ბაზისბანკის 2025 წლის 4 თვის ფინანსური შედეგები
2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 4.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 18.5%-ით გაიზარდა და 3 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების პორტფელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა და 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით, ბაზისბანკი სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 24%-ით გაიზარდა და 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა 1.3 მილიარდი ლარია.
2025 წლის ოთხი თვის მონაცემით, საცალო სესხების მოცულობამ 0.9 მილიარდი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების 2025 წლის ოთხი თვის მონაცემებით, ბბ ლიზინგის პორტფელმა 42 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2025 წლის ოთხ თვეში მოზიდული პრემიამ 7.7 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წლის 4 თვეში ბაზისბანკის წმინდა მოგებამ 35 მილიონ ლარს გადააჭარბა, მოგების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30% შეადგინა.
უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.56%, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 16.21% შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.18:01
SOLO Education-ისა და Anglo-Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად SOLOმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დიდ ბრიტანეთში, Paris Saint-Germain-ის აკადემიისსაზაფხულო ბანაკზე ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით.
საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 8-17 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ დაივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში, მოინახულონ ინგლისის ცნობილი სტადიონები - ადგილები, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერება.
Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 20 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით Anglo-Georgia-ს, ნომერზე: 579 20 10 00 განაცხადების მიღება 9 ივნისამდე მიმდინარეობს, ადგილები შეზღუდულია.
ამასთან, 9 ივნისს დაესწარით SOLO Education-ის შეხვედრას და გაიგეთ მეტი PSG Academy UK-ის შესახებ.