ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
ბაზისბანკი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებისა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურ მუშაობას და ბაზისბანკის ახალ მობაილბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა.
ახალ მობაილბანკში უკვე შესაძლებელია:
“ჩვენი მომხმარებლების სურვილების და მოლოდინების გათვალისწინებით შექმნილ ახალ მობაილბანკშიმნიშვნელოვნად გავამარტივეთ პროცესები და გავაუმჯობესეთ მომხმარებლის ციფრული გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციური ბანკინგის განვითარება მუდმივი პროცესი და ბაზისბანკის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს, რათა კიდევ ბევრი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებელს ახალი პროდუქტებითა და სერვისებით დისტანციურად სარგებლობისთვის.“ - ბაზისბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკის პროდუქტის მფლობელი, ხატია შავერდაშვილი.
თუ ჯერ არ გაქვთ ახალი მობაილბანკი, დარეგისტრირდით მარტივად ან განაახლეთ ვერსია:
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ *9292 ან მოგვწერეთ
სხვა სიახლეები
სააღდგომო პასკები „ვარდოსგან“ - ტრადიციის გემო ყოველ ლუკმაში
06.04.2026.12:00
„ვარდო“ არის ოჯახური ფრანგული ბულანჟერია, რომელიც ავთენტურ ევროპულ ტექნოლოგიებსა და ქართულ სტუმართმოყვარეობას აერთიანებს. სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, ბულანჟერია მომხმარებელს კლასიკური პასკების ასორტიმენტს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ელენე ბეჟაშვილმა განუცხადა.
როგორია თქვენი სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს და რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებელს?
ვარდო წელსაც რჩება მთავარი იდეის ერთგული და მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ კლასიკურ სააღდგომო პასკას. ჩვენი ხედვით, ნამდვილი პასკა არ საჭიროებს დამატებით კრემებს, ზედმეტ დეკორაციებს ან ექსპერიმენტებს. სწორედ ამიტომ, ასორტიმენტი მინიმალისტურია, თუმცა შინაარსით მდიდარი:
• კლასიკური პასკა ქიშმიშით;
• კლასიკური პასკა ქიშმიშის გარეშე.

ორივე ვარიანტი დაფარულია მხოლოდ შაქრის პუდრით, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის ავთენტურობას.
რა ტექნოლოგიით მზადდება „ვარდოს“ პასკები?
ვარდოს პასკები მზადდება მრავალწლიანი, ოჯახური რეცეპტითა და ტრადიციული მეთოდით, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელად ინახება. პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცომის დამუშავებას:
• გამოიყენება ორი განსხვავებული ტიპის ცომი;
• ერთ-ერთი მათგანი გადის ფერმენტაციას წყალში;
• საბოლოოდ ეს ორი ცომი ერთიანდება, რაც პასკას უნიკალურ სტრუქტურას ანიჭებს.
ეს მეთოდი უზრუნველყოფს პროდუქტის ღრმა გემოსა და ბუნებრივ არომატს, რომელიც მხოლოდ დროისა და გამოცდილების ერთობლიობით მიიღწევა.
რით არის გამორჩეული თქვენი პასკები გემოსა და ტექსტურის თვალსაზრისით? რა განასხვავებს მათ ბაზარზე არსებული სხვა პასკებისგან?
„ვარდოს“ პასკა გამოირჩევა თავისი ტრადიციული, ავთენტური ხასიათით. მისი მთავარი ნიშნებია:
• ცხიმიანი და ნოტიო ტექსტურა;
• მდიდარი, ბუნებრივი გემო;
• სახლში გამომცხვარი პასკის შეგრძნება.
თითოეულ ლუკმაში იგრძნობა აღდგომის სითბო და ბავშვობის მოგონებები. ეს სწორედ ის ემოციაა, რაც ბევრ თანამედროვე პროდუქტში იკარგება. ჩვენი პასკა არ ცდილობს იყოს განსხვავებული ფორმით, ის განსხვავებულია თავისი ღრმა და ტრადიციული გემოთი.
რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი?
„ვარდოს“ პასკები წარმოდგენილია ერთ სტანდარტულ ზომაში, 1.200 კგ.
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ქიშმიშით ან მის გარეშე, ორივე მათგანის ღირებულებაა 50 ლარი.
„ვარდო“ ბულანჟერიიდან პასკებს წაიღებთ ესთეტიური და სადა, მაგრამ, ამავდროულად, სასაჩუქრე შეფუთვით, რაც კიდევ უფრო გაალამაზებს ადგომის ნათელ დღეებს.

ვარდოს პასკა არ არის უბრალოდ სააღდგომო პროდუქტი, ეს არის ტრადიცია, რომელიც არ იცვლება. თითოეული პასკა მზადდება სიყვარულით, წესების სრული დაცვით და იმ იდეით, რომ ნამდვილი გემო დროის გამოცდას უძლებს.
ცნობისთვის, „ვარდოს“ მისამართია იაკობ ნიკოლაძის 4.