„ბიზნეს ასისტენტი“ არის პროექტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ბიზნესის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული - ვახტანგ ჟვანია
„ბიზნეს ასისტენტი”, ეს იუსტიციის სახლის მომსახურების სრულიად განსხვავებული კონცეფციაა, რომელსაც ის ბიზნეს სექტორს სთავაზობს. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა, „ბიზნეს ასისტენტი“ არის პროექტ, რომელიც თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ბიზნესის ხელშეწყობაზე.
„ბიზნესი ვითარდება და აქედან გამომდინარე შეუძლებელია ისეთმა დიდმა დაწესებულებამ, როგორიც არის იუსტიციის სახლი და რომელიც 500-მდე სერვისს აერთიანებს და გარდა პირადობების და პასპორტებისა, იურიდიული კომპანიების რეგისტრაცია, მიწების რეგისტრაცია - ეს ყველაფერი იუსტიციის სახლში ხდება და აქედან გამომდინარე ჩვენც მაქსიმალურად ვეცადეთ მოგვეფიქრებინა ისეთი მორიგი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ბიზნესს დაეხმარებოდა თავისი საქმის მარტივად კეთებაში. სწორედ ასე გაჩნდა „ბიზნეს ასისტენტის“ იდეაც. „ბიზნეს ასისტენტი“ არის პროექტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ბიზნესს და გაუმარტივოს მას იმ სერვისებზე წვდომა, რომელსაც ყველას სთავაზობს იუსტიციის სახლი“, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე
აღსანიშნავია, რომ „ბიზნეს ასისტენტი“ – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
„ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.19:00
„ბიზნეს ასისტენტი” - ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ირკვევა, ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში და ასევე სერვისის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა.
„თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიზნესისთვის იუსტიციის სახლთან ურთიერთობა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე მგონი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საჯარო სერვისებთან ერთად ბიზნეს სერვისებსაც ვყიდით. ეს იქნება დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს. აქედან გამომდინარე, ის პაკეტები, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს ბიზნესს მორგებულია მათ ინტერესებზე. შეიძლება ბიზნესმა ისარგებლოს 3 თვიანი პაკეტით. 3 თვიანი, 6 თვიანი, 1 წლიანი, ასევე შესაძლებელია რაღაც სერვისების დამატება ან ამოკლება, ანუ ბიზნესს შეუძლია თავიდან ბოლომდე გადახედოს თავის საჭიროებებს, თავის ინტერესებს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
„ბიზნეს ასისტენტი“, ეს არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
პროექტი უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.