მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7109.6
0.015
flag
AZN 1.5762
-0.0005
flag
CNY 38.812
0.0007
flag
EUR 3.1802
0.002
flag
GBP 3.6578
0.007
flag
KZT 54.49
0.0039
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6799
-0.0008

„ბენეფიტსის“ 42%-იანი ზრდა და 2026 წლის გეგმები

news image

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ 2026 წლის სტრატეგიული პრიორიტეტები მოიცავს დისტანციური მომსახურებების არხების განვითარებას და სადაზღვევო პროდუქტების დივერსიფიკაციას. პრემიუმ მომსახურების სივრცის გახსნა და ახალი სადაზღვევო პროდუქტების დანერგვა წარმოადგენს კომპანიის განვითარების ძირითად მიმართულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, მათთვის თანამედროვე გადაწყვეტილებების შეთავაზებას და მომსახურების მიღების პროცესის გამარტივებას.

უფრო დეტალურად, როგორი იყო „ბენეფიტსისთვის“ 2025 წელი და რა გეგმები აქვს მიმდინარე წლისთვის - ამ საკითხებზე სასაუბროდ Business Insider Georgia სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ კომერციულ და ბიზნეს განვითარების დირექტორს, ანა შავგულიძეს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთბენეფიტსის“ 2025 წლის საქმიანობას? რა იყო წლის მთავარი მიღწევა?

- 2025 წელი „ბენეფიტსისთვის“ სტაბილური და დინამიკური ზრდის პერიოდი იყო. წლის განმავლობაში მოზიდული პრემიის მოცულობამ 82 239 908.06 ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 42.23%-იანი ზრდის მაჩვენებელია; მათ შორის, სამედიცინო კუთხით ფიქსირდება 33.22%-იანი ზრდა, ხოლო არასამედიცინო მიმართულებით - 55.85%. წლის განმავლობაში კომპანია, მოზიდული პრემიის მოცულობით, ტოპ ხუთ სადაზღვევო კომპანიას შორის იმყოფებოდა სამედიცინო (ჯანმრთელობის) და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის კატეგორიებში.

დღეს „ბენეფიტსი“ ემსახურება 75 000-ზე მეტ დაზღვეულს და თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით ყველა წამყვან პროვაიდერ კლინიკასთან. დაზღვევის 95%-იანი განახლების მაჩვენებელი მკაფიოდ ასახავს მომხმარებელთა მაღალ ნდობასა და კმაყოფილებას ჩვენი პროდუქტების მიმართ.

2025 წლის მთავარი მიღწევა მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება იყო. გამარტივებული პროდუქტების, სტრატეგიული პროექტებისა და პრემიუმ მიმართულებების დანერგვამ „ბენეფიტსს“ საშუალება მისცა, ბაზარზე ხარისხსა და სერვისზე ორიენტირებული ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაემყარებინა.

- დაზღვევის რომელი მიმართულებები იყო ყველაზე სწრაფად მზარდი?

- „ბენეფიტსისთვის“ 2025 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი არასამედიცინო მიმართულება იყო, სადაც როგორც უკვე აღვნიშნე ფიქსირდება 55.85%-იანი ზრდა. მათ შორის საგრძნობლად გაიზარდა ავტოდაზღვევაზე მოთხოვნა, რაც მომხმარებელთა ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ზრდას უკავშირდება. ასევე, საჰაერო და მცურავი სატრანსპორტო საშუალებების, სარემონტო-სამშენებლო რისკებისა და ჰესების დაზღვევის კუთხითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებლის ინტერესი.

სტაბილური 33.22%-იანი ზრდის ტენდენცია შეინიშნება ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხითაც, სადაც  გამორჩეული წილი აქვს კორპორატიულ დაზღვევას. აღნიშნული ტენდენცია ნათლად ასახავს იმ ფაქტს, რომ თანამედროვე ბიზნესგარემოში კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ თანამშრომელთა კეთილდღეობას და უპირატესობას ანიჭებენ ხარისხიან, მომხმარებელზე ორიენტირებულ სადაზღვევო პროდუქტებს.

- რა არისბენეფიტსისმთავარი კონკურენტული უპირატესობა?

- „ბენეფიტსის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისია. პირადი მენეჯერის მომსახურება, სწრაფი უკუკავშირი და დაზღვევის პროცესის სრულ ციკლზე მხარდაჭერა მომხმარებლებში რეალურ სიმშვიდესა და ნდობას განაპირობებს.

„ბენეფიტსის“ კონკურენტულ უპირატესობას კიდევ უფრო აძლიერებს საერთაშორისო დაზღვევის მიმართულებით დანერგილი მიდგომა. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ჯანმრთელობის დაზღვევას მსოფლიო მასშტაბით, ფაქტობრივი სამედიცინო ხარჯების სრული ანაზღაურებით. აღნიშნული სერვისის ეფექტიანობა დასტურდება მომხმარებელთა კმაყოფილების 93%-იანი მაჩვენებლით, რაც კომპანიის მაღალი სტანდარტების მკაფიო ინდიკატორია.

- რა პრიორიტეტები აქვსბენეფიტსს“ 2026 წლისთვის?

- 2026 წელს კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას — დისტანციური მომსახურების არხების განვითარებას, სერვისების გაფართოებასა და სადაზღვევო პროდუქტების დივერსიფიკაციას, რათა მომსახურება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდეს.

ამასთან ერთად, წლის პირველ კვარტალში გაიხსნება ახალი პრემიუმ მომსახურების სივრცე, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში მიიღონ სწრაფი, ეფექტური და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.

„ბენეფიტსის“ 2026 წლის მთავარი მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს კიდევ უფრო მრავალფეროვანი, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სადაზღვევო გადაწყვეტილებები, რაც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი სტანდარტის შექმნას ბაზარზე.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა შედეგებით დაბრუნდა Spielwarenmesse 2026 - დან “მინი კუბი“

16.02.2026.18:00

გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში, სათამაშოების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა Spielwarenmesse 2026 გაიმართა. წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობა 10-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო, მათ შორის იყო „მინი კუბიც“. გამოფენის შედეგებთან და დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ირაკლი ლომიძეს ესაუბრა.

„მინიკუბისთვის“ გამოფენა კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა საერთაშორისო აუდიტორიისთვის საკუთარი კონცეფციის გასაცნობად. ვიზიტორების მხრიდან აღინიშნა ინტერესი ქართული წარმოების მიმართ, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განეხილა.

გამოფენის ფარგლებში შედგა საინტერესო კომუნიკაცია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Hasbro, Mattel და Funko. „მინი კუბი“ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რათა სამომავლოდ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ხარისხიანი, ლიმიტირებული და ბრენდირებული სათამაშო შესთავაზოს.

„მინიკუბი“, რომელიც ბავშვებისთვის „სიხარულის ყუთის“ შექმნას ემსახურება, გამოფენიდან მიღებულ გამოცდილებასა და კონტაქტებს განვითარებისთვის გამოიყენებს. კომპანიის გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ღირებული და საინტერესო გასართობი შექმნას.

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელებული ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდისთვის, რათა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გააგრძელოს განვითარება “, - აცხადებს ირაკლი ლომიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა