მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

Beyond Taste - Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში

news image

Lamborghini Tbilisi-ს სერვისცენტრის სივრცე 2 დღის განმავლობაში უნიკალურ გარემოდ გარდაიქმნა და პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდის ბიზნესპარტნიორებსა და მომხმარებლებს ექსკლუზიურ ვახშამზე უმასპინძლა, რათა მათ უნიკალური გასტრონომიული გამოცდილება მიეღოთ. Beyond Taste - ასე ჰქვია გამორჩეულ ღონისძიებას, რომელმაც იტალიური გასტრონომია და ავტომობილების სამყარო ერთ სივრცეში გააერთიანა და ამ გზით ავტომოყვარულებს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო მოუწყო.

თამარ ხოსროშვილი, Lamborghini Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ეს არის Fine Dining-ის სრულიად ახალი გამოცდილება, როდესაც ვახშამი არა არსებულ რესტორანში, არამედ პრემიუმ ბრენდის სერვისცენტრში იმართება; იქ, სადაც ყოველდღიურად მხოლოდ ავტომობილებია წარმოდგენილი. ჩვენი მიზანი იყო, პარტნიორებისა და მომხმარებლისთვის ახალი, უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გარემო შეგვეთავაზებინა და მათთვის ნათლად გვეჩვენებინა, რომ Lamborghini Tbilisi-ს სერვისცენტრი სრულად შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდი აერთიანებს, მათ შორის, ინოვაციას, ექსკლუზიურობასა და უნიკალურ გამოცდილებას“.

გამორჩეული იყო ღონისძიების კონცეფციაც - იტალიიდან ჩამოყვანილმა Michelin Star-ის მფლობელმა შეფმა ჯოვანი ტუჩიმ (Giovanni Tucci) სპეციალურად შექმნილი შვიდკერძიანი ექსკლუზიური მენიუ მოამზადა, რომელთა სერვირება პირდაპირ სტუმრების თვალწინ, მაგიდასთან დასრულდა. კერძებს თან ახლდა ქართული ღვინოები, რომლებიც, იტალიური კულინარიის შესაბამისად, სომელიეს მიერ სპეციალურად იყო შერჩეული. ღონისძიების ფარგლებში მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა ცნობილმა ქართველმა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ. ამასთანავე, საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოს ცოცხალი შესრულება.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო ახალი მოდელის - Lamborghini Temerario-ს წარდგენა, რომლის გაყიდვები საქართველოში უკვე დაიწყო. ეს არის სრულიად ახალი სუპერქარი, რომელიც აღჭურვილია მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით, მათ შორის, სრულიად ახალი V8 Bi-Turbo (Hot-V) ჰიბრიდული ძრავით, რომლის მოცულობა 4.0 ლიტრია და 920 ცხენის ძალას ავითარებს. ეს ტექნიკური პოტენციალი უზრუნველყოფს შთამბეჭდავ შესაძლებლობებს - 0-100 კმ/სთ აჩქარება მხოლოდ 2.7 წამშია შესაძლებელი, მაქსიმალური სიჩქარე კი 343 კმ/სთ-ია. ტექნიკურ სრულყოფილებას ავსებს Lamborghini-ის ავთენტიკური დიზაინი: მკვეთრი, აეროდინამიკური ხაზები, ექვსკუთხა განათების ხელწერა და დაბალი, ფართო სილუეტი, რომელიც ვიზუალურადაც უსვამს ხაზს ავტომობილის სპორტულობას.

Lamborghini Tbilisi-ს სერვისცენტრში ორი დღის განმავლობაში ექსკლუზიურ ვახშამზე, ჯამში, 60 სტუმარს უმასპინძლეს. ღონისძიების მიზანი იყო ბრენდის სერვისცენტრისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, როგორც მრავალფუნქციური, კონცეპტუალური სივრცისთვის, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში უნიკალურ გარემოდ გარდაიქმნას. კომპანია გეგმავს, რომ მსგავსი ღონისძიებები სერიული სახის იყოს, რათა იტალიური სუპერქარების ბრენდმა საქართველოში მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ექსკლუზიური გამოცდილება შესთავაზოს.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Lamborghini Tbilisiისტორიული ბრენდის Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ბრენდის შოურუმი თბილისში 2025 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. Lamborghini სიძლიერის, ინოვაციისა და იდეალიზმის სიმბოლოა, რომელიც ხაზს უსვამს მის უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოხატულია დახვეწილი დიზაინით. Lamborghini Tbilisi-ს შოურუმი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ ავტომობილის მრავალფეროვან კონფიგურაციებს და გაიზიარონ სპეციალურად მათთვის შექმნილი უნიკალური გამოცდილებები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი

11.03.2026.18:26

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.

მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.

ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.

„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.

თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.

ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა