ბაზრის კიდევ უფრო გასაფართოებლად, ორიენტირებულები ვართ არამხოლოდ ახალი ბარათების გამოშვებაზე, არამედ ახალ გამოცდილებებზე - ტოკენიზაციაზე, მობილურ საფულეებზე, ონლაინ გადახდებზე l Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი
ბარათების რაოდენობრივი ზრდა ჩვენთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, კომპანია ახლა ორიენტირებულია სამი ძირითადი მიმართულების განვითრებაზე.
„სტრატეგიულად ორიენტირებული ვართ სამი მიმართულების გაძლიერებაზე. პირველი, ესაა ჩართულობის გაღრმავება, ჩვენი სურვილია, რომ ბარათები უფრო ხშირად და უფრო მრავალ სცენარში გამოიყენონ ჩვენმა მომხმარებლებმა. იქნება ეს ყოველდღიური გადახდები, ტრანსპორტი, კომუნალური, ონლაინ სერვისები თუ მცირე ტრანზაქციები. მეორე, ესაა რეგიონის დიჯიტალიზაცია. ჩვენი მიზანია, რომ ციფრული გადახდების კომფორტი მხოლოდ დიდი ქალაქებით არ შემოიფარგლოს. პარტნიორ ბანკებთან ერთად ვმუშაობთ POS-ინფრასტრუქტურის, ონლაინ გადახდებისა და მერჩანტების განათლების გაძლიერებაზე რეგიონებში. მესამე და უმნიშვნელოვანესი, ესაა უსაფრთხოება და ნდობა - რაც უფრო სწრაფად იზრდება ბარათების რაოდენობა, მით უფრო კრიტიკულია, რომ უსაფრთხოების სტანდარტი იყოს უპრეცედენტოდ მაღალი.
ბაზრის კიდევ უფრო გასაფართოებლად, ჩვენ ორიენტირებულები ვართ არა მხოლოდ ახალი ბარათების გამოშვებაზე, არამედ ახალ გამოცდილებებზე. მაგალითად, ტოკენიზაციაზე, მობილურ საფულეებზე, ონლაინ გადახდებზე და იმაზე, რომ მომხმარებელმა გადახდა აღიქვას როგორც შეუმჩნეველი, მაგრამ თავისი ყოველდღიურობის დაცული ნაწილი“, - აღნიშნა დავუით ზღუდაძე.
მისივე განმარტებით, კომპანიის სტრატეგია ძალიან მარტივად შეიძლება ჩამოყალიბდეს.
„Mastercard საქართველოში არ არის ცალკე მდგომი კომპანია, ჩვენ ვიზრდებით მხოლოდ პარტნიორებთან ერთად. პარტნიორი ბანკები არიან ის არხი, რომლის მეშვეობითაც გლობალური ტექნოლოგია კონკრეტულ მომხმარებლამდე და ბიზნესამდე მიდის.
2026 წლიდან ვხედავთ ახალ ტალღას, პროდუქტებს, რომლებიც გააერთიანებენ სამომხმარებლო და ბიზნეს-ღირებულებებს; მაგალითად, SME-ებისთვის მორგებულ კორპორაციულ ბარათებს, AI-პერსონალიზებულ შეთავაზებებსა და ციფრულ ლოიალურობის პროგრამებს. ამ ყველაფრის განხორციელება შეუძლებელია ძლიერი ადგილობრივი ბანკების გარეშე და ჩვენ სწორედ მათთან ერთად ვაშენებთ ახალი თაობის ფინანსურ ინფრასტრუქტურას“,- განმარტავს ზღუდაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
განჯინა - ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი
13.03.2026.18:16
ბავშვობა ბებიის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად, სწორედ ბებიები არიან ის ადამიანები, რომლებიც უპირობო სიყვარულითა და უკომპრომისო ერთგულებით გვაჯილდოებენ. წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.
ცხადია, ეს კამპანია ნოსტალგიური გემოს გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომაც საკონდიტრო ბრენდ განჯინას დამფუძნებელს, სოფო ჩიქოვანს ვესაუბრეთ. კამპანიის ფარგლებში, ის სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეს შესთავაზებს – ბავშვობის მონატრებული გემოს, ატმის ნამცხვრის დაგემოვნება განჯინაში მხოლოდ მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე, თუ განჯინას 31 მარტის ჩათვლით ეწვევით, 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ PLUS ბარათით გადახდისას.
გემო და მეხსიერება
სოფო გვიყვება, რომ ბავშვობასთან ყველაზე მეტად დესერტები, განსაკუთრებით კი ბებიის რეცეპტები აკავშირებს. დღემდე ვერ ივიწყებს ბებიის მომზადებულ ვანილის ტორტს შოკოლადის გედებით და ნამცხვარს სახელად ატმები, რომელსაც მისთვის განსაკუთრებით ნოსტალგიური გემო აქვს. ცხობის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულიც ბებიის მიერ მომზადებულ ნუგბარს უკავშირდება.
მარტის თვეში სოფო ბავშვობის გემოებს განჯინაში გაგვიზიარებს. ბებიის რეცეპტით მომზადებული ატმებით სტუმრებისთვის იმ ზრუნვის, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ეცდება, რომელიც მისთვის ამ დესერტთან ასოცირდება. ნუგბარი ნოსტალგიურ გემოსთან ერთად უნივერსალურობითაც გამოირჩევა.
როგორც სოფოსგან შევიტყვეთ, დღეს მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ე.წ. კორპუსიანი, ანუ რეალისტური დესერტები, რომლებიც ვიზუალურად ნამდვილ ხილს ჰგავს, შიგნით კი ბისკვიტის, კრემისა და მუსის რთულ კომპოზიციას მალავს. განჯინაში მსგავსი ტექნიკით შექმნილი რამდენიმე ნუგბარი უკვე აქვთ, ახლა კი მათ რიგებს ტრადიციული ატმებიც შეუერთდება.
“რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემი ამ ნამცხვარს სულ ამზადებს და ეს გემო მასთან ერთად გატარებულ ძვირფას დროს მახსენებს. გვინდოდა, ეს ემოცია სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. დარწმუნებული ვარ, ატმები უფროს თაობას ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას გაუღვიძებს, ახალგაზრდებს კი თავისი ტრენდულობითა და გამორჩეული ვიზუალით მოხიბლავს”, – აღნიშნავს განჯინას დამფუძნებელი.
განჯინას შესახებ
განჯინა საკონდიტრო ბრენდია, რომლის ისტორიაც პანდემიის პერიოდიდან იწყება. სოფო ჩიქოვანი პანდემიამ მიახვედრა, რომ ცხობა საყვარელ საქმიანობასთან ერთად, დიდი პოტენციალის მქონე პროფესიადაც შეეძლო ექცია. პირველივე ნაბიჯებიდან მხარში დედა ედგა და ზუსტად ამიტომ, არასდროს დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.
“ღუმელის საყიდლადაც მე და დედა ერთად წავედით ლილოში. ვიყიდეთ 120-ლარიანი ღუმელი და განჯინას ისტორიაც ამ ღუმელით დაიწყო“, – იხსენებს განჯინას დამფუძნებელი, სოფო ჩიქოვანი.
სულ მალე განჯინა ძალიან პოპულარული გახდა. ბიზნესის ზრდისთვის ფეხი რომ აეწყო, სოფომ გადაწყვიტა, ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში, საუკეთესო საკონდიტრო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.
“სპეციალურად ამისთვის ესპანური ენა სამ თვეში ვისწავლე და უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ 1 წელი ვსწავლობდი და ამ პერიოდის განმავლობაში განუწყვეტლივ თბილისში ჩამოსვლასა და საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ვფიქრობდი”, – ამბობს სოფო
დღესდღეობით განჯინა მზარდი ბიზნესია, რომელსაც 25 ადამიანისგან შემდგარი გუნდი აძლიერებს. ბრენდის უკან ძირითადად ქალები დგანან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რათა საკონდიტრო გამორჩეული დესერტებით ყოველდღიურად დახუნძლონ.
განჯინას სამომავლო გეგმები
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებსაც განჯინა მიმდინარე წელს გვპირდება. სოფო აღნიშნავს, რომ სულ მალე ბრენდი სტუმრებს ახალ ფილიალში მიიღებს, სადაც მათ ახალი გემოებითაც გაუმასპინძლდებიან. ამასთან, წლის განმავლობაში განჯინას ტკბილეულის გასინჯვა სხვადასხვა pop-up კუთხეშიც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფოს ოცნებაა, განჯინა ესპანეთის რომელიმე ქალაქშიც გახსნას და უგემრიელესი დესერტები ადამიანებს საზღვრებს გარეთაც გააცნოს. მას სჯერა, რომ ეს ჩანაფიქრი ადრე თუ გვიან ხორცს შეისხამს და ჟინი, ისევე როგორც ადრე, მომავალშიც ყველაფერს შეაძლებინებს.