მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0043
flag
AZN 1.5862
0.0001
flag
CNY 38.659
-0.0012
flag
EUR 3.1467
-0.0036
flag
GBP 3.6335
0.0029
flag
KZT 52.9
0.0004
flag
TRY 0.0625
0
flag
USD 2.6969
0.0002

ბაზრის წილის ზრდა, ოპერაციული გაძლიერება და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია - რა გეგმები აქვს ONEX.GE-ს  2026 წლისთვის 

news image

ONEX.GE-ისთვის 2025 წელი ზრდის, ოპერაციული გაძლიერებისა და მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრი მატების პერიოდი აღმოჩნდა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ადამია Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში ლოგისტიკური პროცესების განვითარებაზე, სერვისცენტრების გაფართოებაზე, მომხმარებელთა ქცევის ცვლილებებსა და იმ სტრატეგიულ პრიორიტეტებზე საუბრობს, რომლებიც ONEX.GE-ს 2026 წელს კიდევ უფრო მასშტაბური და ტექნოლოგიურად გამართული განვითარებისკენ წაიყვანს.

– როგორ შეაფასებდით ONEX.GE–ში მიმდინარე ოპერაციულ პროცესებსა და კომპანიის საერთო შედეგებს 2025 წელს, რა ძირითადი ცვლილებები და გაუმჯობესებები განხორციელდა კლიენტების მომსახურების ხარისხის გასაზრდელად, ასევე რა ახალი სერვისები დაინერგა მიმდინარე წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას ამ მიმართულებით 2026 წლისთვის?

– კომპანია ONEX-ში მიმდინარე ოპერაციული პროცესები შეიძლება შეფასდეს როგორც სტაბილურად განვითარებადი, მოქნილი და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული სისტემა, რომელიც მუდმივად უმჯობესდება როგორც ტექნოლოგიური, ისე ადამიანური რესურსების მიმართულებით. კომპანია აქტიურად პასუხობს მომხმარებლების მზარდ საჭიროებებს და ცდილობს, თითოეულ ეტაპზე გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი, სისწრაფე და ხელმისაწვდომობა.

2025 წელი ONEX-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პროგრესული იყო. წლიდან წლამდე მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა ნათლად აჩვენებს, რომ ონლაინ შოპინგი საქართველოში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და მომხმარებლები აქტიურად ირჩევენ საერთაშორისო და ადგილობრივ ონლაინ პლატფორმებს. ამ ტენდენციის ფონზე ONEX მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას გადაზიდვისა და ამანათების მომსახურების სფეროში, რაც კომპანიის მიმართ ნდობის მაღალი დონით არის განპირობებული.

მომხმარებლების სტატისტიკის ზრდამ ბუნებრივად გამოიწვია ოპერაციული დატვირთვის მატება, რის საპასუხოდაც კომპანიამ დროულად მიიღო მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები. მოთხოვნის ზრდის პარალელურად აქტიურად იზრდება მიწოდების შესაძლებლობები. დავამატეთ კურიერები, რომლებიც თბილისის მასშტაბით უფასოდ არიგებენ ამანათებს. გავაფართოვეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი, რაც უზრუნველყოფს მომსახურების უწყვეტობას და ხარისხის შენარჩუნებას გაზრდილი მოცულობის პირობებშიც კი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი სერვისცენტრების გახსნა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას და ამცირებს მომხმარებლებისთვის დროისა და რესურსების დანახარჯს. სერვისცენტრების რაოდენობის ზრდა საშუალებას აძლევს კომპანიას, უფრო ეფექტურად გადაანაწილოს ნაკადები და შეამციროს ლოდინის დრო როგორც ამანათების მიღების, ისე კონსულტაციის პროცესში.

გარდა ამისა, გაუმჯობესდა შიდა ლოგისტიკური პროცესები, დაიხვეწა ტრეკინგის სისტემები; მომხმარებლებს მიეწოდებათ უფრო ზუსტი და გამჭვირვალე ინფორმაცია ამანათის სტატუსის შესახებ, რაც ზრდის მათ კმაყოფილებასა და ერთგულებას კომპანიის მიმართ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ONEX მუდმივად მუშაობს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. პროცესები ხდება უფრო მარტივი, ინტუიციური და ციფრულად ხელმისაწვდომი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ონლაინ შოპინგის კულტურა ყოველდღიურად ვითარდება და მომხმარებლები ელიან სწრაფ, მარტივ და საიმედო სერვისს.

საერთო ჯამში, 2025 წელი კომპანიისთვის შეიძლება შეფასდეს როგორც ზრდის, გაფართოების და ოპერაციული გაძლიერების წელი. კომპანიამ წარმატებით აუღო ალღო ბაზრის დინამიკას, ეფექტურად უპასუხა გაზრდილ მოთხოვნას და შექმნა მყარი საფუძველი კიდევ უფრო მასშტაბური განვითარებისთვის მომავალ წლებში. პოზიტიური დინამიკა, მომხმარებელთა ზრდა და მუდმივი ინვესტიცია პროცესების გაუმჯობესებაში ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ONEX სწორ სტრატეგიულ გზაზე დგას და მზად არის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დასანერგად.

 
– როგორია შეკვეთების მოცულობის დინამიკა და მომხმარებელთა ქცევის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში?

– ონლაინ შოპინგი უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ყოველდღიური ჩვევის ნაწილი და მომხმარებლების აქტივობა წლიდან წლამდე უფრო ინტენსიური და პროგნოზირებადი ხდება.

ტრადიციულად, „შავი პარასკევის“ პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ეტაპია. ამ დროს ონლაინ შოპინგით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობა ხშირად ორმაგდება, ხოლო რიგ შემთხვევებში - სამმაგდება. მომხმარებლები აქტიურად ეძებენ ფასდაკლებებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და აქციებს, რაც პირდაპირ აისახება შეკვეთების მოცულობის მკვეთრ ზრდაზე. ამ პერიოდში იზრდება როგორც ერთჯერადი შეკვეთების რაოდენობა, ისე ერთ მომხმარებელზე გაკეთებული შეკვეთების სიხშირე.

ნოემბერი მთლიანობაში გამოირჩევა განსაკუთრებული დატვირთვით და შეიძლება ჩაითვალოს წლის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ თვედ. „შავი პარასკევის“ შემდეგ შეკვეთების ნაკადი არ იკლებს - პირიქით, ის ბუნებრივად გადადის საახალწლო სამზადისში. მომხმარებლები წინასწარ იწყებენ საახალწლო საჩუქრების შერჩევასა და გამოწერას, რათა თავიდან აიცილონ მიწოდების დაგვიანება და უზრუნველყონ სასურველი პროდუქციის დროულად მიღება.

თუ ადრე ონლაინ და ფიზიკური შოპინგი 50/80-ზე იყო, დღეს ეს მაჩვენებელი გათანაბრდა და ხშირ შემთხვევაში ონლაინ შოპინგი რაოდენობრივად აღემატება კიდეც. ადამიანებს აღარ სურთ საცობში დგომა და მაღაზიებში დაუსრულებელ რიგებში ჩადგომა, ამიტომ მათთვის ონლაინ შეძენა ბევრად კომფორტული და ხშირ შემთხვევაში უფრო ბიუჯეტურიც გახდა. იზრდება განმეორებითი მომხმარებლების რაოდენობაც, რაც მიუთითებს მომსახურების მიმართ ნდობისა და კმაყოფილების მაღალ დონეზე. ამასთან ერთად, მატულობს ერთ მომხმარებელზე შეკვეთების საშუალო რაოდენობა, რაც ონლაინ შოპინგის კულტურის გაძლიერებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

საბოლოოდ, შეკვეთების მოცულობის მზარდი დინამიკა და მომხმარებელთა აქტიურობა ნათლად ასახავს ბაზრის საერთო ტენდენციას - ონლაინ შოპინგი ხდება უფრო მასშტაბური, გეგმაზომიერი და მოთხოვნადი.

 – რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტები და სტრატეგიული მიზნები 2026 წლისთვის?

– 2026 წლისთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტები და სტრატეგიული მიზნები მკაფიოდ არის ორიენტირებული მდგრად ზრდაზე, მომხმარებლის გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე და ოპერაციული ეფექტიანობის მაქსიმალურ გაძლიერებაზე. ბოლო წლებში ჩამოყალიბებული დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მზარდ მოთხოვნასთან ადაპტირება, არამედ მისი წინასწარ პროგნოზირება და ბაზარზე ახალი სტანდარტების დაწესება.

ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი 2026 წელს იქნება ოპერაციული პროცესების მასშტაბირება. შეკვეთების მოცულობის ზრდასთან ერთად აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის კიდევ უფრო გამტკიცება - ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია, საწყობების გამტარუნარიანობის ზრდა და მიწოდების ვადების შემცირება. ჩვენი მიზანია, ამანათის მიღების პროცესი მომხმარებლისთვის იყოს მაქსიმალურად სწრაფი, მარტივი და პროგნოზირებადი.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა სერვისცენტრების ქსელის გაფართოება. 2026 წელს ვგეგმავთ როგორც ახალი ლოკაციების დამატებას, ისე უკვე არსებული ცენტრების გაძლიერებას, რათა მომსახურება ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარება. გუნდის ზრდასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თანამშრომლების გადამზადებას, შიდა პროცესების სტანდარტიზაციას და მომსახურების ხარისხის ერთიან დონეზე შენარჩუნებას.

2026 წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ციფრულ განვითარებასა და ტექნოლოგიურ გაუმჯობესებებზე. ვგეგმავთ ციფრული პლატფორმების დახვეწას, ტრეკინგის სისტემების გაუმჯობესებას და ავტომატიზაციის გაზრდას, რაც ერთდროულად შეამცირებს ოპერაციულ ხარჯებს და გაზრდის პროცესების სისწრაფესა და გამჭვირვალობას მომხმარებლისთვის.

ჩვენი სტრატეგიული მიზნების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მომხმარებლის ნდობისა და ლოიალობის გაძლიერება. ONEX.GE-ის მიზანია აღიქმებოდეს არა მხოლოდ გადამზიდ კომპანიად, არამედ საიმედო პარტნიორად ონლაინ შოპინგის მთელ პროცესში.

– რა რისკებსა და გამოწვევებს ელოდებით 2026 წელს ლოგისტიკის ინდუსტრიაში და რა იქნება ONEX.GE-ის მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით?

– 2026 წელს ლოგისტიკის ინდუსტრია რამდენიმე მნიშვნელოვან რისკსა და გამოწვევას უპირისპირდება, რაც დაკავშირებულია როგორც გლობალურ ტენდენციებთან, ისე ადგილობრივი ბაზრის დინამიკასთან. მზარდი ონლაინ შოპინგი, მომხმარებელთა მოლოდინების ზრდა და ოპერაციული ხარჯების მატება კომპანიებისგან მოითხოვს კიდევ უფრო მოქნილ და ტექნოლოგიურად გამართულ გადაწყვეტილებებს.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება მოთხოვნის არათანაბარი და პიკური ზრდა. სეზონური დატვირთვები, როგორიცაა შავი პარასკევი და საახალწლო პერიოდი, კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ამ პერიოდისთვის კომპანია წინასწარ ემზადება, ახდენს რესურსების მობილიზებას და პროცესების გაძლიერებას, რათა მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.

მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს გლობალური ლოგისტიკური გარემოს არასტაბილურობა - ტრანსპორტირების ვადების ცვლილება, საერთაშორისო გადაზიდვებზე დამოკიდებულება და გარე ფაქტორები. ამ მიმართულებით ONEX.GE მუშაობს პარტნიორული ქსელის გაძლიერებაზე, ალტერნატიული მარშრუტების განვითარებასა და პროცესების დივერსიფიკაციაზე.

კონკურენტული უპირატესობა კი ეფუძნება გამოცდილების, მასშტაბისა და მოქნილობის კომბინაციას. ძლიერი სერვისცენტრების ქსელი, პროფესიონალი გუნდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ქმნის იმ განსხვავებას, რომელიც ONEX.GE-ს ბაზარზე გამორჩეულ პოზიციას ანიჭებს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დეველოპერულ სექტორში დინამიკა კიდევ უფრო დადებითი იქნება - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე

14.01.2026.11:00

დეველოპერულ სექტორში დინამიკა კიდევ უფრო დადებითი იქნება - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბაზარზე ფასების ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი.

„დეველოპმენტის ბაზარზე ხშირად გვესმის საუბარი იმის შესახებ, რომ გაყიდვები დავარდა, ბაზარი გაფუჭდა, ფასები მცირდება და ა.შ. ფაქტები ამ ყველაფრის საპირისპიროდ მუშაობს. ჩვენ ვხედავთ, რომ „იგლ ჰილსი“ ახსენეთ და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ მომენტში ჩვენი კონკურენტია, თუმცა ჩვენ ასე არ ვუყურებთ. ეს საერთო ბაზრისთვის, დიდი სურათის ჭრილში, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნისთვის და მათ შორის დეველოპერული სექტორისთვის, რადგან ეს მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებში, არამედ მთლიანად ბაზარზე.

მეორეს მხრივ, ზოგადად გაყიდვების ზრდასაც ვაკვირდებით და წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15–20%-იანი ზრდაა, რაც მიუთითებს, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება. მესამე საკითხი ფასებს ეხება - ერთადერთი, სადაც მცირე შემცირება დაფიქსირდა, საიჯარო სეგმენტია, თუმცა გაყიდვების კუთხით ფასები კვლავ იზრდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მომავალში დინამიკა კიდევ უფრო დადებითი იქნება, ფასების ზრდაც მოსალოდნელია და სწორედ აქედან გამომდინარე ვაპირებთ 100 მლნ დოლარის რეინვესტირებას, რათა სტაბილურად და გრძელვადიანად ვიყოთ წარმოდგენილი ამ ბაზარზე“, - აღნიშნა იმედაშვილმა.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა