ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი პროექტი „ბილდერზ ისანი“ შენდება
ბაზისბანკი, როგორც ბიზნსესის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერი, განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, დეველოპერული კომპანია ბილდერზი ისანში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.
კომპანია "ბილდერზი" მრავალწლიანი გამოცდილების გუნდითა და ვადებში დასრულებული ხარისხიანი პროექტებით პოზიციონირებს ბაზარზე. ბილდერზ ისნის საცხოვრებელი კომპლექსი პრემიუმ კლასის მასალებით შენდება, თბოიზოლაციის უახლესი სისტემებითა და შიდა ფართების სწორი დაგეგმარებით გამოირჩევა.
ახალი პროექტი მდებარეობს ისნის ბულვარის მიმდებარედ, ნადირაშვილის ქუჩაზე, სწრაფად განვითარებად უბანში. მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სტანდარტის კორპუსი უსაფრთხოების სისტემით სრულად იქნება აღჭურვილი. სახანძრო სიგნალიზაციით, წყლის ავზით, შიდა და გარე ჰიდრანტებით. ასევე, გენერატორით, რომელიც ელექტრო ენერგიის არარსებობის შემთხვევაში, მაცხოვრებლების ლიფტითა და პარკინგით სარგებლობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
საცხოვრებელ პროქტში ბინების ფართი 51 კვ.მ.-დან იწყება. კორპუსში მიწისქვეშა პარკინგია გათვალისწინებული, რაც ავტომობილის უსაფრთხოდ გაჩერების მუდმივ გამოწვევას ეფექტურად გადაწყვეტს. ბილდერზ ისანი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, შესაბამისად, მიმზიდველია როგორც საცხოვრებლად, ასევე გონივრული ინვესტიციისთვის.
პროექტი დასრულდება 2027 წლის ბოლოს და მომავალ მაცხოვრებელებს ჩაბარდება მწვანე კარკასის კონდიციაში.
ბილდერზ ისანი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი. ეს არის ბილდერზის ახალი ხედვა კომფორტული და მარტივი ცხოვრებისკენ, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ხარისხიანი მშენებლობა და ბუნებასთან სიახლოვე ერთ მთლიანობაშია მოქცეული.
ბაზისბანკი, ბილდერზ ისნის საცხოვრებელ პროექტში ბინის შასაძენად მარტივ იპოთეკურ სესხს გთავაზოვთ. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN მომხმარებელს სააღდგომო კოლექციას სთავაზობს, სადაც გემო და ხელოვნება ერთ ისტორიად ერთიანდება
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank სომხეთის საუკეთესო ბანკად დასახელდა
27.03.2026.21:16
Global Finance-ის მიხედვით, წლევანდელი გამარჯვებულები არიან ის ბანკები, რომლებმაც რთულ საბაზრო პირობებში ყურადღებით უპასუხეს მომხმარებელთა საჭიროებებს, მიაღწიეს ძლიერ შედეგებს და ამავე დროს შექმნეს საფუძველი მომავალი წარმატებისთვის. ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა ეფექტიანად მართეს აქტივები და ვალდებულებები ტარიფებთან და გლობალურ ვაჭრობასთან დაკავშირებული მუდმივი გაურკვევლობის ფონზე.
აღსანიშნავია, რომ Ameriabank-მა, როგორც Lion Finance Group-ის ნაწილი, უკვე ოფიციალურად შეუერთდა FTSE 100 ინდექსს, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბირჟის London Stock Exchange-ის ფარგლებში, 2026 წლის 20 მარტს ბაზრის დახურვის შემდეგ. ცვლილება ძალაში შევიდა 2026 წლის 23 მარტს.