მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტულ-გასართობი სივრცე GOAL FITNESS იხსნება.

ახალი სპორტულ-გასართობი ცენტრი შარტავას #16-ში მდებარეობს და ის სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს, მათ შორის: ფიტნეს დარბაზს, საკვები დანამატების ბარს, კროსფიტის სივრცეს, სპორტულ მაღაზიას, საბილიარდოს, Playstation-სა და სხვა სივრცეებს. 

„GOAL FITNESS ჩვენი ახალი, მრავალფუნქციური ცენტრია, რომელიც მალე ბათუმში გაიხსნება. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცე შევთავაზოთ, არამედ გარემო, სადაც მათ შესაძლებლობას მივცემთ კომფორტულად გაატარონ დრო, იზრუნონ ჯანმრთელობაზე და მიიღონ საუკეთესო მომსახურება.  სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარებას, სერვისების გაფართოებას და დიდ ქალაქებში ახალი ფილიალების გახსნას ვგეგმავთ“, - განაცხადა GOAL FITNESS-ის დირექტორმა, გიორგი საფარიძემ.

„საქართველოს ბანკისთვის რეგიონების განვითარება და ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტულია. სწორედ ამ მიზნით, გვერდში ვუდგავართ ისეთ პროექტებს რომლებიც, მომხმარებლებს დამატებით, მაღალი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. GOAL FITNESS თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც ბათუმის მაცხოვრებლებსა და ჩამოსულ სტუმრებს ჯანსაღი ცხოვრების, აქტიური განტვირთვისა და ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის წამყვანმა კორპორაციულმა ბანკირმა, თათია თურმანიძემ. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები

16.01.2026.18:00

კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა