მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე OKTO Group-ს ახალი სიტყვა - OKTO Art House: კომფორტი, ინოვაცია და ხელოვნება ერთ სივრცეში

news image

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო, განსაკუთრებით კი ბათუმი, ბოლო წლებში მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტურისტული და საინვესტიციო მიმართულება. მზარდმა საერთაშორისო ინტერესმა და უძრავი ქონების ბაზრის დინამიკურმა განვითარებამ კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი ახალ სტანდარტებზე ორიენტირებული პროექტების საჭიროებას.

OKTO Group-ში აცხადებენ, რომ ბათუმი უკვე მყარად დამკვიდრებულია მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. ამას მოწმობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემებიც: 2025 წელს მგზავრთა რაოდენობა 35%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მზარდი მოთხოვნის ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზეც მნიშვნელოვნად გაიზარდა კონკურენცია. შესაბამისად, როგორც ინვესტორები, ისე მაცხოვრებლები ელიან უმაღლესი ხარისხის, კომფორტულ და ცხოვრების სტილზე მორგებულ საცხოვრებელ სივრცეებს.

სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს OKTO Group – კომპანია, რომელმაც მცირე დროში მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა. ჯგუფის ფლაგმანური პროექტი OKTO Art House ბათუმის ბულვარის პრესტიჟულ ლოკაციაზე შენდება და აერთიანებს ხარისხს, კომფორტს, უსაფრთხოებასა და ინოვაციას.

OKTO Group-ი საკუთარ პროექტში  მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების  სამშენებლო მასალებს და უახლეს ტექნოლოგიას იყენებსმშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე მყარი საძირკველია და ამიტომაც კომპანია საძირკვლის გასამაგრებლად დამატებით ხიმინჯის კონსტრუქციებს იყენებს. OKTO Group-ში აცხადებენ, რომ ხიმინჯის კონსტრუქციისთვის გამოიყენება ისეთი მაღალი ხარისხის მასალები, როგორიცაა არმატურა A 500/C  და ბეტონი B35,  რაც ითვლება უმაღლესი ხარისხის მასალად. ჯამში პროექტისთვის გათვლილია 234 ხიმინჯი. ეს ყოველივე მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის  უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანაპირო ზონაში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის  სიმყარესა და მდგრადობისთვის

OKTO Art House-ის საინვესტიციო უპირატესობა ხელსაყრელი ლოკაცია, დაგეგმარება და სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებული აპარტამენტის ტიპებია, რაც გრძელვადიანი სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ხარისხისა და უსაფრთხოების გარდა, პროექტს გამორჩეულს ხდის კომფორტი და ინოვაციური კონცეფცია, რაც OKTO Art House-ს უნიკალურ პროექტად აქცევს.

კომპლექსი  მოიცავს 6000 კვ.. ფართობს და შედგება ორი 35-სართულიანი შენობისგან, რომლებშიც განთავსებულია 1680 აპარტამენტი. ზღვის, ქალაქისა და  მთის ხედები, თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგებული რეკრეაციული და სპორტული ზონები ქმნის იდეალურ გარემოს ყოველდღიური ცხოვრებისა და დასვენებისთვის.

მაცხოვრებლებს ხელი მიუწვდებათ ყველაფერზე, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას კომფორტულს გახდის. კომპლექსში არის ბავშვთა სამხატვრო სკოლა და გალერეა, გამწვანებული ეზო სპორტული მოედნებით და სარბენი ბილიკებით უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესაძლებლობას. ფიტნეს დარბაზი, რესტორნები და კაფეები კი ქმნიან იდეალურ გარემოს დასვენებისა და სოციალიზაციისთვის. მიწისქვეშა პარკინგი კი უზრუნველყოფს მცხოვრებლების კომფორტს და ეზოს სივრცის ეფექტურ გამოყენებას.

ამასთან,კომფორტის კუთხით,  ბენეფიტი არის ის, რომ მომხმარებელს დამატებით შეგვიძლია შევთავაზოთ ბინები სრული პაკეტით - ე.წ. Turn Key Inovation, რაც გულისხმობს სრულად გარემონტებულ აპარტამენტს საჭირო ავეჯით და ტექნიკით, რომლის დიზაინი შემუშავებული იქნება პროფესიონალი დიზაინერების მიერ, სივრცის ერგონომიკისა და თანამედროვე ინტერიერის ტენდენციების გათვალისწინებით.  რაც შეეხება ინოვაციურ ნაწილს, OKTO ART HOUSE პროექტს გამორჩეულს ხდის უნიკალური, ხელოვნებაზე დაფუძნებული კონცეფცია. კომპლექსის მაცხოვრებლებს აქ  დახვდებათ  ბავშვთა სამხატვრო სკოლა და საგამოფენო გალერეა, ხოლო ქართველი მხატვრების ნამუშევრებით დეკორირებული   თითოეული სართულის დერეფანი  უფრო მეტი შთაგონებით აღავსებს  ყოველდღიურ ცხოვრებას, - განმარტავენ OKTO Group-ში.OKTO Group მომხმარებლებს მოქნილ გადახდის პირობებს სთავაზობს, რაც მოიცავს მინიმალურ პირველად შენატანს და ხელსაყრელ ვადებს. ეს აადვილებს ინვესტიციის განხორციელებას როგორც მუდმივი საცხოვრებლის, ისე გაქირავების მიზნით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და დადგენილ ვადებს ემთხვევა. აპარტამენტების 60% უკვე გაყიდულია, რაც პროექტის მიმართ მაღალ ნდობასა და მოთხოვნაზე მეტყველებს.

OKTO Art House-ის მშენებლობა 2027 წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდება. ეს კი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდის ბათუმის მიმზიდველობას, როგორც მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის

OKTO Group სამომავლო გეგმები საკმაოდ ამბიციურია და  უკავშირდება მისწრაფებას, რომ შეინარჩუნოს უნიკალური  იდენტობა და  პრემიუმ ხარისხი და ამავდროულად, უპასუხოს  ყველა თანამედროვე მოთხოვნას

სწორედ OKTO Art House იქცევა  იმ პირველ მნიშვნელოვან რგოლად, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მომავალ საინტერესო და ინოვაციურ  პროექტებს, ბრენდის ღირებულებებისა და უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image განჯინა - ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი

13.03.2026.18:16

ბავშვობა ბებიის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად, სწორედ ბებიები არიან ის ადამიანები, რომლებიც უპირობო სიყვარულითა და უკომპრომისო ერთგულებით გვაჯილდოებენ. წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.

ცხადია, ეს კამპანია ნოსტალგიური გემოს გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომაც საკონდიტრო ბრენდ განჯინას დამფუძნებელს, სოფო ჩიქოვანს ვესაუბრეთ. კამპანიის ფარგლებში, ის სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეს შესთავაზებს – ბავშვობის მონატრებული გემოს, ატმის ნამცხვრის დაგემოვნება განჯინაში მხოლოდ მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე, თუ განჯინას 31 მარტის ჩათვლით ეწვევით, 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ PLUS ბარათით გადახდისას.

გემო და მეხსიერება

სოფო გვიყვება, რომ ბავშვობასთან ყველაზე მეტად დესერტები, განსაკუთრებით კი ბებიის რეცეპტები აკავშირებს. დღემდე ვერ ივიწყებს ბებიის მომზადებულ ვანილის ტორტს შოკოლადის გედებით და ნამცხვარს სახელად ატმები, რომელსაც მისთვის განსაკუთრებით ნოსტალგიური გემო აქვს. ცხობის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულიც ბებიის მიერ მომზადებულ ნუგბარს უკავშირდება.

მარტის თვეში სოფო ბავშვობის გემოებს განჯინაში გაგვიზიარებს. ბებიის რეცეპტით მომზადებული ატმებით სტუმრებისთვის იმ ზრუნვის, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ეცდება, რომელიც მისთვის ამ დესერტთან ასოცირდება. ნუგბარი ნოსტალგიურ გემოსთან ერთად უნივერსალურობითაც გამოირჩევა.

როგორც სოფოსგან შევიტყვეთ, დღეს მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ე.წ. კორპუსიანი, ანუ რეალისტური დესერტები, რომლებიც ვიზუალურად ნამდვილ ხილს ჰგავს, შიგნით კი ბისკვიტის, კრემისა და მუსის რთულ კომპოზიციას მალავს. განჯინაში მსგავსი ტექნიკით შექმნილი რამდენიმე ნუგბარი უკვე აქვთ, ახლა კი მათ რიგებს ტრადიციული ატმებიც შეუერთდება.

“რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემი ამ ნამცხვარს სულ ამზადებს და ეს გემო მასთან ერთად გატარებულ ძვირფას დროს მახსენებს. გვინდოდა, ეს ემოცია სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. დარწმუნებული ვარ, ატმები უფროს თაობას ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას გაუღვიძებს, ახალგაზრდებს კი თავისი ტრენდულობითა და გამორჩეული ვიზუალით მოხიბლავს”, – აღნიშნავს განჯინას დამფუძნებელი.

განჯინას შესახებ

განჯინა საკონდიტრო ბრენდია, რომლის ისტორიაც პანდემიის პერიოდიდან იწყება. სოფო ჩიქოვანი პანდემიამ მიახვედრა, რომ ცხობა საყვარელ საქმიანობასთან ერთად, დიდი პოტენციალის მქონე პროფესიადაც შეეძლო ექცია. პირველივე ნაბიჯებიდან მხარში დედა ედგა და ზუსტად ამიტომ, არასდროს დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.

ღუმელის საყიდლადაც მე და დედა ერთად წავედით ლილოში. ვიყიდეთ 120-ლარიანი ღუმელი და განჯინას ისტორიაც ამ ღუმელით დაიწყო“, – იხსენებს განჯინას დამფუძნებელი, სოფო ჩიქოვანი.

სულ მალე განჯინა ძალიან პოპულარული გახდა. ბიზნესის ზრდისთვის ფეხი რომ აეწყო, სოფომ გადაწყვიტა, ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში, საუკეთესო საკონდიტრო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.

“სპეციალურად ამისთვის ესპანური ენა სამ თვეში ვისწავლე და უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ 1 წელი ვსწავლობდი და ამ პერიოდის განმავლობაში განუწყვეტლივ თბილისში ჩამოსვლასა და საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ვფიქრობდი”, – ამბობს სოფო

დღესდღეობით განჯინა მზარდი ბიზნესია, რომელსაც 25 ადამიანისგან შემდგარი გუნდი აძლიერებს. ბრენდის უკან ძირითადად ქალები დგანან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რათა საკონდიტრო გამორჩეული დესერტებით ყოველდღიურად დახუნძლონ.

განჯინას სამომავლო გეგმები

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებსაც განჯინა მიმდინარე წელს გვპირდება. სოფო აღნიშნავს, რომ სულ მალე ბრენდი სტუმრებს ახალ ფილიალში მიიღებს, სადაც მათ ახალი გემოებითაც გაუმასპინძლდებიან. ამასთან, წლის განმავლობაში განჯინას ტკბილეულის გასინჯვა სხვადასხვა pop-up კუთხეშიც იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფოს ოცნებაა, განჯინა ესპანეთის რომელიმე ქალაქშიც გახსნას და უგემრიელესი დესერტები ადამიანებს საზღვრებს გარეთაც გააცნოს. მას სჯერა, რომ ეს ჩანაფიქრი ადრე თუ გვიან ხორცს შეისხამს და ჟინი, ისევე როგორც ადრე, მომავალშიც ყველაფერს შეაძლებინებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა