მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7192.5
-0.0086
flag
AZN 1.598
-0.0034
flag
CNY 39.42
0.003
flag
EUR 3.1483
0.0209
flag
GBP 3.6408
0.0313
flag
KZT 56.35
-0.0011
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.7166
-0.0057

ბაზისბანკი 2025 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს და ბიზნესის მხარდაჭერით ბანკების უმსხვილეს სამეულში პოზიციებს იმყარებს

news image

ბაზისბანკის 2025 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ბანკი განაგრძობს ქართულ საფინანსო ბაზარზე მდგრად განვითარებას და პოზიციების თანმიმდევრულ განმტკიცებას ყველა საკვანძო სეგმენტში.

ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლები ციფრებში ასე გამოიყურება:

  • მთლიანი აქტივები 4.9 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.5%.
  • მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მილიარდი ლარი, ზრდა - 12.1%.
  • მთლიანი დეპოზიტების პორტფელი 3.5 მილიარდი ლარი, ზრდა - 35.7%.
  • წმინდა მოგება 122.4 მილიონი ლარი, ზრდა - 40%.

ბაზისბანკი კვლავ რჩება ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად და სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. 2025 წელს, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსების ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და იურიდიული პირების პორტფელის ზრდამ 13.7%, 2.3 მილიარდი ლარი, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 2 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წელს, საცალო სესხების მოცულობამ 1 მილიარდი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი კომპანიების, ბბ ლიზინგისა და ბბ დაზღვევის  2025 წლის მონაცემებით - ბბ ლიზინგის პორტფელმა 46.5 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2025 წელს მოზიდულმა პრემიამ  24 მილიონი ლარი შეადგინა.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,  უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.8% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 18.3%.

„ბაზისბანკის აქტივების დინამიური ზრდა და 4.9 მილიარდიან ნიშნულთან მიახლოება პირდაპირი დასტურია იმისა, რომ ბანკი სწორი სტრატეგიით ვითარდება. განსაკუთრებით საამაყოა ჩვენი პოზიცია უმსხვილეს ბანკთა სამეულში ბიზნესის დაფინანსების კუთხით. 2.3 მილიარდი ლარი, რომელიც იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელშია აკუმულირებული, ნიშნავს მრავალ მხარდაჭერილ წარმატებულ პროექტს, შექმნილ სამუშაო ადგილებსა და ბანკის მიერ შეტანილ წვლილს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.” - დავით ცაავა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი.

ბაზისბანკის გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ორიენტირებულია პროცესების მაქსიმალურ გამარტივებასა და საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნაზე. კომფორტული საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების ერთიან სივრცეში შეთავაზებით, ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოში წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

25.03.2026.12:49

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით, თბილისში „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიების მოზიდვა და მათი ჩართულობის გაზრდა საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

კონფერენციამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურის, საინჟინრო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კერძო კომპანიები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ასევე სექტორში არსებული შესაძლებლობების შესახებ.

კონფერენცია საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ და ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა გახსნეს. 
მინისტრის განცხადებით, წყლის სექტორი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რის ფარგლებშიც სახელმწიფო მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

მისი თქმით, სამინისტროს მართვაში არსებული „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 49 მუნიციპალიტეტში დაახლოებით 420 000 აბონენტს ემსახურება და მომსახურების არეალი ეტაპობრივად იზრდება. ბოლო წლებში სექტორში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდება. უკვე დაწყებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის 400 მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგების მიზნით სამინისტრო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კომპანიების ჩართულობის გაზრდაზე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე — გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს შექმნაზე.

რეფორმების ფარგლებში იცვლება პროექტების განხორციელების მიდგომაც — აქცენტი კეთდება ხარისხიან პროექტირებაზე, რის შემდეგაც გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი სტანდარტების დანერგვაზე, კომპანიის ეფექტიანობის ზრდასა და სექტორის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებაზე.

რევაზ სოხაძის განცხადებით, საქართველო ქმნის ღია, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოს, სადაც სატენდერო პროცედურები ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს ყველა მონაწილისთვის.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების როლს და აღნიშნა, რომ საქართველოს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის ADB-სთან, რომლის მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ინერგება მაღალი სტანდარტები. მისი შეფასებით, აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის სანდოობას და სტაბილურ საინვესტიციო გარემოს.

ღონისძიების მიზანი იყო საერთაშორისო კომპანიების დაინტერესება, მათი ნდობის გაძლიერება და საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა