ბავშვებისა და მოზარდებისთვის, BTU და Coca Cola ციფრული წიგნიერების საერთაშორისო ინიციატივას იწყებენ
ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, BTU და Coca Cola ციფრული წიგნიერების საერთაშორისო ინიციატივას იწყებენ. ინიციატივის ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების, კიბერჰიგიენის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა საკითხების გარშემო შექმნილი საგანმანათლებლო, მულტიმედია მასალა, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ასობით ათას ბავშვს და მოზარდს, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში გაუზიარდება. პროექტი ხორციელდება BTU AI4Globe და „კოკა-კოლა განათლებისთვის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში. შექმნილი ვიდეორგოლებისა და მულტიმედია მასალის გარდა, მთელი წლის განმავლობაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს საბავშვო ტექნოლოგიურ ბანაკებს, ვორკშოპებს და ჩაატარებს სესიებს აღნიშნული საგანმანათლებლო მასალების შესახებ.
ინიციატივის ფარგლებში, უკვე შეიქმნა 20 ვიდეომასალა ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ეტაპობრივად განთავსდება ონლაინ პლატფორმაზე და ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის.
ვიდეორგოლები შექმნილია შემდეგი თემატიკის გარშემო: კიბერჰიგიენა, სოციალური მედიის უსაფრთხოება, სოციალური ინჟინერია და ფიშინგის ტიპები, კიბერბულინგი და სახიფათო თამაშები, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, რა არის ხელოვნური ინტელექტი?, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მონაცემები და AI-ის აპლიკაციები, AI ტექნოლოგიების საწყისები ბავშვებისთვის, ეთიკა, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება AI-ში ბავშვებისთვის, ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა პროფესიები, როგორ მუშაობს ნივთების ინტერნეტი AI-ში, ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციები განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თამაშების შესაქმნელად, ხელოვნური ინტელექტის როლი კლიმატის ცვლილებებში, ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივი სიკეთისთვის, ცრუ ახალი ამბები და Deepfake: ინსტრუმენტები, რა არის ციფრული ნაკვალევი?
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის განათლების ხელშეწყობა არა მხოლოდ სოციალურიპასუხისმგებლობის ნაწილი, არამედ კომპანიის ღირებულებებისა და მისი ხედვის განუყოფელინაწილია. წლების განმავლობაში, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია აქტიურად უჭერს მხარსსაგანმანათლებლო ინიციატივებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია ახალგაზრდებისთვის ცოდნისხელმისაწვდომობა და შესაძლებლობების გაფართოებაა.
BTU-ს პროექტის, AI4Globe-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების და ახალგაზრდების, ქალების დაკერძო სექტორის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების, მომზადება გადამზადებისპროცესს. საერთაშორისო პროექტი საქართველოდან მსოფლიოში უკვე ხორციელდება და აფრიკისრამდენიმე ქვეყანაში, უკრაინაში და სლოვაკეთში, მიზნობრივი ჯგუფებისთვის ქმნის და უფასოდაზიარებს საგანმანათლებლო მასალას და მულტიმედია რესურსებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
01.07.2025.22:21
ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა მედიასაშუალებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებით დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის საქმიანი რეპუტაციის წინაღმდეგ იყო მიმართული და მიზნად ისახავდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნოშრევან ნამორაძე და მისი ოჯახის წევრები ხშირად გამხდარან თავდასხმის ობიექტები კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან. როგორც ჩანს, მორალური მედია ტერორი არ აღმოჩნდა საკმარისი და დღეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ცდილობენ მისი საქმიანი რეპუტაციის დაზიანებას, რაც აღიქმება მის ბიზნესზე თავდასხმად, რაც ნამდვილად "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა - ბიზნესის რეკეტი. ეს მანკიერი პრაქტიკა საზოგადოებამ 2012 წელს მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად დაასრულა...
მეტი სიცხადისთვის მათთვის, ვისაც არ ახსოვს - ნოშრევან ნამორაძე და მისი ოჯახი წინა ხელისუფლების მსხვერპლია. მას ერთხელ უკვე ჩამოართვეს ბიზნესი და დააკავეს. 16 წლის შემდეგ, ნოშრევან ნამორაძის მიმართ ამ საქმეებზე დადგა გამამართლებელი განაჩენი.
დღეს კონკრეტულ მედიასაშუალებებში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც გამოგონილ ფაქტებზეა დამყარებული, არის ახალი კამპანიის ნაწილი, რომელიც კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მათ მიერვე დაფინანსებული სატელევიზიო ეთერებიდან წამოიწყო.
დეზინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია, მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება და ავტორიტეტული გვარების ხსენებით ცდილობენ იაფფასინი ტელეშოუების მოწყობას, თუმცა, როგორც ჩანს, ცრუ განცხადების გამავრცელებლებს ავიწყდებათ, რომ ძალაში შევიდა კანონი ცილისწამების შესახებ, რაც მათ ავალდებულებს გავრცელებული ინფორმაციის და ფაქტების უტყუარობის დამტკიცებას.
ჩვენი მხრივ, მოუწოდებთ მედიასაშუალებებს და კერძო პირებს, ნუ გაავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას, მით უფრო ისეთ არასერიოზულ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, როგორც დღეს გავრცელებული განცხადების ავტორია..
P.S. ცრუ განცხადების გამავრცელებლებს შევახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მეხოტბედ მოხსენიებული ნოშრევან ნამორაძე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლია“, - წერს ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა.