მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7216.6
-0.0159
flag
AZN 1.5845
-0.0004
flag
CNY 39.41
-0.0063
flag
EUR 3.1464
-0.0188
flag
GBP 3.6334
-0.0086
flag
KZT 57.99
-0.0021
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6936
-0.0002

ბაზისბანკმა, Global Banking & Finance Awards 2024-ის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო მიიღო

news image

მსოფლიოში ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის Global Banking & Finance Review-ს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი, საქართველოში 2024 წლის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ბაზისბანკის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პერსონალური საბანკო სერვისების მაღალ ხარისხს და ამყარებს საქართველოს ფინანსურ სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკის იმიჯს.

Global Banking & Finance Awards-ზე მაღალშემოსავლიან მომხმარებელსა და მათ საჭიროებებზე მორგებული ბაზისბანკის იუნიქ მომსახურების საბანკო პროდუქტები და სერვისები, აღიარებულ იქნა, როგორც საუკეთესო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ბანკის ინოვაციური შეთავაზებები, მათ შორის ექსკლუზიური საბანკო პროდუქტები და ინდივიდუალური ფინანსური გადაწყვეტები, არა მხოლოდ პრემიალურ მომხმარებელს იზიდავს, არამედ,  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბანკის თანმიმდევრული ზრდისა და მაღალი რეპუტაციის განმტკიცებაში.

„ბაზისბანკი, საბანკო სექტორში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და მომხმარებლებს პერსონალურ, დახვეწილ საბანკო გამოცდილებას სთავაზობს. ბანკისთვის პრიორიტეტულია, განჭვრიტოს და მუდმივად განავითაროს მჭიდრო და პერსონალიზებული თანამშრომლობა თითოეულ კლიენტთან. ეს ყველაფერი, მას საქართველოში 2024 წლის პერსონალური მომსახურების საუკეთესო ბანკად აყალიბებს. აღნიშნული ჯილდო ბაზისბანკის მიერ მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის საბანკო გადაწყვეტების მიწოდებისადმი ურყევი ერთგულების გამოხატულებაა." - Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი, ვანდა რიჩი.

„ბაზისბანკისთვის განსაკუთრებით საამაყოა ჯილდო საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისნომინაციაში. აღნიშნული ადასტურებს,  რომ ჩვენი მომხმარებლისთვის მათ მოთხოვნებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და მათი ცხოვრების წესზე მაქსიმალურად მორგებულ საუკეთესო სერვისს ვთავაზობთ. რაც, რა თქმა უნდა, ბაზისბანკის გუნდის დიდი შრომისა და პროფესიონალიზმის დასტურიცაა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ პრაქტიკული და რაციონალური გადაწყვეტები, რომლებიც ზოგავს მათ დროს და ხელს უწყობს თითოეულ მათგანთან ლოიალურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.“ - ბაზისბანკის იუნიქ ბანკინგის უფროსი, ლელა გვანცელაძე.

საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სკუტ სკუტი - თავისუფლებისკენ სვლაში დაბადებული ბრენდი

23.04.2026.15:56

სკუტ სკუტის ისტორია იწყება მარტივი, მაგრამ ძლიერი ემოციით - ორბორბლიანი ტრანსპორტის სიყვარულით. სწორედ ამ ინტერესმა და გატაცებამ მისცა საფუძველი იდეას, რომელიც დღეს საქართველოში მოტოინდუსტრიის წამყვან ბრენდად არის დამკვიდრებული.

კომპანიის დამფუძნებლები დიდი ხნის მეგობრები გიორგი მონავარდისაშვილი და გიორგი ფოფორაძე არიან, რომლებმაც ორბორბლიანი ტრანსპორტით გატაცებაში ბიზნეს შესაძლებლობა დაინახეს. სკუტერებთან მათი პირველი შეხება აზიაში, კერძოდ ინდოეთში მოგზაურობას უკავშირდება, სადაც ეს ტრანსპორტი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

საწყის ეტაპზე სკუტ სკუტმა საქმიანობა გაქირავებით დაიწყო და პირველი ლოკაცია თბილისში, „ფაბრიკაში“ გაიხსნა. თავდაპირველად კომპანია ტურისტულ სეგმენტზე იყო ორიენტირებული, თუმცა მალევე სამიზნე აუდიტორიაში ქალაქის მაცხოვრებლებიც მოექცნენ.

„მახსოვს, გვქონდა მსჯელობა უნდა გვეთანამშრომლა უკვე არსებულ იმპორტიორებთან და მათი სკუტერები გაგვექირავებინა, თუ თავად გვეცადა ორთვლიანი ტრანსპორტის ჩამოყვანა. საკმაოდ აქტიურად ვლობირებდი იმ აზრს, რომ საკუთარი ძალებით გვემოქმედა და საბოლოოდ ამ გზასაც დავადექით. ეს გადაწყვეტილება სკუტ სკუტისთვის ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა - ერთი პატარა კონტეინერი შევუკვეთეთ იაპონიიდან, როგორც გაქირავებისთვის ასევე გასაყიდად” - გიორგი ფოფორაძე.

როგორც ხშირად ხდება სტარტაპების შემთხვევაში, რეალობამ გარკვეული კორექტივები შეიტანა კომპანიის ფორმირებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაქირავების ბაზარს საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ პოტენციალი არ ქონდა. ამავდროულად, კომპანიამ მნიშვნელოვანი რამ შეამჩნია - ადამიანები, რომლებიც სკუტერს ქირაობდნენ, მალევე ხდებოდნენ მისი ყიდვის მსურველები. სწორედ აქედან დაიწყო სკუტ სკუტის ტრანსფორმაცია რითეილ ბიზნესად.

გზა მარტივი არ ყოფილა. ინდუსტრია ჯერ კიდევ ჩანასახში იყო და ბევრი ვერ ხედავდა მის რეალურ პოტენციალს. სკუტ სკუტისთვის გარდამტეხი მომენტი დადგა მაშინ, როცა ფინანსური პარტნიორი იპოვა - ეს პროკრედიტ ბანკი აღმოჩნდა, რომელმაც კომპანიის პოტენციალი დაინახა და მხარდაჭერა გაუწია. სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო უფრო სწრაფი ზრდა: გაფართოვდა პროდუქციის ასორტიმენტი, გაიხსნა ახალი ფილიალები და სკუტ სკუტი თანდათან ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი ბრენდი ქართულ ბაზარზე.

დღეს სკუტ სკუტი არის მოტომაღაზია, სადაც მომხმარებელი იღებს სრულ გამოცდილებას - დაწყებული ტრანსპორტის შერჩევით; ჩაფხუტებისა და აქსესუარების დიდი არჩევანით და დასრულებული სერვისით.

სკუტ სკუტი უკვე წლებია ავრცელბს და ქმნის მოტო კულტურას საქართველოში. დამწყებებს აქ ყოველთვის ურჩევენ, დაიწყონ დაბალი კუბატურის ტრანსპორტით, რათა ეტაპობრივად აითვისონ მართვა და შემდეგ სურვილისამებრ გაზარდონ ძრავის მოცულობა.

თუმცა სკუტ სკუტისთვის ბიზნესი მხოლოდ გაყიდვები არ არის. მიზანი თავიდანვე განსხვავებული კულტურის კომპანიის შექმნა იყო, ისეთი გარემოს, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებზე და საუკეთსო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და სადაც თანამშრომლებიც და მომხმარებლებიც ერთ საერთო ღირებულებას - თავისუფლებას - იზიარებენ.

კომპანიის ფილოსოფია სამ ძირითად ფასეულობას ეფუძნება - თავისუფლებას, მეგობრობასა და მოძრაობას. მათი ხედვით, ორბორბლიანი ტრანსპორტი არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა, არამედ ქალაქის განტვირთვის, გათავისუფლების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზაც.

„ჩვენ გვჯერა, რომ ორბორბლიან ტრანსპორტს შეუძლია დიდი ცვლილების მოტანა და გადაადგილება უფრო სწრაფი, ხალისიანი და სასიამოვნო გახადოს. სკუტ სკუტის სლოგანი “მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით” თავის თავში ყველაფერს აერთიანებს, მიზანს რომ ქვეყანაში ბევრი ორბორბლიანი ტრანსპორტი იყოს და ესაა მოწოდება ყველასთვის, ვისაც სურს საქართველო უკეთესობისაკენ შეცვალოს”. - გიორგი ფოფორაძე.

2026 წელი სკუტ სკუტისთვის განსაკუთრებულია - კომპანია 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში სკუტ სკუტმა შეძლო, ჩამოყალიბებულიყო როგორც აზრის ლიდერი ინდუსტრიაში - კომპანია, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებს.

სკუტ სკუტის სამომავლო გეგმები რეგიონულ დისტრიბუციას უკავშირდება. ეს ისტორია კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა პატარა იდეა, თუკი მას თან ახლავს მოქმედება, შეიძლება გადაიქცეს ერთ დიდ შესაძლებლობად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა