ბაზისბანკმა ამერიკულ The Bank of New York Mellon Corporation-თან თანამშრომლობა დაიწყო
ბაზისბანკი საკორესპონდენტო ბანკების გლობალურ ქსელს აფართოებს და თანამშრომლობა დაიწყო ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია The Bank of New York Mellon Corporation-თან. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის აშშ დოლარში საერთაშორისო გადარიცხვების და ჩარიცხვების განხორციელებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
"ამერიკულ The Bank of New York Mellon Corporation-სა და ბაზსიბანკს შორის პარტნიორობა ჩვენთვის მორიგი საერთაშორისო აღიარების დასტურია, რაც ძალიან საამაყო ფაქტია. აღნიშნული თანამშრომლობის წინაპირობას, რა თქმა უნდა, ბაზისბანკის მრავალწლიანი წარმატების ისტორია, გამოცდილება, ფინანსური გამჭვირვალობა, სტაბილურობა და დინამიურად მზარდი საერთაშორისო პარტნიორული ქსელი წარმოადგენს. ბაზისბანკი მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევთავაზოთ მაქსიმალურად მოქნილი და მათ მიზნებზე მორგებული ფინანსური სერვისები. აღნიშნული თანამშრომლობა კი კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის საერთაშორისო გადარიცხვებს. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორების სიის გაფართოებას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბაზისბანკის გლობალური გადარიცხვების არხები." - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
ბაზისბანკის ჯგუფის შესახებ
ბაზისბანკის ჯგუფი არის მზარდი უნივერსალური საფინანსო ჰოლდინგი 30 წელზე მეტი გამოცდილებით, რომელიც ემსახურება კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესებსა და საცალო მომხმარებლებს. ჯგუფის ძირითადი მიმართულებაა ფართო სპექტრის საბანკო, სადაზღვევო და სალიზინგო მომსახურების მიწოდება, ჯგუფში შემავალი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისა და შვილობილი კომპანიების, ბბ დაზღვევისა და ბბ ლიზინგის მეშვეობით. ჯგუფი ორიენტირებულია მდგრად განვითარებასა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზე თავისი სტეიკჰოლდერებისთვის.
BNY-ის შესახებ
BNY გლობალური ფინანსური სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია, რომელსაც საკორესპონდენტო ქსელის ერთ-ერთი უდიდესი დაფარვა აქვს მსოფლიოში. BNY 240 წელზე მეტია ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს და აქტივების მართვისა და საინვესტიციო საქმიანობის უდიდესი გამოცდილება აქვს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.18:35
ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) ინიციატივით ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 120-მდე მასწავლებელმა მიიღო.
ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები ეცნობოდნენ ეკონომიკის სწავლების ინოვაციურ მიდგომებს, ციფრულ ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების მეთოდებს (როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Kahoot, GooseChase და სხვ.). ამასთან, ტრენინგი მოიცავდა ფინანსურ-ეკონომიკური თამაშებისა და აქტივობების დაგეგმვასა და მათ ეფექტურად განხორციელებას.
ტრენინგები ხუთ ნაკადად გაიმართა:
ინიციატივაში მონაწილე მასწავლებლები იღებდნენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ სწავლობდნენ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკულ გამოყენებას და ერთვებოდნენ ინტერაქციულ აქტივობებში. მათ მიეცათ როგორც წვდომა სასწავლო რესურსებზე, ასევე შესაძლებლობა, კონსულტაციები მთელი წლისგანმავლობაში გაიარონ მოწვეულ ეკონომისტებთან და მასწავლებლებთან.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge