მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

ბელარუსის ახალმა ელჩმა საქართველოში, ნიკოლაი როგაშუკმა, ბათუმში ვიზიტის დროს „ბელარუსულ-ქართული სავაჭრო სახლთან" ხელი მოაწერა მემორანდუმს, ბელარუსული პროდუქციის ექსპორტის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით

news image

ბელარუსის ახალმა ელჩმა საქართველოში, ნიკოლაი როგაშუკმა, ბათუმში ვიზიტის დროს „ბელარუსულ-ქართული სავაჭრო სახლთან" ხელი მოაწერა მემორანდუმს, ბელარუსული პროდუქციის ექსპორტის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

დოკუმენტი ითვალისწინებს ბათუმში ლოგისტიკური და სადემონსტრაციო ჰაბის შექმნას ბელარუსული სამშენებლო მასალებისა და სხვა ბელარუსული პროდუქციისთვის, მარკეტინგული კვლევების ჩატარებას და სარეკლამო კამპანიების დაწყებას, რაც მიზანმიმართული იქნება ბელარუსული პროდუქციის პოზიციების გაძლიერებისკენ ქართულ ბაზარზე. ჰაბის ამოქმედება დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. 

მხარეები შეთანხმდნენ პროდუქციის პოპულარიზაციის სტრატეგიულ მიდგომაზე - სამშენებლო მასალებიდან დაწყებული, მსუბუქი მრეწველობის საქონლით დამთავრებული. სავაჭრო სახლი წარმოადგენს ბელარუსი მწარმოებლების ინტერესებს რეგიონში და ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესებთან კონტრაქტების გაფორმებას.

„წარმოებულია ბელარუსში" — ეს არის ხარისხის ნიშანი ჩვენი ქართული ბაზრისთვის, — ამბობს სავაჭრო სახლის აღმასრულებელი დირექტორი ვერონიკა ჩიჩკო. — ბაზარზე ხშირად გვაკლია მაღალი ხარისხის პროდუქცია ბაზრისთვის მისაღებ ფასად. ხოლო ბელარუსის ძლიერი საწარმოო ბაზას შეუძლია დაეხმაროს ამ დეფიციტის აღმოფხვრაში. დღესდღეობით, საქართველოს ბაზარზე უკვე ბევრი ბელორუსი მწარმოებელია წარმოდგენილი და მათი პროდუქცია პოპულარობით სარგებლობს. თუმცა იმ პროდუქციის სია, რაც ბელარუსს შეუძლია ქართულ ბაზარს შესთავაზოს, ბევრად უფრო ფართოა. ჩვენი ამოცანაა, დავაკმაყოფილოთ ქართული ბაზრის მოთხოვნა ამ პროდუქციაზე.

ბათუმში ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის ელჩმა ნიკოლაი როგაშუკმა შეხვედრები გამართა ქართველ მეწარმეებთან, მოინახულა ბელარუსული საკვები პროდუქტების მაღაზიები, ასევე სამშენებლო ჰოლდინგ European Village-ის ობიექტები, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ბელარუსი სპეციალისტი მუშაობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ბიზნეს ასისტენტი”, ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს - ვახტანგ ჟვანია

21.07.2025.19:00

 „ბიზნეს ასისტენტი” - ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ირკვევა, ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში და ასევე სერვისის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა. 


„თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიზნესისთვის იუსტიციის სახლთან ურთიერთობა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე მგონი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საჯარო სერვისებთან ერთად ბიზნეს სერვისებსაც ვყიდით. ეს იქნება დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს. აქედან გამომდინარე, ის პაკეტები, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს ბიზნესს მორგებულია მათ ინტერესებზე. შეიძლება ბიზნესმა ისარგებლოს 3 თვიანი პაკეტით. 3 თვიანი, 6 თვიანი, 1 წლიანი, ასევე შესაძლებელია რაღაც სერვისების დამატება ან ამოკლება, ანუ ბიზნესს შეუძლია თავიდან ბოლომდე გადახედოს თავის საჭიროებებს, თავის ინტერესებს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.


„ბიზნეს ასისტენტი“, ეს არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.

პროექტი უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა