მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7252.3
-0.0191
flag
AZN 1.5715
-0.0011
flag
CNY 39.397
0.0002
flag
EUR 3.1095
-0.0029
flag
GBP 3.5909
-0.0158
flag
KZT 55.64
-0.0092
flag
TRY 0.0582
-0.0003
flag
USD 2.6716
-0.0016
news banner

ბაზარზე ორი თვეა ვოპერირებთ, ჩვენი სტუმრების უმეტესობა კი უცხოელია - Tsaze-ს დირექტორი

news image

ადგილობრივ სარესტორნო ბაზარზე ცაზე • Tsaze ორი თვის წინ გამოჩნდა, თუმცა ობიექტის ცნობადობა დღითი დღე იზრდება.

Busness Insider Georgia-თან რესტორნის დირექტორი,ზურაბ ჯიბლაძე, ამბობს, რომ მათი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა ობიექტის ლოკაცია.

ჩვენი რესტორნიდან მოჩანს ძველი თბილისის პანორამული ხედები, გვაქვს მომსახურების მაღალი ხარისხი, გემრიელი კერძები და ბარი, სადაც სტუმრებს ვთავაზობთ კლასიკურ და საფირმო კოქტეილებს“, - ამბობს ზურა ჯიბლაძე.

როგორც დირექტორი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებს განსაკუთრებული და სასიამოვნო გარემო შეუქმნან.

პარასკევს სტუმრებს, ვიოლინოსა და საქსოფონის მუსიკით გაფორმებულ საღამოს ვთავაზობთ. რესტორნის სივრცეში შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობაც“, - ამბობს რესტორნის დირექტორი.

ცაზე • Tsaze მომხმარებლებს სთავაზობს ქართულ-ევროპულ, განახლებულ ქართულ სამზარეულოსა და ძირითადად ევროპულ კერძებს.

რესტორანს საქართველოს მოქალაქეების გარდა, უფრო ხშირად უცხოელები, კერძოდ კი, ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსულები სტუმრობენ.

რესტორანი ცაზე • Tsaze 21 HOTEL-ის მეხუთე სართულზეა განთავსებული და ამდროისთვის ობიექტზე დასაქმებულია 15 ადამიანი.

რესტორანს აქვს როგორც შიდა, ასევე გარესივრცეც. შიდა სივრცეში 50-მდე სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი, ხოლო გარე სივრცეში 30-ის.

რესტორანი ქართველი რესტორატორების მიერ დაფუძნდა  და ჯამურმა ინვესტიციამ სასტუმროსა და რესტორანში 4$ მილიონი დოლარი შეადგინა. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა