ბათუმში, ორბი მილენიუმში 55 დღეში 2500 აპარტამენტი გაიყიდა - კომპანიის ახალი რეკორდი
ორბი ჯგუფის ახალი რეკორდი. როგორც ორბის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბათუმში, ორბი მილენიუმში 55 დღეში 2500 აპარტამენტი გაიყიდა. კომპანიის ცნობით, 1-ელი, მე-2, მე-3 და მე-4 ბლოკები უკვე გაყიდულია.
ახლა კი, აქციის ბოლო ეტაპზე მე-5 და მე-6 ბლოკის გაყიდვები დაიწყო.
„აპარტამენტები შოკ ფასად! 18 750$-ად
რატომ ORBI MILLENNIUM?
ზღვის პირველ ზოლში - სანაპიროდან 50 მ
არქიტექტურა: Wilkinson Eyre Architects
მმართველობა: 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ოპერატორი
ინვესტიციის 100%-იანი ზრდა 6 თვეში
გაქირავებიდან სტაბილური საიჯარო შემოსავალი
პროექტი შენდება 2 ჰექტარამდე ტერიტორიაზე, სადაც გელოდებათ:
იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია!“, - აღნიშნულია ორბი ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორბი მილენიუმი ორბი ჯგუფის ახალი პროექტია, რომელიც ბიზნეს კლასის სავაჭრო და საცხოვრებელ სივრცეებს აერთიანებს. მისი გეგმარება მოიცავს მასშტაბურ სარეკრეაციო, საშოპინგე, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს.
პროექტის დიზაინის ავტორი მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული არქიტექტურული კომპანია Wilkinson Eyre არის.
ორბი მილენიუმი ბათუმის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და პრესტიჟულ ადგილას, ახალ ბულვარში მდებარეობს. ის ახალი ბულვარის სანაპირო ზოლზე ერთადერთი და ბოლო პროექტია, სადაც მშენებარე უძრავი ქონების შეძენაა შესაძლებელი.
აღსანიშვანია, რომ პროექტი არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმაღლით, ამგვარად ის ჰარმუნიულად არის განთავსებული ახალი ბულვარის უბნის არქიტექტურასთან, რომელიც სხვა ბათუმის ახალი უბნებიდან, გამოირჩევა შედარებით დაბალი და კომპაქტური შენობებით.
პროქტის კომერციული ნაწილი - იგივე D ბლოკი, მასპინძლობს ბევრ საინტერესო მაღალი კლასის ბრენდს და მობილურად აკავშირებს პროექტის სხვა ბლოკებს ერთმანეთთან.
კომერციული ბლოკის დაბალი სიმაღლე და ჭკვიანური განლაგება Orbi Millenium-ის უზარმაზარ, გაშლილ სივრცეს აძელვს, რომელიც პროექტის სტურებისთვის და მასპინძლებისთვის დიდი სარეკრეაციო, გასართობ და დასასვენებელ სივრცეს აძლევს.
სხვა სიახლეები
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
16.04.2026.18:00
თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.
ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი
საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:
“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”
პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა
ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:
“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.
ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.
რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?
მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.