომელიც გულისხმობს კომპანიის გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას და მისი მიზანია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.
„თიბისი ბანკმა" გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „გამჭირვალობა და ანგარიშგება CSR-სა და მდგრადობის საკითხებზე", რომელიც სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროში საკუთარი ზეგავლენების, საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციას დაუფარავად და გულახდილად აწვდის საზოგადოებას, რაც მნიშვნელოვანია სანდოობის მოპოვების კუთხით.
„Meliora 2022"-ის კიდევ ერთი და გამორჩეული გამარჯვებულია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „მეიჯორელ საქართველო", რომელიც წლის პასუხისმგებელ დამსაქმებლად დასახელდა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ულოცავს თავის წევრებს „თეგეტა ჰოლდინგს", „თიბისი ბანკს" და „მეიჯერელ საქართველოს" „Meliora 2022"- ის დაჯილდოებაში გამარჯვებას. საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივად, ასევე კერძო სექტორის განვითარების კუთხით. მიგვაჩნია, რომ მდგრადი განვითარება და კორპორაციული მდგრადობა ბიზნესის წარმოების განუყოფელი ნაწილია და მოხარულნი ვართ, რომ Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარება ბიზნეს კომპანიებს უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნოს ისინი საზოგადოებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.07.2025.14:43
თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით ივლისსა და აგვისტოში შუქურას მუსიკალური საღამოების და კულინარიული მასტერკლასების სერიები გაიმართება.
თუ აჭარაში გეგმავთ დასვენებას არ გამოტოვოთ ციხისძირში შუქურას საღამოები.
2 აგვისტო | ZURKIN & SANDRO JORBENADZE (VODKAST RECORDS)
16 აგვისტო | BOYA (MOREVI) & LUKA BARAMISHVILI
30 აგვისტო | MEMOTECH & NIKO
მუსიკალურ საღამოებთან ერთად, აუზის ტერასაზე, თქვენ გელოდებათ კულინარიული მასტერკლასების სერია აჭარა ჯგუფის ბრენდ შეფებთან ერთად.
9 აგვისტო | Lolita-ს მთავარი შეფი: იო კურდღელაშვილი (Fresh Pasta with Seafood)
23 აგვისტო | Stamba-ს მთავარი შეფი: ლევან ქარსელაძე (Asian Flavors & Rice Paper Rolls)
6 სექტემბერი | Shukura-ს მთავარი შეფი: გიორგი თათარიშვილი (Taco Making & Summer Salsas)
მასტერკლასები გაიმართება ნატურალური ღვინის თანხლებით და დასასრულს შეფთან ერთად შეძლებთ დესერტის მომზადებას.
ღონისძიებების სერიების მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი და VISA.
თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელები, ივენთების სტუმრობისას, გადახდილი თანხის 15 % ადგილზე დაიბრუნებენ, ხოლო კულინარიული მასტერკლასის დაჯავშნისას, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.