ბაზისბანკის მხარდაჭერით, ახალგაზრდა ფიზიკოსთა გუნდმა, საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა გუნდმა, შვედეთში, ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე (IYPT), ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი გუნდური აქტივობაა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარებაკოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ტურნირზე შემოთავაზებულიდავალებები შეეხო ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა ტურნირის მონაწილეებისგან სერიოზულექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვდა.
ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირები ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვაქვეყნებში. ტურნირებში ტრადიციულად მონაწილეობენ 40-მდე ქვეყნის უფროსკლასელები. ბოლო წლებში საქართველოს გუნდი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს. წლევანდელ ტურნირში ჩართვა ბაზისბანკის მხარდაჭერით შეძლეს და შედეგებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.
“მოხარული ვართ, რომ ახალგაზრდა ფიზიკოსთა 2025 წლის საერთაშორისო ტურნირმა წარმატებულად ჩაიარა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი გუნდის წარმატებული გამოსვლების სერია ახალგაზრდაფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირებზე. 2020 წლიდან მოყოლებული, საქართველომ 5-ჯერ აიღო მედალიIYPT-ზე და იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ წლევანდელი გუნდის ყველა წევრი შეძლებს მომავალი წლისტურნირზე მონაწილეობის მიღებას. საქართველოს ფიზიკოსთა ტურნირების საორგანიზაციო კომიტეტის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენს გენერალურ სპონსორებს, ბაზისბანკსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. - განაცხადა საქართველოს ახლაგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირების დირექტორმა, გიორგი ხომერიკმა.
“ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ახალი თაობის საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის მხარდაჭერა. გვიხარია, რომ ბანკის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფიზიკოსებმა საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრება შეძლეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. მიგვაჩნია, რომ ბიზნესის ჩართულობა მსგავს პროექტებში მნიშვნელოვანია და მოზარდების განათლების ამაღლებას უწყობს ხელს.” - განაცხადაბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ჩემპიონატი ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
07.04.2026.13:12
2026 წლის ზამთრის საშეჯიბრო სეზონი საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა. ჩემპიონატი სლალომსა და გიგანტურ სლალომში გუდაურში, კუდების ტრასაზე გაიმართა. ძლიერი ქარის და ნისლის მიუხედავად, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტული კლუბების მწვრთნელებთან ერთად, უზრუნველყვეს შეჯიბრის წარმატებით ჩატარება.
თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის სპორტული სკოლების აღსაზრდელებმა ჩემპიონატში მონაწილეობის მანდატი რეგიონულ ეტაპებზე მიღებული მაღალი ქულებით მოიპოვეს. 5 აპრილს კი გამოვლენილი პრიზიორების და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ტრადიცია გაგრძელდა და გუდაურის დამაარსებლის, სოლიკო ხაბეიშვილის პრიზი გადაეცა სპორტსმენს, რომელმაც შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენა. წელს სოლიკოს თასი ბაკურიანელ ნინო გეორქოვს ერგო.
ყოველწლიურად, სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, M.T.A („ემ თი ეი“) -ის თანაორგანიზებით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მართავს საქართველოს თასის ეტაპებს და საქართველოს ჩემპიონატს. ზამთრის კურორტებზე სპორტული ღონისძიებების წარმატებით ჩატარებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მონაწილეობენ.
სეზონზე, რეგიონული თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, ახალი თაობის სპორტსმენების აღმოჩენას და აღზრდას უწყობს ხელს. საქართველოსთვის საეტაპო იყო 2023 წელი, როცა სილქნეტის თანადგომით, ბაკურიანმა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რამაც მეტი ცნობადობა შესძინა ქვეყანას გლობალურ ასპარეზზე.