მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაეცათ

news image

ბაზისბანკის განათლების მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს, 12 წელია ბაზისბანკის სახელობითი სტიპენდიები გადაეცემათ.

ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო აქტივობებში.

საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება.

ბაზისბანკსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება სტუდენტებისთვის ბაზისბანკის სტიპენდიების გადაცემაა.

„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 12 წელია გრძელდება. ჩართული ვართ ახალი თაობის განათლების მხარდამჭერ პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. ბაზისბანკის სტიპენდიები არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ერთგვარი აღიარება და სტიმულია სტუდენტებისთვის.ასევე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის მრავალწიანი თანამშრომლობის შედეგად, ყოველწლიურად იმატებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების რაოდენობა.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ბაზისბანკი, 12 წელი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მხარდამჭერი

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 60-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ! მადლობა მეგობარ ბიზნესმენებს და ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღოჩენილი დახმარებისთვის | ილია წულაია

03.03.2026.19:08

არქის დამფუძნებელი, ილია წულაია პოსტს ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: ,, 60-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ!
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს (ლაშა კვაჭაძეს, ლევან ფხაკაძეს, კახა დევაძეს, კახა კობაივანოვს, ბაჩო საბანაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე ამისულაშვილს და უტა მაზიაშვილს), ვისთან ერთადაც შევუკვეთეთ კერძო რეისი და ვბრუნდებით ჩვენს საყვარელ სამშობლოში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღმოჩენილი დახმარებისთვის, რის გარეშეც ომანში კერძო თვითმფრინავის მიღებას ვერ მოვახერხებდით.
მშვიდობა საქართველოს,
მშვიდობა რეგიონს
და მშვიდობა ყველა საქართველოს მოქალაქეს ვინც ამ რეგიონშია ჩარჩენილი!
მალე ყველას საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ!", - წერს წულაია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა