ბაზისბანკი თეატრალური სივრცის, „თოჯინების სახლის“ გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
ბაზისბანკი, ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, განაგრძობს მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე „თოჯინების სახლის“ გენერალურ სპონსორობას. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე თეატრალური ტენდენციების დანერგვასა და თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას ყველა თაობის მაყურებელში.
„თოჯინების სახლი“ წარმოადგენს სრულიად განსხვავებული კონცეფციის თეატრალურ გარემოს, სადაც კლასიკური და თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები თოჯინებისა და საგნების სახით ცოცხლდებიან. ვიზუალური დეტალების მხატვრული დამუშავება და საგნების თეატრის ელემენტები ქმნის უნიკალურ ესთეტიკას, რომელიც თანაბრად შთამბეჭდავია როგორც მოზარდი, ისე უფროსი თაობის მაყურებლისთვის.
დამოუკიდებელი თეატრალური სივრცის შექმნის იდეა და ინიციატივა რეჟისორ ნიკა საბაშვილს ეკუთვნის. მისი მიზანია, თეატრი პასუხობდეს თანამედროვეობის აქტუალურ თემებს და გამოირჩეოდეს მაღალმხატვრული ღირებულებით. გარდა სპექტაკლებისა, „თოჯინების სახლი“ მასპინძლობს შემოქმედებით საღამოებს და სალონურ შეხვედრებს, რაც მას მნიშვნელოვან კულტურულ ჰაბად აქცევს.
„ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან ახალ კულტურულ ღირებულებებს. „თოჯინების სახლი“ სწორედ ასეთი სივრცეა — ინოვაციური, მრავალმხრივი და საგანმანათლებლო. ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხელოვნების ამ დარგის განვითარებასა და იმ შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეწყობას, რომელსაც ნიკა საბაშვილი და მისი გუნდი სთავაზობს საზოგადოებას,“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ბაზისბანკისა და „თოჯინების სახლის“ პარტნიორობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. ბანკის მხარდაჭერით, თეატრმა შეძლო რეპერტუარის გამრავალფეროვნება და არაერთი ექსპერიმენტული დადგმის განხორციელება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული თოჯინური ხელოვნების განვითარებისთვის.
ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია. ბანკი ასევე არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN მომხმარებელს სააღდგომო კოლექციას სთავაზობს, სადაც გემო და ხელოვნება ერთ ისტორიად ერთიანდება
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank სომხეთის საუკეთესო ბანკად დასახელდა
27.03.2026.21:16
Global Finance-ის მიხედვით, წლევანდელი გამარჯვებულები არიან ის ბანკები, რომლებმაც რთულ საბაზრო პირობებში ყურადღებით უპასუხეს მომხმარებელთა საჭიროებებს, მიაღწიეს ძლიერ შედეგებს და ამავე დროს შექმნეს საფუძველი მომავალი წარმატებისთვის. ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა ეფექტიანად მართეს აქტივები და ვალდებულებები ტარიფებთან და გლობალურ ვაჭრობასთან დაკავშირებული მუდმივი გაურკვევლობის ფონზე.
აღსანიშნავია, რომ Ameriabank-მა, როგორც Lion Finance Group-ის ნაწილი, უკვე ოფიციალურად შეუერთდა FTSE 100 ინდექსს, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბირჟის London Stock Exchange-ის ფარგლებში, 2026 წლის 20 მარტს ბაზრის დახურვის შემდეგ. ცვლილება ძალაში შევიდა 2026 წლის 23 მარტს.