მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.1
0.0019
flag
AZN 1.594
-0.0002
flag
CNY 38.037
0.0025
flag
EUR 3.1508
0.0097
flag
GBP 3.6205
0.0055
flag
KZT 50.26
-0.0018
flag
TRY 0.0648
-0.0001
flag
USD 2.7108
-0.0003

ბაზისბანკი ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების თვის კონკურსის მთავარი მხარდამჭერია

news image

ოქტომბერი მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ბაზისბანკი და  საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ ყოველწლიურად უერთდება ამ საერთაშორისო კამპანიას და იწყებს პოსტერების კონკურსს სახელწოდებით „კიბერუსაფრთხოება იუმორით“.

კამპანიის მიზანია კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება განსხვავებული, შემოქმედებითი და იუმორისტული კუთხით, მსუბუქი და გასაგები გზით საზოგადოებაში ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ქცევების წახალისება და პირადი ფინანსების დაცვის მიზნით გონივრული მიდგომების დამკვიდრება. 2025 წლის კიბერუსაფრთხოების კამპანიის დევიზია: „დაფიქრდი სანამ გახსნი, არ წამოეგო ანკესს.“ 

კონკურსს ეყოლება 4 გამარჯვებული: 2 ჟიურის რჩეული, 1 ბაზისბანკის რჩეული და 1 მომხმარებლის რჩეული. ბაზისბანკი კონკურსის მთავარი მხარდამჭერია და  გამარჯვებულებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს. 

ნამუშევრები მიიღება 24 ოქტომბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები 30 ოქტომბერს გამოვლინდებიან.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა პროდუქტის ხარისხი, გემოვნური თვისებები, დიზაინის მრავალფეროვნება და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელია - "ორცხობილა"

16.10.2025.14:00

ორცხობილა არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ჯინჯერის ორცხობილებს. პროდუქცია იწარმოება მაღალი ხარისხის პროდუქტებით. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინა კაპანაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

საქმიანობა 2018 წლიდან, ხელით მოხატული ორცხობილების წარმოებით დავიწყეთ. ამჟამად, ვაწარმოებთ ჯინჯერის ორცხობილებს, რომელიც მზადდება მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით და იხატება მაღალი ხარისხის აისინგით.

ერთი წელია რაც დაპრინტული ორცხობილების წარმოებაზე გადავედით. ეს საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს, განსაკუთრებით კომპანიებს, ბრენდირებული, დაპრინტული ორცხობილები შევთავაზოთ. დაპრინტვა ხდება ნებისმიერი სასურველი დიზაინით. ფორმა, პრინტის დეტალები, ფერები და შეფუთვა თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად თანხმდება.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მიმდინარე ასორტიმენტში შედის, როგორც საბავშვო დღესასწაულებზე, ასევე ნებისმიერ სხვა ღონისძიებაზე მორგებული ორცხობილები, იქნება ეს ქორწილი, დაბადების დღე, ნათლობა თუ კორპორატიული საღამო.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა პროდუქტის ხარისხი, გემოვნური თვისებები, დიზაინის მრავალფეროვნება და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელია.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ, რა თქმა უნდა, იგეგმება წარმოების გაზრდა, რათა უფრო ფართო აუდიტორიამ გაიცნოს "ორცხობილა". მთავარი მიზანი კი სხვადასხვა კომპანიისთვის დიდი რაოდენობით ორცხობილების წარმოებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა