მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7049.5
0.0022
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 37.725
-0.0014
flag
EUR 3.1344
-0.0239
flag
GBP 3.6168
-0.0159
flag
KZT 49.82
0.0001
flag
TRY 0.0667
-0.0001
flag
USD 2.707
-0.0005

ბაზისბანკი 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ შედეგებს აჯამებს

news image

2025 წლის 30 ივნისის ფინანსური მაჩვენებლებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 4.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14% შეადგინა.

ბიზნესის დაკრედიტებით ბაზისბანკი სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 17%-ით გაიზარდა და 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა 1.5 მილიარდი ლარია. 

2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საცალო სესხების მოცულობამ 880 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მონაცემებით, ბბ ლიზინგის პორტფელმა 44 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2025 წლის ექვს თვეში მოზიდულმა პრემიამ 12 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით წარმატებული მიმდინარე წლის მეორე კვარტალი იყო და მოზიდული პრემია პირველ კვარტალთან შედარებით 33%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით. პოზიტიური ზრდაა მოგების კუთხითაც, ბბ ლიზინგის მოგების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%, ხოლო ბბ დაზღვევის მოგების ზრდამ 18% შეადგინა. 

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბაზისბანკის კონსოლიდირებულმა წმინდა მოგებამ 57.5 მილიონ ლარს გადააჭარბა, მოგების ზრდამ 39% შეადგინა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 3.35%, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 17.54% შეადგინა.

„2025 წლის პირველი ნახევარი ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვნად წარმატებული იყო. ჯგუფმა დინამიური ზრდა აჩვენა როგორც ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების, ისე სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით. მიღწეული ფინანსური შედეგების მზარდი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, კლიენტების ნდობის მაღალ ხარისხსა და იმ სტაბილურ ბიზნესმოდელს, რომელსაც ვატარებთ.

ბანკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას ქართული ბიზნესის მხარდაჭერა და განვითრება წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. გვეამაყება, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა დინამიურად იზრდება, ვითარდება და ჩვენს ხანგრძლივ ბიზნეს პარტნიორად რჩება. ბაზისბანკი, როგორც ზრდასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს ბაზარზე პოზიციების გამყარებას და მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნას.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი: ქართველი ჯუდოკებისა და ტაეკვანდოისტის მედლები - საქართველოს ბანკი ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

29.07.2025.18:15

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქმა, სკოპიემ, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა, სადაც საქართველო 36 სპორტსმენით, 9 სახეობაში იყო წარმოდგენილი.

საერთო ჯამში, ჩვენმა სპორტსმენებმა 7 მედალს მოუყარეს თავი: 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. პირველი 4 საშეჯიბრო დღის განმავლობაში, ახალგაზრდა ჯუდოკები 3 ბრინჯაოსა და 1 ვერცხლის მედალს დაეუფლნენ. კვარცხლბეკზე საბა ბოლქვაძე, ვახტანგ ჭიაბერაშვილი, გიორგი მუმლაძე და ვასილ გამეზარდაშვილი (ვერცხლი) ავიდნენ.

მე-5 დღეს, ბრინჯაოს პრიზიორი იოანე აბალაკი (+90კგ.) გახდა, რომელმაც მეოთხედფინალური დაპირისპირება ჩეხ მელიჩარ შკოდასთან დათმო, თუმცა შემდეგ, რეპეშაჟის გავლით, ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა და სერბი პეტარ ნოვაკოვიჩის დამარცხების შედეგად, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ოქროს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო გიორგი ზურაბაშვილი (-90კგ.), რომელიც ფინალურ შეხვედრამდე, მთავარი გამარჯვებისკენ დომინანტურად მიიწევდა, თუმცა ბოლო შეხვედრა ლიტველ მაიუს გენისთან დათმო და ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ტაეკვანდოისტი ნიკა ღოღობერიძეც (-73კგ.), რომელმაც გზად ბოსნიელი, უნგრელი, ესპანელი და ლიეტუველი მეტოქეები დაამარცხა, თუმცა ფინალურ შეხვედრაში, თურქ მეტოქესთან, ბუგრა კოშგუნგონიულთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა და გახდა ერთადერთი სპორტსმენი ჯუდოს მიღმა, რომელმაც საქართველოს შემადგენლობაში მედალი მოიპოვა.

ტურნირის დასკვნით დღეს, საქართველო ჯუდოს შერეულ გუნდურ პირველობაზე გადაერთო. ვაჟებითა და ქალებით დაკომპლექტებული ჩვენი შემადგენლობა ასეთი გახლდათ: მარიამ წურწუმია, ვახტანგ ჭიაბერაშვილი, ნანა გულბიანი, გიორგი მუმლაძე, ნინი ძაგანია და იოანე აბალაკი.

ჩვენმა ჯუდოკებმა ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყეს: იოლად დაამარცხეს ლიეტუველი (4:0) და უკრაინელი (4:1) თანატოლები, თუმცა სერბეთთან მარცხის (1:4) შემდეგ, საფრანგეთთან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელეს. შეხვედრები უკიდურესად დაძაბული გამოდგა და იქიდან გამომდინარე, რომ 6-მა დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ნინი ძაგანიას (+63კგ.)

“გოლდენ სქორში” მეორე შეხვედრის გამართვა მოუწია, სადაც, სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ შერეულ გუნდურ პირველობაზე, შესანიშნავად იასპარეზა ბრინჯაოს პრიზიორმა იოანე აბალაკმა, რომელმაც 3 შეხვედრა გამართა და სამივე გამარჯვებით დაასრულა.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ოლიმპიელებს. საქართველოს ბანკი ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა