ბაზისბანკთან პარტნიორობით პრემიუმ კლასის კომპლექსი ბლუმ ბაგები შენდება
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო ფინანსური მხარდამჭერი, აგრძელებს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას. ამჯერად, ბაზისბანკთან ფინანსური პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია Highrise Group თბილისში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექს ბლუმ ბაგებსაშენებს.
ბლუმ ბაგები წარმოადგენს პრემიუმ კლასის, დაბალი განაშენიანების საოჯახო ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც თბილისის პრესტიჟულ უბანში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი 40-ში მდებარეობს.საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა ხელსაყრელი ადგილმდებარეობით და ყველა პირობას ქმნის კომფორტული და ჰარმონიული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად.
ბლუმ ბაგებში ცხოვრების უპირატესობებია:
პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი 2026 წლის I კვარტალში დასრულდება და მომავალ მობინადრეებს მწვანე კარკასის კონდიციაში ჩაბარდება. ბინების ფართი 45 კვ.მ.-დან იწყება და მაქსიმალურად მორგებულია მობინადრეების საჭიროებებსა და სურვილებზე.
ბლუმ ბაგებში ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი მარტივ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
პროექტის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ
იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი
სხვა სიახლეები
GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია
30.04.2026.20:00
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.
„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.