მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7201.1
-0.0038
flag
AZN 1.6014
-0.0005
flag
CNY 39.39
-0.0131
flag
EUR 3.1274
-0.0197
flag
GBP 3.6095
-0.0329
flag
KZT 56.46
-0.0017
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.7223
-0.0008

ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს

news image

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურისა და ხელოვნების აქტიური მხარდამჭერი, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას, შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობასა და ქვეყნის კულტურული ცხოვრების გაძლიერებას.

ბაზისბანკისა და სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის თანამშრომლობის შედეგად, მაყურებელმა არაერთი წარმატებული პროექტი იხილა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში თეატრმა დრამატული თეატრის სტატუსი მოიპოვა, რაც მნიშვნელოვანი აღიარება და წინგადადგმული ნაბიჯია მისი შემოქმედებითი განვითარების გზაზე.

52-ე სეზონი თეატრმა, ძველ თბილისში, ქარვასლის ისტორიულ გარემოში, სპექტაკლის „მედეას ქანდაკება“ პრემიერით გახსნა. დადგმა მითოლოგიური და თანამედროვე ელემენტების სინთეზს წარმოადგენს, სადაც რეჟისორული გადაწყვეტა და მსახიობთა ოსტატობა მაყურებელს ანტიკური ტრაგედიის ახლებურ ხედვას სთავაზობს.

„მომავალ წელს, ბევრ მნიშვნელოვან დადგმას ვგეგმავთ, ყველაფერს წინასწარ ვერ გავთქვავ, თუმცა აღვნიშნავ, რომ ერთი წარმოდგენა იქნება იტალიურ-ქართულ კოპროდუქცია, ერთ სპექტაკლს დადგავს ახალგაზრდა რეჟისირი ლუკა ბაზაძე და შესაძლოა რეჟისორმა გიორგი თენაძემ განაცორციელოს დადგმა. კიდევ რამდენიმე საინტერესო სიახლე გველის, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ვფიქრობ ბაზისბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ როგორც ბიზნესისა და ხელოვნების თანაზიარი ღვაწლი ქვეყნის განვითარებისთვის“ - აღნიშნა სანდრო მრევლიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიხეილ მრევლიშვილმა.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორობა ნაყოფიერ თანამშრომლობას ეფუძნება, რომელმაც საზოგადოებას არაერთი წარმატებული პროექტი შესთავაზა. ვულოცავთ თეატრს დრამატული სტატუსის მინიჭებას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დასი მუდმივად ვითარდება და ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს ქართულ კულტურულ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელი თეატრისთვის კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის გენერალური სპონსორი, ასევე  

თოჯინების თეატრების გაერთიანების და თოჯინების სახლის გენერალური სპონსორი. ბაზისბანკი მხარს უჭერს არაერთი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელებას ქვეყნის მასშტაბით.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ ქმნის Lilat Home უნიკალურ პროდუქტებს - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

24.03.2026.12:00

Lilat Home არის ქართული ბრენდი, რომელიც 2023 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს უნიკალური დიზაინის მაგიდის სუფრებსა და ტექსტილის პროდუქტებს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მარიამ ტონიას ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Lilat Home არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის მაგიდის სუფრებსა და ტექსტილის პროდუქტებს უნიკალური დიზაინით. კომპანიის მთავარი სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული ნამუშევარი შექმნილია ქართველი მხატვრებისა და ილუსტრატორების დიზაინების საფუძველზე, რაც პროდუქტს განსაკუთრებულ კულტურულ და ესთეტიკურ ღირებულებას ანიჭებს.

ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ 2023 წელს, იდეით, რომ ყოველდღიური ნივთი - მაგიდის სუფრა გადაგვექცია დიზაინისა და ემოციის მატარებელ პროდუქტად.

მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ქსოვილზე დამზადებულ სუფრებს, რომლებიც არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ინტერიერის მნიშვნელოვანი დეკორატიული ელემენტიც არის.

როგორია კომპანიის არსებული ასორტიმენტი?

Lilat Home-ის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან მაგიდის სუფრებს, რომლებიც განსხვავდება როგორც დიზაინით, ისე თემატიკით.

ჩვენი პროდუქცია მოიცავს:

• ყოველდღიურ, მინიმალისტურ და კლასიკურ დიზაინებს;
• სეზონურ და სადღესასწაულო კოლექციებს (სააღდგომო, საახალწლო და სხვა);
• თემატურ სუფრებს, რომლებიც კონკრეტულ განწყობასა და ისტორიას გადმოსცემს.
ყველა პროდუქტი დამზადებულია ნატურალურ ქსოვილზე, რაც უზრუნველყოფს როგორც ვიზუალურ სილამაზეს, ისე ხარისხსა და გამძლეობას.

რას მიიჩნევთ Lilat Home -ის კონკურენტულ უპირატესობად?

Lilat Home-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის უნიკალური კონცეფცია - ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ სუფრებს, არამედ ვქმნით ისტორიებს.

ჩვენ ვიყავით პირველი ქართული კომპანია, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა თემატური სუფრები. მაგალითად, სააღდგომო და საახალწლო პრინტები, რაც ბაზარზე ახალი და განსხვავებული მიმართულება იყო.

ასევე, ჩვენი დიდი უპირატესობაა:

• თანამშრომლობა ქართველ მხატვრებთან და ილუსტრატორებთან ( მათ შორის ნიკო ცეცხლაძის უნიკალური ნახატები);
• ექსკლუზიური დიზაინები, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება;
• ხარისხიანი, ნატურალური მასალების გამოყენება.

ეს ყველაფერი ქმნის პროდუქტს, რომელიც გამოირჩევა როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ განსაკუთრებით, გაფართოების /ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

სამომავლოდ Lilat Home გეგმავს ასორტიმენტის გაფართოებას და ახალი პროდუქციის დამატებას, რომელიც ისევ შეინარჩუნებს ბრენდის მთავარ ხაზს - დიზაინისა და ხელოვნების შერწყმას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ასევე, ვგეგმავთ:

• ახალი კოლექციების შექმნას სხვადასხვა თემატიკით;
• თანამშრომლობის გაფართოებას სხვა ქართველ არტისტებთან;
• პროდუქციის ხაზის გაფართოებას (მაგალითად, სხვა სახის სახლის ტექსტილი);
• საერთაშორისო ბაზარზე გაფართოვებას.

ჩვენი მიზანია Lilat Home იქცეს ბრენდად, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ასოცირდება ხარისხთან, დიზაინთან და ქართულ ხელოვნებასთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 577 31 36 13.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა