ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოში მეწარმეობისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას აძლიერებს. ბაზისბანკისთვის გამოყოფილი ახალი კომბინირებული ფინანსური რესურსით, BSTDB კიდევ უფრო მყარად იკავებს რეგიონში ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკური განვითარების კატალიზატორის როლს.
დამტკიცებული 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური პაკეტის ფარგლებში, BSTDB ახალ დაფინანსებას თავისი მრავალწლიანი და სანდო პარტნიორის – ბაზისბანკის მეშვეობით მიმართავს. პროექტი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ზრდის ახალ შესაძლებლობებსა და კლიმატის მიმართ გონივრული ინვესტიციების განხორციელებას.
აღნიშნული რესურსი სრულად შეესაბამება BSTDB-ის მცირე და საშუალო ბიზნესის და კლიმატის ცვლილების სტრატეგიას. პროექტი შექმნილია ბიზნესის გაძლიერების, ინოვაციების სტიმულირებისა და ქვეყნის უფრო მდგრად და სტაბილურ ეკონომიკაზე გადასვლის მხარდასაჭერად.
BSTDB-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა სერჰატ ქოქსალმა აღნიშნა: „მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობა BSTDB-ის მისიის ქვაკუთხედია. ისეთ ძლიერ ადგილობრივ პარტნიორებთან ძალების გაერთიანებით, როგორიც ბაზისბანკია, ჩვენ არა მხოლოდ ვაფართოებთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, არამედ ბიზნესს ვაძლევთ გაზრდის შესაძლებლობას, დანერგოს ინოვაციები და წვლილი შეიტანოს უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში. ეს ახალი ფინანსური რესურსი ასახავს ჩვენი ამოცანისადმი მტკიცე ერთგულებას, რეალური გავლენა მოვახდინოთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა“.
„მოხარული ვართ, რომ ამ ახალი ფინანსური პაკეტის ფარგლებში BSTDB-სთან ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და ვაღრმავებთ. აღნიშნული რესურსი დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე ინვესტიციების დაფინანსებაში. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის და ხელს უწყობს საქართველოში უფრო მდგრად ეკონომიკურ ზრდას“. – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
BSTDB აგრძელებს შავი ზღვის რეგიონის ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა შექმნას ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკურენტუნარიანობას, მდგრადობასა და გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
ბაზისბანკის შესახებ
ბაზისბანკი ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში სიდიდით მე-3 ბანკია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საბანკო, სადაზღვევო და სალიზინგო პროდუქტებსა და მომსახურებას, რითაც ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის ადგილს იმკვიდრებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ბაზისბანკს მთელი მსოფლიოს, მათ შორის აზიის რეგიონის არაერთი რეიტინგული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის, კომერციული ბანკისა და საინვესტიციო ფონდის სანდო პარტნიორის გამორჩეულ უპირატესობას ანიჭებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.basisbank.ge
BSTDB-ის შესახებ
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომლის სათაო ოფისი საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მდებარეობს. წევრი ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და ვაჭრობის დაფინანსების, სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალისა და გარანტიების გაცემის გზით, ბანკი მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას. ბანკის ავტორიზებული კაპიტალი 3.45 მილიარდ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bstdb.org
სხვა სიახლეები
TOP 5 რესტორანი - 2025 წლის IV კვარტალში დაფიქსირებული ბრუნვის მიხედვით
14.04.2026.15:00
საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია მზარდ განვითარებას განიცდის, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს სარესტორნო ბიზნესი წარმოადგენს. ეს მიმართულება ყოველწლიურად იცვლება და ვითარდება, რის შედეგადაც სექტორში კონკურენციის დონეც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამ კონტექსტში Business Insider Georgia-მ სარესტორნო სფეროს წამყვანი კომპანიები გამოიკვლია და საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგინა 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბრუნვის მიხედვით რესტორნების ტოპ 5 საწარმოს სია.
მაშ ასე, 2025 წლის IV კვარტალში ბრუნვის მიხედვით TOP 5 რესტორნები ასე გამოიყურება:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები?
შპს ანტრე 2008 - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 04/03/2008. მისი 100%-იანი წილის მფლობელია თამილა მაისურაძე. დირექტორი - თამილა მაისურაძე.
სს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - ემ|გრუპ - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 30/05/2005, გენერალური დირექტორი - უჩა უგულავა. კომპანიის 64%-იანი წილის მფლობელია უჩა უგულავა, ხოლო 36%-ის ივანე ნიკოლაიშვილი.
შპს ბი თი ეი ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 28/11/2006. მისი 100%-იანი წილის მფლობელია სააქციო საზოგადოება ბი თი ეი ჰავალიმინლარი იესეკ ვე იჩესეკ ჰიზმეთლერი. დირექტორები - ბაჰა ბულბულ და მეჰმეთ ბადემ.
შპს წისქვილი ჯგუფი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 19/09/2002. მისი 37.99%-იანი წილის მფლობელია ლაშა ჩხაიძე, 17.51%-იანის - ოთარ ლოლაშვილი, 14.5%-ის - ლიდია ბარამია და 30%-ის შოთა საღლიანი. დირექტორი - გიორგი თავაძე. გენერალური დირექტორია გიორგი შველიძე.
შპს ჯი-ემ-თი მთაწმინდა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/11/1996. მისი 100%-იანი წილის მფლობელია მთაწმინდა პლატო ჰოლდინგ ქომფანი. დირექტორი - გიორგი თავაძე.