„ბიზნეს ასისტენტი“ - კერძო სექტორზე მორგებული სერვისები სხვადასხვა პაკეტებით
იუსტიციის სახლის მიერ ბაზარზე გამოტანილი სერვისი „ბიზნეს ასისტენტი“ თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო ბიზნესზე და მათ საჭიროებებზე იყო მორგებული, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისი თქმით, იუსტიციის სახლმა მაქსიმალურად შეძლო ის, რომ პაკეტების კუთხით რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი შეეთავაზებინა ბიზნესისთვის.
„შეიძლება კონკრეტულმა ბიზნესმა ისარგებლოს ერთწლიანი მომსახურეობის პაკეტით, რომელიც შედარებით უფრო, ბუნებრივია, ძვირი ღირს, ვიდრე სხვა პაკეტები და ეს მოიცავს ყველა სერვისს, რაც იუსტიციის სახლთან არის დაკავშირებული. ასევე შეიძლება ისარგებლოს ექვსთვიანი პაკეტით, სამთვიანი პაკეტით. რეალურად, სანამ ბიზნესი გადაწყვეტს ჩვენთან ამ კუთხით თანამშრომლობას, მანამდე, ბუნებრივია, მას გააზრებული ექნება, რა ეტაპზეა. თუ ბიზნესს იწყებს და საჭიროა ძალიან ბევრი დოკუმენტის მომზადება, უფრო მეტი კომუნიკაცია იუსტიციის სახლთან, ბუნებრივია, მან შეიძლება პირველი 3 ან 6 თვის განმავლობაში ისარგებლოს ამ სერვისით, ამ პაკეტით, ამ მომსახურეობით და, რეალურად, როგორც კი ყველა ძირეულ დოკუმენტს მოამზადებს და უკვე ჩადგება იმ კალაპოტში, რომ უნდა გადავიდეს აქტიურ საქმიანობაზე, ამის შემდეგ ისარგებლოს ჩვეულებრივი სერვისით, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იუსტიციის სახლში ყველასთვის ხელმისაწვდომია და იქ ლოდინის დროც არის მინიმუმამდე დაყვანილი. უბრალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება კიდევ უფრო სისწრაფეს, გადაწყვეტილებების მიღებისას, ჰქონდეს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს თუნდაც რაღაცა ნახევარწლიანი პაკეტი და მისით დაასრულოს ის ძირითადი საკითხები, მოაგვაროს ის ძირითადი საკითხები, რომელიც აწუხებს. თუ, ვთქვათ, ბიზნესი თავის შინაარსიდან გამომდინარე გულისხმობს იმას, რომ პერიოდულად უწევს აქტიური ურთიერთობა იუსტიციის სახლთან, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში კიდევ სხვა შესაძლებლობაა მისთვის და შეუძლია ამ მიმართულებით წავიდეს. ასე რომ, ჩათვალეთ ნებისმიერი მოცემულობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ პროექტით, მორგებულია ყველანაირ სეგმენტზე: დამწყებ ბიზნესზე, ასევე იმ ბიზნესზე, რომელსაც უკვე მთელი სისტემა აწყობილი აქვს და დროსთან დაკავშირებით აქვს გამოწვევები და უნდა, რომ ეს გამოწვევები დაძლიოს; ასევე, ის ბიზნესი, რომელმაც უკვე დაიწყო საქმიანობა, მაგრამ არ არის მაქსიმუმამდე ასული და სჭირდება დახმარება. ანუ, ჩათვალეთ, რომ ყველასთვის მორგებული შესაძლებლობები არის იუსტიციის სახლში“, - განმარტავს ვახტანგ ჟვანია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სარფის მებაჟე ოფიცრებმა 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სხვა სიახლეები
19.09.2025.18:00
Saponchike მაღაზია-მინი კაფის კონცეფციის სივრცეა, რომელიც 2024 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ხათუნა შონიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანია მაღაზია-მინი კაფის კონცეფციისაა და ფუნქციონირებს 2024 წლის მაისიდან.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველასთვის საყვარელ კლასიკურ დონატს შიგთავსით, ასევე 20-ზე მეტ ორიგინალური გემოს დონატებს, რომლებიც ჩვენთვის ასოცირდება ბავშვობასთან და სასიამოვნო ემოციებთან.
დღევანდელი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:
• ჩვენი ინტერპრეტაციით შექმნილ სინაროლებს;
• უნიკალურ შეფუთვაში წარმოდგენილ დესერტებს – ტრუფელებს;
• ნატურალურ წვენებზე დამზადებულ მილქშეიკებსა და ლიმონათებს;
• კლასიკურ ყავას;
• ჩამოსასხმელ ნაყინს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ზაფხული გაყიდვების თვალსაზრისით შედარებით მშვიდი პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი დასასვენებლად იყო წასული.
თუმცა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ლოკაცია რამდენიმე უნივერსიტეტთან ახლოსაა, ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნა ყოველდღიურად გაიზრდება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ორიგინალურ გემოს და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი პროდუქციის განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანია ახალი გახსნილია, ამიტომ უახლოესი პერიოდის მთავარი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვება.
დიდი სურვილი გვაქვს სამომავლოდ მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიებებში.
ინფორმაციისთვის, სივრცე ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის 16 ნომერში მდებარეობს. სამუშაო საათებია ყოველ დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.