მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

Bentley Exhibitions - თემო რეხვიაშვილის ფერწერა

news image

პროექტი Bentley Exhibitions თანამედროვე ქართველი არტისტის თედო რეხვიაშვილის პერსონალური  გამოფენით გრძელდება. ეს უკვე მეორე გამოფენაა, რომელსაც აღმაშენებლის #129-ში მდებარე Bentley Centre Tbilisi-ს  შოურუმი პროექტის ფარგლებში მასპინძლობს. თედო რეხვიაშვილის ფერწერა, ისევე, როგორც  Bentley Exhibitions-ისთვის შერჩეული თითოეული არტისტის შემოქმედება, ბრენდის მიზნებსა და ფილოსოფიას ეხმიანება

თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში დაგეგმილი მისი პერსონალური გამოფენის კონცეფცია მოგონებებს ეფუძნება. მხატვარი წარმოადგენს 21 ფერწერულ ნამუშევარს, რომელთა საერთო მახასიათებელი ბავშვობის მოგონებები და ასოციაციებია. მხატვარი ამბობს, რომ ნამუშევრების სერია ასახავს პეიზაჟებს, რომლებიც აბსტრაქტული გააზრებით არის შესრულებული და მეხსიერებით აღიდგინა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, მისივე შეფასებით, ბავშვობასთან, მოგონებებთან მიბრუნებაა.

თედო რეხვიაშვილი, მხატვარი: „სერია, რომელიც გამოფენის ფარგლებში წარვადგინე, ასახავს სამცხე-ჯავახეთის ბუნებას და აცოცხლებს მოგონებებს, რომლებიც ამ კუთხესთან მაკავშირებს. თითოეულ ჩვენგანს აქვს მოგონებები, რომლებიც კონკრეტულ ადგილებთან, ბავშვობასთან ასოცირდება. ამდენად, ეს ნახატები მნახველს სთავაზობს მოგზაურობას წარსულის რეფლექსიებში, მოგონებებში. ამ სერიაზე მუშაობა ჩემთვის ბავშვობასთან მიბრუნება იყო. ეს არ არის ადგილზე დახატული პეიზაჟები, ისინი მეხსიერებითაა აღდგენილი - ნაწილი ზედმიწევნით ზუსტად, ნაწილი ფანტაზიით შევსებული. თუმცა ფერთა გამით, განწყობით, ვფიქრობ, შეიძლება იცნო, რომ ეს სამცხე-ჯავახეთია. ნამუშევრები აბსტრაქტულია, გარკვეული გეომეტრიული შეგრძნებებია მათში გატარებული. ეს ერთგვარად ეპასუხება ავტომობილების გეომეტრიულობასა და ტექნიკურ ხასიათს. ამაში იკვეთება ნახატების სერიისა დაბენტლისასოციაციური თანხვედრა“.

ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-სთვის მხოლოდ კულტურული ინიციატივა არ არისეს არის სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ბრენდს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ღრმად გაიცნოს თავისი მომხმარებლები და მათთან ერთგვარი ემოციური კავშირი დაამყაროს მაღალი მატერიების გაზიარების გზით.

Bentley Exhibitions-ის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებას და საზოგადოებას შესთავაზოს ინტელექტუალური, ესთეტიკური და შთამაგონებელი გამოცდილება, რომელიც ბრენდის ფასეულობებთან თანხვედრაშია.

სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი:  „Bentley Exhibitions-ის ფარგლებში ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის მთელი წლის განმავლობაში დაეთმობა ქართველი ახალგაზრდა არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.

პროექტის ეგიდით ამჟამად  უკვე მეორე გამოფენას ვმასპინძლობთ, რომელიც ახალგაზრდა არტისტის თედო რეხვიაშვილის ფერწერულ ნამუშევრებს ეთმობა. ჩვენ კარგად ვიცნობთ ჩვენს მომხმარებლებს, ვიცით, რომ მათ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ ხელოვნების, თანამედროვე არტისტების მიმართ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მათთვის ძალიან სასიამოვნო შეთავაზებაც გვაქვს. Bentley-ს მომხმარებლებისთვის გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილ თედოს ნამუშევრებზე ექსკლუზიური ფასი გავრცელდება“.

თედო რეხვიაშვილის გამოფენა 23 მაისს გაიხსნება და სტუმრებს ყოველდღე 10:00-იდან 18:00 საათამდე უმასპინძლებს. მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გაცნობის საშუალება დამთვალიერებელს 23 ივლისის ჩათვლით ექნება. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება. 2025 წლის ბოლოს, პროექტის შეჯამების სახით, აუქციონი მოეწყობა, სადაც Bentley-ს შოურუმში წლის განმავლობაში გამოფენილი ნამუშევრები გაიყიდება. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორია Bang & Olufsen; Cityzen.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში  შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საძოვრების იჯარით გაცემის მე-14 ეტაპის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

22.05.2025.17:07

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21 მაისიდან ხელმისაწვდომია 8611.56 ჰექტარი საძოვრის იჯარით აღება. განცხადებების მიღება 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოქვეყნებულია 138 ერთეული (8611.56 ჰა) იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები: სამცხე-ჯავახეთის - 18 (1,478.93 ჰა), კახეთის - 48 (3,930.22 ჰა), ქვემო ქართლის - 28 (2,069.48 ჰა), შიდა ქართლის - 13 (379.02 ჰა), მცხეთა-მთიანეთის - 6 (97.03 ჰა), იმერეთის - 18 (622.67 ჰა), სამეგრელო-ზემო სვანეთის - 5 (25.21 ჰა), რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის - 2 (9.01 ჰა).

სახელმწიფო პროგრამის ცამეტი ეტაპის ფარგლებში, სულ გამოქვეყნდა 527 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები, საერთო ფართობით 50, 375.49 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 222 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 20, 760.85 ჰა. 55 მიწის ნაკვეთი (7,370.70 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 167 ერთეული (13, 390.15 ჰა) - პირდაპირი გადაცემის გზით.

მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge;  www.mepa.gov.ge).

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას. 

მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა