ბიო მეურნეობა „ნოვაგი“ - პრემიუმ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე
ბიო მეურნეობა ნოვაგი Novagy-ს პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. “ნოვაგის“ პროდუქცია მარკეტების დახლებზე რამდენიმე კვირაა გამოჩნდა და გაყიდვებიც ეტაპობრივად იმატებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ნოვაგის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ჯოლოგუამ განაცხადა, „ნოვაგის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში 2 ჰა ფართობზეა გაშლილი.
„ჩვენი მეურნეობა თითქმის 2 ჰა მიწის ნაკვეთზე არის განთავსებული, საიდანც 5500 კვ/მ-ზე გვაქვს სათბური. ამ ეტაპზე მოგვყავს პომიდვრის, კიტრის, წიწაკის რამდენიმე სახეობა. საუბარი მაქვს მრავალფეროვან სახეობაზე, მაგალითად „ჩერი“ გვაქვს 5 ფერში, ასევე მოგვყავს მსხვილი ვარდისფერი პომიდორი. კიტრის შემთხვევაში მინი და შუშა კიტრი. წიწაკის შემთხვევაში 4 სეგმენტია: ტკბილი პალერმო, ხემსი წიწაკა, კუბისებრი წიწაკა და ჩვეულებრივი კონუსის ფორმის წიწაკა. ყველა არის სამ ფერში: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი. ტკბილი პალერმო გვაქვს 4 ფერში, აქ გვემატება შოკოლადისფერი.
ამ დროისათვის წარმოდგენილი ვართ „ევროპოდუქტის“ რამდენიმე მაღაზიაში, მთლიან ქსელში არ ვართ წარმოდგენილები. ასევე წარმოდგენილები ვართ ხილ-ბოსტნეულის რამდენიმე მაღაზიაში: „აგრომენში“, „ფერმარტში“ და შევედით ასევე „ბეღელში“, - ამბობს „ნოვაგის“ დამფუძნებელი.
ჯოლოგუას თქმით, ბიოპროდუქტების შედარებით მაღალი ფასი, პირველ რიგში, მაღალი დანახარჯებით არის განპირობებული.
„ბიო პროდუქტების ფასი შეიძლება 2-ჯერ ძვირიც კი იყოს, ვიდრე ინდუსტრიულად წარმოებული პროდუქტების.
ბიო პროდუქტები გაცილებით გემრიელია, ვიდრე ინდუსტრიულად წარმოებული პროდუქტები. მაგალითად, ჩვენი ჩერი მიქსი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. საუბარია 5 ფერის ჩერის მიქსზე, რომელიც უგემრიელესია. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ჩვენი მომხმარებლების გამოხმაურებაა. ზოგადად ბიო პროდუქტების მაღალ ფასს ძალიან დიდი დანახარჯები განაპირობებს, იქ მუშახელია, ბიო პრეპარატები, ბიო სასუქები, რაც 3-ჯერ ძვირი ჯდება“, - აცხადებს ბიო მეურნეობის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, „ნოვაგის“ კონკურენტული უპირატესობა მაღალი ხარისხის პროდუქციაა.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ ჩვენს ბაზარს პრემიალური ხარისხის პროდუქტებს ვაწვდით. ხოლო მეორე ხარისხის პროდუქციას ვაკომპოსტებთ და სასუქების სახით ვიყენებთ“, - განმარტავს გიორგი ჯოლოგუა.
მისივე თქმით, დღეისათვის საქართველოში ბიო პროდუქტების ცნობადობა დაბალია, თუმცა წლიდან წლამდე იზრდება.
„ნოვაგი“ მაღაზიებში აქტიურად ივნისიდან გამოჩნდა და მომხმარებლების დაინტერესებას აქტიურად ცდილობს. თუ კი გაყიდვებიც გაიზრდება და მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს ბიო მეურნეობა გაფართოებასაც მოახდენს.
„გაფართოება გეგმაში არის, მაგრამ ჯერ ვერ ვრისკავთ. ვნახოთ ბაზარი როგორი მიგვიღებს. თუ მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს მაშინ გაფართოებაზე ვიფიქრებთ“, - ამბობს გიორგი ჯოლოგუა.
როგორც „ნოვაგის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიოსა და განსაკუთრებით საქართველოში, სასურსათო ბაზარი გაჯერებულია ქიმიურად დაბინძურებული და დაბალი კვებითი ღირებულების მქონე ხილითა და ბოსტნეულით.
„წლების განმავლობაში ეს პრობლემა უფრო და უფრო მწვავედ იჩენს თავს, ფიტავს ადამიანის ორგანიზმს, იწვევს ვიტამინების დეფიციტსა და საბოლოო ჯამში უჯრედულ დონეზე ორგანიზმის ფარულ შიმშილს. ზემოთ აღნიშნული, თავის მხრივ , იწვევს სხვადასხვა დაავადებას წლების განმავლობაში და აჩქარებს ორგანიზმის დაბერებას.
წარმოებულია საქართველოში
ბიოლოგიურად სუფთა
მრავალწლიანი გამოცდილება
ამ პრობლემის ერთადერთი მოგვარების გზა კომპანია ნოვაგს, წლების განმავლობაში ესახებოდა ბიოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ხილისა და ბოსტნეულის მიწოდება ბაზრისათვის. ორგანიზაცია დაარსდა 2020 წელს და დაიწყო მცირე ფართობზე ბიოლოგოურად სუფთა, ორგანული მარწვის მოყვანა და მიწოდება ქართული ბაზრისათვის. პროდუქტზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე , ბოლო 2 წლის განმავლობაში შპს ნოვაგმა გაზარდა წარმოება და ამ ეტაპზე მეურნეობა განთავსებულია 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. ამ ტერიტორიაზე კომპანიას მოჰყავს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული და კენკრა.
„ნოვაგის“ ორგანული პროდუქტები იზრდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ბიო მეურნეობა არ გულისხმობს მხოლოდ უარის თქმას შხამქიმიკატებზე, ეს ნიშნავს ნიადაგის და გარემოს სიჯანსაღეს, ეკოსისტემის ხელშეწყობას, უნარჩენო წარმოებას, ციკლის მთლიანობას და ზრუნვას მომავალზე.
კომპანია წარმოების პროცესში არ იყენებს არანაირ შხამ-ქიმიკატს. მავნებელ დაავადებებთან ბრძოლისათვის იყენებს მხოლოდ სასარგებლო მწერებს, მავნებლის ბუნებრივ მტაცებელს/მტერს, ასევე სასარგებლო ბაქტერიებსა და სოკოებს, ანუ ცოცხალ ორგანიზმებს. მცენარის საკვებად კი მხოლოდ ორგანული წარმოშობის სასუქებს.
კომპანია ზრუნავს საუკეთესო ბიო პროდუქტის მიწოდებაზე, რადგან სჯერა რომ ის, რაც მომხმარებლის მაგიდაზე ხვდება, პირდაპირ აისახება მის ყოველდღიურობასა და ცხოვრების ხარისხზე“, - აღნიშნულია „ნოვაგის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.07.2025.23:00
კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.
„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.
მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.
„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან.
ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.