მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7029.9
0.0019
flag
AZN 1.617
-0.0003
flag
CNY 37.724
0.0123
flag
EUR 3.1354
-0.026
flag
GBP 3.6589
-0.0181
flag
KZT 52.99
-0.0003
flag
TRY 0.0718
-0.0001
flag
USD 2.7496
-0.0004

ბენზინ რეგულარზე მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ფასთა შორის სხვაობა 24-44 თეთრს შეადგენს - GCCA

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ  ბენზინსა და დიზელზე, იანვარში - ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ- მარტის თვეში - ფასების კლება.

„იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ, კომპანიების დონეზე, საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული / შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში - 3-10 თეთრით გაიზარდა.

იანვრის თვეში, თვითღირებულების ზრდის ფაქტორი, ყველა კომპანიის შემთხვევაში, რელევანტური არ არის. შესაბამისად, ფასის ზრდა ყველა კომპანიის მიერ, მეტწილად, განპირობებული იყო ფასების პარალელიზმით, რაც განსახილველ ბაზარს ისტორიულად ახასიათებს.

ფასის შემცირება თებერვალ-მარტის თვეში განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით. ამ მიმართულებითაც არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კომპანიების კონკრეტული მარკის საწვავზე თვითღირებულება არ შემცირებულა, თუმცა ყველა კომპანიის მიერ ფასი შემცირდა, პრაქტიკულად, ერთ პერიოდში. კერძოდ, 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდში ბენზინზე ფასი მსხვილი კომპანიების სეგენტში 7-10 თეთრით, დიზელზე 8-10 თეთრით, მცირე კომპანიების სეგმენტში ბენზინზე 15-20 თეთრით, დიზელზე 30-40 თეთრით არის შემცირებული“, - განმარტავენ GCCA-ში.

მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ფასთა შორის სხვაობა შეადგენს - ბენზინ რეგულარზე 24-44 თეთრს, ბენზინ პრემიუმზე 19-33 თეთრს, დიზელზე კი 29-46 თეთრს.

„ნედლი ნავთობის ფასი, 2025 წლის აპრილის თვეში, დამატებით 8-10%-ით შემცირდა და შემცირების ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის / პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში (მაისში) უნდა შემცირდეს.

2024 წელს, ქვეყანაში 1 668 280 000 ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა 47 კომპანიის მიერ. 3 მსხვილი იმპორტიორის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე 44%-ის, 5 მსხვილი იმპორტიორის წილი კი 62%-ის ფარგლებშია. ბაზრის იმპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია. ამავე პერიოდში, საცალო ბაზარზე 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. 5 მსხვილი კომპანიის წილი შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე 66-67%-ის ფარგლებშია, ხოლო მცირე ქსელების სეგმენტის ჯამური წილი 33-34% შეადგენს“, - აღნიშნულია GCCA-ს კვლევაში.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აპრილი თიბისის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებებით სრულდება

24.04.2025

ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებისთვის აპრილი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და გრძელვადიანი შეთავაზებებით სრულდება.  

25 აპრილიდან თიბისის მომხმარებლები სხვადასხვა კატეგორიის ყველაზე მოთხოვნად სავაჭრო ობიექტებში არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით, გამორჩეული შეთავაზებებით ისარგებლებენ: 

25-27 აპრილი - დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 15%, მაქსიმუმ 500 ლარი, გალერია თბილისში მდებარე, iSpace-ის ფილიალში;

25-27 აპრილი - დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 200 ლარი, Redberry-ის ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში;

მხოლოდ 28 აპრილს - მინიმუმ 50 ლარის შენაძენზე, დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 30 ლარი, ავერსის ფიზიკურ და ონლაინ აფთიაქებში;

29-30 აპრილი - დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 150 ლარი, Veli.store-ზე. 

ამასთან, ისარგებლეთ მიმდინარე, გრძელვადიანი შეთავაზებებით: 

თიბისისა და მაგთის შეთავაზების ფარგლებში, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით აპლიკაციაში MyMagti,  პაკეტების  “ყველაფერი ულიმიტო” შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 15 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ. 

28 აპრილიდან - 24 მაისამდე ონლაინ პლატფორმებზე:  myhome.ge, mymarket.ge, myauto.ge, myparts.ge განცხადების განთავსების ფასიანი სერვისების შეძენისას, გადახდილი თანხის 100%-ს, მაქსიმუმ 10 ლარს დაიბრუნებთ.

28 აპრილიდან - 28 მაისამდე, ყოველ კვირა დღეს, “ქონექთის” ბენზინგასამართ სადგურებზე შესაძლებლობა გექნებათ გადახდილი თანხის 10%, ჯამში მაქსიმუმ 50 ლარი დაიბრუნოთ. 

შეთავაზებების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

ახალი თიბისი ბარათი სრულიად უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ, როგორც ფიზიკურად, თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ისე მობაილბანკიდან.

აიღეთ, ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლეთ გამორჩეული უპირატესობებით.  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა