მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

ბაზისბანკმა კონკურსის „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის" გამარჯვებულები დააჯილდოვა

news image

17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის" ფინალური ღონისძიება გაიმართა.

კონკურსი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, 12 აგვისტოს გამოცხადდა და მისი იდეა იყო ახალგაზრდების იდეების წახალისება, ასევე, ფინანსური განათლების საკითხების ახალგაზრდობის სეგმენტზე მორგებული გზებისა და მეთოდების დაინიცირება. კონკურსში მონაწილეობა 15-25 წლის ასაკის 22-მა ახალგაზრდულმა გუნდმა მიიღო, მათგან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 5 გუნდი გადავიდა. ფინალურ ღონისძიებაზე გუნდებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს საკუთარი იდეები, რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 

ახალგაზრდულ კონკურსში გამარჯვებული 2 გუნდი ბაზისბანკისგან ფულადი პრიზებით და  სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა. 

ბაზისბანკი ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს და მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებს ახალგაზრდებში ფინანასური განათლების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ემაარ ჯგუფის პროექტი „იგლ ჰილს საქართველო" გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში - მარიამ ქვრივიშვილი

21.10.2025.16:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო „იგლ ჰილს საქართველოს" ოფისის და საპრეზენტაციო სივრცის ინაუგურაციის ცერემონიაში. ღონისძიებას დაესწრო „იგლ ჰილსის" დამფუძნებელი მოჰამედ ალი ალაბარი. 

„იგლ ჰილს საქართველოს" ოფისმა თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის" ყოფილ შენობაში დაიწყო ფუნქციონირება.  როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ერთი თვის წინ საქართველოში გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისა და სამთავრობო გუნდის ისტორიული ვიზიტი შედგა, რომლის მიმდინარეობისას შეთანხმდა ყველა საკვანძო საკითხი და დეტალი, რაც საქართველოში ემაარ ჯგუფის" შემოსვლას უკავშირდება.  

„დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს - ბატონ მოჰამედ ალაბარს, რომლის პირადი ჩართულობით და ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი სწრაფი ნაბიჯებით მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღებიდან ხელშესახები შედეგების მიღწევა. დღეს ჩვენი დედაქალაქის ცენტრში,  ისტორიული შენობის პირველ სართულზე ვხსნით ემაარ ჯგუფის პროექტის, „იგლ ჰილს საქართველოს" საპრეზენტაციო სივრცეს, რომელიც გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ემაარ ჯგუფი" საქართველოში, ორ პროექტში - თბილისში, კრწანისის რაიონში და ბათუმის სიახლოვეს, გონიოს ტერიტორიაზე 6,5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. „იგლ ჰილს საქართველოს" პროექტის ფარგლებში, თბილისსა და ბათუმის მიმდებარედ განვითარდება თანამედროვე, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ამავე პროექტის ფარგლებში ბათუმში იახტების ნავმისადგომიც აშენდება, რაც საზღვაო ქალაქს სრულიად ახალ, თუმცა ბუნებრივ ეტაპზე გადაიყვანს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს არის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც  უდიდესი გავლენა ექნება მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე. 

„პროექტი იქნება დასაქმების დიდი ხელშემწყობი, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი. იქმნება ორი ახალი დანიშნულების ადგილი თბილისსა და ბათუმთან ახლოს, გონიოში, რომლებიც შექმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას - გააერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, განთავსების ობიექტებს, სავაჭრო ქუჩებს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ახალ დანამატს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტისთვის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით მოხდა პროექტის სწრაფი ტემპებით განვითარება და ასევე მოჰამედ ალი ალაბარს საქართველოს პოტენციალის სწორი შეფასებისთვის და პარტნიორობისთვის. მინისტრის განცხადებით, ეს იქნება გამორჩეული პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას.

„საქართველომ საკმაოდ რთული გზა გაიარა, იყო კომპლექსური გამოწვევები, მათ შორის კოვიდ პანდემიის შემდგომ ომი რეგიონში, თუმცა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრე და მედეგობა, ისევე, როგორც სიცოცხლისუნარიანობა. სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ საქართველო ლიდერია რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში,ეკონომიკური ზრდის კუთხით. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება, წარმატების ფორმულა, რომელიც შექმნა საქართველომ და რასაც ხედავს ჩვენი ყველა მეგობარი, მათ შორის ბატონი მოჰამედ ალაბარი, რომელთანაც წლების პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს. სწორედ ამ ნდობამ განაპირობა, რომ უპრეცედენტო მოცულობის, 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მივიღეთ საქართველოში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა