BIAFF 2025 - ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
13-17 დეკემბერს, ბათუმის კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ბიაფის კინოკვირეულს. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.
წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენები 15 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. კინოჩვენებებს კავეა გრანდ მოლი უმასპინძლებს.
მაყურებელს საშუალება ექნება რამდენიმე სექციაში ნახოს და შეაფასოს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის - კანი, ვენეცია, სანადენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და ა.შ. მონაწილე, წლის გამორჩეული ფილმები.
წელს, კინოფესტივალი წინა წლებისგან განსხვებული ფორმატით ჩატარდება - ჟიურის ნაცვლად, კინომოყვარულებს შეეძლებათ შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი.
საფესტივალო ფილმების ჩამონათვალს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
შეიძინეთ ბილეთები tkt.ge-ზე და მხარი დაუჭირეთ ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს, ისიამოვნეთ BIAFF 2025-ის ექსკლუზიური კინოკოლექციით.
სხვა სიახლეები
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე - თიბისის ახალი კამპანია
12.12.2025.14:00
თიბისიმ დაიწყო ახალი მასშტაბური კამპანია- „შეადარე, სცადე, დაიმტკიცე“, რომელიც მომხმარებლებს ახსენებს, რომ სესხის აღება ისეთივე დაკვირვებას მოითხოვს, როგორსაც ბაზარში სურსათის შერჩევა.
ჩვენი ყოველდღიური ტრადიციაა, ბაზარში პროდუქტი დაკვირვებით, ფასისა და ხარისხის შედარებით შევარჩიოთ. თუმცა სამწუხაროდ, როცა საქმე ფინანსურ ვალდებულებას ეხება, მომხმარებელთა უმეტესობა „პირველივე დახლთან“ ჩერდება და ავტომატურად თანხმდება იმ ბანკის პირობებს, სადაც ხელფასი ერიცხება. სინამდვილეში კი, სესხის არჩევა ზუსტად ისეთივე პრინციპით უნდა ხდებოდეს, როგორც პროდუქტის - დაკვირვებით, შედარებითა და საუკეთესო პირობის მოთხოვნით.
იმისთვის, რომ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ 5 მთავარ კრიტერიუმზე:
1. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: ეს არის სესხის რეალური თვითღირებულება, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ფარული ხარჯი, დაზღვევა თუ საკომისიო. გადაწყვეტილება სწორედ ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით უნდა მიიღოთ.
2. გაცემის საკომისიო: დააზუსტეთ, რა თანხა გეჭრებათ მომსახურებისთვის და რას იღებთ ხელზე რეალურად.
3. ყოველთვიური შენატანი: შეადარეთ სესხის გრაფიკები. მცირე სხვაობაც კი, გრძელვადიან პერიოდში, სოლიდურ დანაზოგს ნიშნავს.
4. ჯამურად გადასახდელი თანხა: დასვით მარტივი კითხვა — „სულ რამდენი მექნება შეტანილი ვადის ბოლოს?“ ეს საუკეთესო ინდიკატორია იმის, თუ რომელი შეთავაზებაა ყველაზე მომგებიანი.
5. წინმსწრებად დაფარვის საკომისიო: მნიშვნელოვანია იცოდეთ, დაგეკისრებათ თუ არა ჯარიმა სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში და როგორი იქნება მისი მოცულობა.
სწორ არჩევანს ხშირად ხელს უშლის გავრცელებული სტერეოტიპები, თუმცა რეალობა სხვაგვარია. თიბისის მიზანია, დაამსხვრიოს ეს მითები და მომხმარებელს რეალური სურათი დაანახოს:
ხელფასი: არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანკში გერიცხებათ ანაზღაურება ან პენსია. თქვენ გაქვთ სრული უფლება, მოითხოვოთ და მიიღოთ უკეთესი პირობა.
შემოსავლის წყარო: შემოსავალი მხოლოდ ხელფასი არ არის. აგრო-მეურნეობა, გზავნილები, ვაჭრობა თუ თვითდასაქმება - ბანკისთვის ეს რეალური შემოსავალია და სესხის აღება ჩვეულებრივადაა შესაძლებელი.
სხვადასხვა ბანკის პირობების შედარებით დაზოგილი თანხა თქვენს ბიუჯეტში რჩება და ოჯახის საჭიროებებს ხმარდება. ამიტომ, ნუ დასჯერდებით პირველივე შეთავაზებას - შეადარეთ, რომ დაგიმტკიცონ.