ბათუმში ახალი სასტუმრო Hampton by Hilton Batumi Center გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ბათუმში ახალი სასტუმრო Hampton by Hilton Batumi Center, „ტურინვესტ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორთან გიორგი აბაშიძესთან ერთად გახსნა.
გახსნის ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა რეგიონში ხელს უწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას, საინვესტიციო გარემოს გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მისი თქმით, ხელისუფლება განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას და სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნას, რასაც მსგავსი ინიციატივების განხორციელებაც ადასტურებს.
Hampton by Hilton-ის ბრენდი ასოცირდება სანდოობასა და მომსახურების მაღალ სტანდარტებთან, რაც რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის.
რვა სართულიანი, 143 ნომრიანი სასტუმრო წარმოადგენს მნიშვნელოვან შენატანს საქართველოს მზარდ სასტუმრო ინდუსტრიაში.
სასტუმროს გახსნის ღონისძიებას, ასევე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
საკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
სხვა სიახლეები
როგორია Coca-Cola-ს ქარავანის 19 დეკემბრის მარშრუტი
19.12.2025.12:43
Coca-Cola Bottlers Georgia-ს ჯადოსნური ტრადიცია გრძელდება.
Coca-Cola-ს ქარავანი დღეიდან 30 დეკემბრის ჩათვლით მსვლელობას იწყებს.
„მოძრავი დღესასწაული კოკა-კოლას სატვირთოებით, სანტა-კლაუსით, ბრჭყვიალა განათებებითა და მუსიკით სავსე მსვლელობა იქნება.
Coca-Cola-ს ქარავანი - 2025 - მსვლელობა დღეს თბილისიდან დაიწყება, - განმარტავენ Coca-Cola Bottlers Georgia-ში.
გაეცანით ქარავანის 19 დეკემბრის მარშრუტს
