ბაზარზე ჩინური ავტომობილების წილი გაიზარდა - „კავკასიის ავტოიმპორტი“
ბაზარზე გაიზარდა ჩინური ავტომობილების წილი, თუმცა დაახლოებით 2 ათას მანქანამდე შეადგენს, რაც არ არის მაღალი მაჩვენებელიი იმ ფონზე, როცა აშშ-დან თვეში ხდება 20 ათასამდე ავტომანქანის იმპორტი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „კავკასიის ავტოიმპორტის“ კომერციულმა დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ავტობაზარი პროფიციტულია, ძვირადღირებული ავტომობილები დაახლოებით 20%-ით გაიაფდა.
„კავკასიის ავტოიმპორტის“ კომერციული დირექტორის შეფასებით, ავტომობილების რეექსპორტში საქართველოსთვის ძირითადი ბაზრებია ყაზახეთი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი. მისი თქმით, კიდევ არის რამდენიმე მიმართულება სადაც სამუშაოა და სამომავლო პერსპექტივას წარმოადგენს.
„აშშ და გერმანია იმპორტში ლიდერები არიან. ადგილობრივ ბაზარზე და რეექსპორტის შემთხვევაში კვლავ ყველაზე მოთხოვნადია ტოიოტა, ჰიუნდაი, KIA და ფორდი“, - ამბობს ალექსანდრე ვეკუა.
შსს-ს მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველოში განხორციელდა 25,2 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 3,1 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 19,2 ათასი ავტომობილი. უწყების ცნობით, ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, რომელიც მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 95%-ს შეადგენს.
ავტომობილების ექსპორტი: 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საზღვარგარეთ 3.128 ავტომობილი გაიყვანა. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ქვეყანამ გაყიდა 3.018 მსუბუქი ავტომობილი, 12 სპეციალიზებული ავტომობილი, 31 სატვირთო, 11 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 7 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 22 მისაბმელი და 27 მოტოციკლი.
ავტომობილების რეექსპორტი: 2024 წლის პირველ სამ თვეში რეექსპორტზე გავიდა 19.169 ავტომობილი. შსს-ს მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეექსპორტირებულია 18.753 მსუბუქი ავტომობილი, 56 სპეციალიზებული ავტომობილი, 187 სატვირთო მანქანა, 53 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 26 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 58 მისაბმელი და 36 მოტოციკლი.
ავტომობილების იმპორტი: რაც შეეხება ავტომობილების იმპორტს, რაოდენობამ პირველ კვარტალში 29.040 შეადგინა, რომლის დიდი ნაწილი ასევე მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 2024 წლის სამი თვეში ქვეყანაში შემოვიდა 25.249 მსუბუქი ავტომობილი, 415 სპეციალიზებული ავტომობილი, 1.964 სატვირთო მანქანა, 235 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 265 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 568 მისაბმელი და 344 მოტოციკლი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.16:04
როდესაც საქმე ეხება ავტომობილის ძრავის დაცვას, ეფექტიანობასა და გამძლეობას, Shell ერთ-ერთია იმ ბრენდებიდან, რომლებიც სტანდარტებს არა უბრალოდ იცავენ, არამედ თავად აყალიბებენ მათ. მსოფლიო ლიდერი საცხებ-საპოხი მასალების სფეროში, Shell გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ზეთებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე მძიმე ტექნიკისა და ინდუსტრიული დანადგარებისთვის.
Shell-ის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ძრავის მაქსიმალურ დაცვას ექსტრემალურ პირობებშიც კი, ზრდის საწვავის ეკონომიას და ახანგრძლივებს ტექნიკის სიცოცხლის ციკლს — რაც საბოლოოდ დროისა და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს მომხმარებლისთვის.
Shell-ის მთავარი უპირატესობები
ნოვატორი ბრენდი, რომელიც იყენებს PurePlus ტექნოლოგიას
Shell იყო პირველი, რომელმაც დაიწყო უნიკალური PurePlus ტექნოლოგიის გამოყენება საწვავისა და საბაზისო ზეთის წარმოებაში. ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იცავს და ხელს უწყობს ძრავის სისუფთავეს, უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებს, სხვა დაბალი კლასის ძრავის ზეთებთან შედარებით, აქვს ნაკლები აორთქლება და ნაკლებად სჭირდება დამატება. გარდა ამისა, ხელს უწყობს საწვავის ეკონომიას, რადგან რაც უფრო ნაკლებია ძრავის ნაწილებს შორის ხახუნი, მით უფრო მარტივად მუშაობს შემადგენელი ნაწილები და უფრო ნაკლები საწვავია საჭირო.
ეს ტექნოლოგია გულისხმობს ბუნებრივი აირის გარდაქმნას უმაღლესი ხარისხის თხევად -საბაზისო ზეთად, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები -საბაზისო ზეთს ნედლი ნავთობისგან ამზადებენ. Shell-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ამ ბრენდის საბაზისო ზეთი კრისტალურად სუფთაა და მასში არ არის ის მინარევები, რომლებსაც ნედლ ნავთობში ვხვდებით. Shell წინ უსწრებს ინდუსტრიის მოთხოვნებს და Shell PurePlus Technology-ს მეშვეობით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთს - Shell Helix-ს.
Shell-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში ეკოლოგიაზე ზრუნვაში. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის გახდეს ენერგობიზნესი, რომელსაც ექნება ნახშირბადის ნულოვანი ემისიები. გარდა ამისა, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს და ქარხნებში იყენებს განახლებად რესურსებს.
Shell - სუპერქარების რჩეული
Shell გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერების ტექნიკური პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport.
Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც იყენებს და რეკომენდაციას უწევს, არის სწორედ „შელის“ მიერ წარმოებული Shell Helix Ultra, დამზადებული GTL ტექნოლოგიით. აქვე უნდა ითქვას, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, არის საწვავის მწარმოებელიც, მის საწვავს Shell V-Power-ს მოიხმარენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari.
საინტერესო ფაქტები Shell-ის შესახებ
საქართველოში ბრიტანული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია Shell-ის ოფიციალური წარმდგენია სომხეთშიც.