Bekauri Family Vineyards 2026 წელს ცქრიალა ღვინის წარმოებას გეგმავს
Bekauri Family Vineyards ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ბექაური Business Insider Georgia - სთან 2025 წელს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„2025 წელი კარგი წელი იყო. პირველად გავაგზავნეთ ღვინო ევროპაში — ავსტრიასა და პოლონეთში. დავამატეთ რამდენიმე ახალი ბაზარი და მომავალ წელს იმედი გვაქვს, ექსპორტს კიდევ უფრო გავაფართოვებთ.
გაყიდვები ნელ-ნელა იზრდება. მოგეხსენებათ, წელს დავიწყეთ საქმიანობა საქართველოში. ადრე არავინ იცოდა ჩვენს მარანზე და ღვინოზე. აქტიურად ვატარებთ დეგუსტაციებს, რის შედეგად ცნობადობა და გაყიდვები მატულობს. ვგეგმავთ მარკეტინგულ ივენთებს და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენი ღვინოები წარმოდგენილია მაღაზიებში, რესტორნებშიც ნელ-ნელა ვამატებთ პროდუქციას.
2026 წლის მთავარი გეგმა ცნობადობის გაზრდა და მარკეტინგული აქტივობების გააქტიურებაა. ასორტიმენტის ნაწილში ვგეგმავთ შამპანიურის და ჭაჭის დამატებას, რაც მომავალ წელს ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის “, - აცხადებს ანზორ ბექაური.
ცნობისთვის, საწარმო ახმეტაში, ზემო ხოდაშენში მდებარეობს. ბექაურის საოჯახო ვენახში მეღვინეობა იწყება მზიან ვენახებში ხელით დაკრეფილი ყურძნით. ფერმენტირება ხდება უძველეს ქვევრებში ან თანამედროვე უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში, დაძველება კი მუხის ევროპულ კასრებში. კომპანია ამჟამად, 30-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს.
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.