მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

Bitanica.com - 0%-ად დააკონვერტირე და გაიტანე BTC, LTC და USDT

news image

15 სექტემბრის ჩათვლით bitanica მომხმარებლებს საუკეთესო პირობას სთავაზობს Convert ფუნქციის გამოყენებისთვის, რაც გულისხმობს BTC, LTC და USDT კონვერტაციასა და გატანას 0%-ად - ნულოვანი საკომისიო ყველა აღნიშნულ ტრანზაქციაზე.

bitanica.com-ზე სწრაფი კონვერტაციის საშუალებით, მომენტალურად გადაცვლი 40-მდე კრიპტოვალუტას, ასევე გამოიყენებ Stable Coin-ებს Fiat-ის მხადაჭერით, რაც შესაძლებლობას გაძლევს შენი კრიპტოვალუტა თავისუფლად გადაცვალო Fiat-ში.

მაღალი ლიკვიდობა და ვაჭრობის უპირატესობა

Bitanica მომხმარებლებისთვის საუკეთესო ტრეიდინგის გამოცდილებას ქმნის და სთავაზობს იმ კომფორტს, რომელიც თითოეული ტრეიდერის საჭიროებაზეა მორგებული. პლატფორმას კრიპტო აქტივების მრავალფეროვნებითა და მაღალი ლიმიტებით ქართველი მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც სწრაფად, მარტივად და ლიმიტების გარეშე ვაჭრობა სურს -  ანალოგი არ აქვს.

სტაბილკოინები - 100% გამყარებული Fiat-ის რეზერვებით

სრულყოფილი სერვისისთვის პლატფორმაზე წარმოდგენილია ისეთი Stable Coin-ები, როგორიცაა GELB (ლარი), USDB (დოლარი) და EURB (ევრო) - 100% Fiat-ის მხარდაჭერით, უზრუნველყოფილია Fiat-ის რეზერვებით, რაც მომხმარებლებს სტაბილური და დაცული ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. Stable Coin-ები არის Multi-Chain: ხელმისაწვდომია Ethereum-ზე, Binance Smart Chain-ზე და Tron-ზე.

VASP ლიცენზია

Bitanica საქართველოში მესამე კომპანიაა, რომელმაც მიიღო ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. როგორც კომპანიის, ისე მომხმარებლებისთვის და ზოგადად კრიპტო ინდუსტრიისთვის რისკების დაზღვევა და უსაფრთხოების გარანტია მნიშვნელოვანია, ლიცენზია კი სერვისების შესაბამისობას უზრუნველყოფს რეგულაციებსა და სტანდარტებთან.

სერვისები ბიტანიკაზე: 40-მდე აქტივი და მაღალი ლიმიტები

რავალფეროვანი ფუნქციონალი, სწრაფი სერვისები და შეუფერხებელი ვაჭრობა 40-მდე კრიპტო აქტივით, მომხმარებელს საშუალებას აძლევს იგრძნოს ის კომფორტი, რაც საერთაშორისოდ აღიარებულ ბირჟებს გააჩნია.

P2P ვაჭრობა: პირველი 0%-იანი P2P პლატფორმა საქართველოში სწორედ Bitanica  არის, როგორც Seller-ს ისევე buyer-ს სთავაზობს 0% საკომისიოს ვაჭრობისთვის, ყოველგვარი შუამავლის გარეშე.

Spot ვაჭრობა: პლატფორმა უზრუნველყოფს ნულოვანი სპრედებით (Near-zero spreads) ვაჭრობას, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს კონკურენტული ფასები, საერთაშორისო ბირჟებთან მიმართებაში. Spot ვაჭრობის სფეროში პრიორიტეტი მყისიერ ტრანზაქციებს ენიჭება. მომხმარებლებს შეუძლიათ კრიპტოვალუტის შეძენა ან გაყიდვა მოწინავე საბაზრო განაკვეთებით, რაც უზრუნველყოფს მოგების მიღებას ბაზრის ცვლილების ყველა ტალღიდან.

მაღალი ლიკვიდურობა: მომხმარებლებს სწრაფად,  მარტივად და ქართულ ბაზარზე ყველაზე მაღალი ლიმიტით, შეუძლიათ შეიძინონ ან გაყიდონ კრიპტო აქტივები. 

Bitanica ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართულ კრიპტო ბაზარზე და მიზნად ისახავს კრიპტო მომხმარებლებისთვის კომფორტული და მოსახერხებელი სავაჭრო პლატფორმის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს დაცულ, სწრაფ და ინოვაციურ სერვისებს.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

14.04.2026.18:03

სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.

ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.

შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.

ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.

ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან. 

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა