მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7096
0.0083
flag
AZN 1.5741
0.0012
flag
CNY 39.01
-0.0076
flag
EUR 3.1581
0.0037
flag
GBP 3.6066
-0.0125
flag
KZT 53.74
0.0024
flag
TRY 0.0609
0
flag
USD 2.6759
0.0018

ბათუმის სასტუმრო ბაზარზე წარმატებული ოპერირების შემდეგ, ქართული ბრენდი „მონარქი“ თბილისში გაფართოებას გეგმავს

news image

ბათუმის სასტუმრო ბაზარზე წარმატებული ოპერირების შემდეგ, ბრენდი „მონარქი“ დედაქალაქში შემოსვლას გეგმავს. სასტუმრო, რომელიც სამი წლის წინ გაიხსნა და მფლობელი კომპანია „ინს გრუპის“ პორტფელის ნაწილია, გაფართოების გეგმას აქტიურად ამუშავებს და თბილისის ბაზარს სწავლობს.

კომპანიის  დამფუძნებელი, გია ლომინაძე, Business Insider Georgia-სთან აღნიშნავს, რომ ბრენდის ეფექტური მუშაობა და დადებითი დინამიკა მათ საშუალებას აძლევს, განიხილონ ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

„Hotel Monarch Batumi ადგილობრივ ბრენდებს შორის იმდენად კარგად არის პოზიციონირებული, რომ ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება როგორც დატვირთულობის, ასევე პრაისინგისა და მაღალი რეიტინგების თვალსაზრისით. ბრენდი „მონარქის“ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომავალშიც ვგეგმავთ განვითარებას. აქტიურად განვიხილავთ, რომ „მონარქის“ ბრენდით სასტუმრო თბილისში გავხსნათ“, — განმარტავს გია ლომინაძე.

რაც შეეხება Hotel Monarch Batumi-ს, სასტუმრომ 2025 წელი 75%-იანი დატვირთულობით დაასრულა და მენეჯმენტს არსებული მაჩვენებლების საფუძველზე იმედი აქვს, რომ 2026 წელს მეტ სტუმარს უმასპინძლებს.

„2025 წელს გვქონდა 75%-იანი წლიური დატვირთულობა, ხოლო სასტუმროს სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელები იყვნენ. ლიდერობენ ისრაელი და თურქეთი. ვფიქრობთ, რომ 2026 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე 2025 წელი იყო. წინასწარი ჯავშნები, რომლებიც მიმდინარე წლის ორი თვის განმავლობაში გვაქვს, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს და ასეთია ჩვენი პროგნოზიც - წელს 7-8%-ით მეტ სტუმარს მივიღებთ“, - აცხადებს გია ლომინაძე.

რაც შეეხება Hotel Monarch Batumi-ში განთავსების ფასების ზრდას, „ინს გრუპში“ განმარტავენ, რომ ეს მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ Hotel Monarch Batumi პოზიციონირებულია, როგორც 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იგივე ბრენდის სასტუმრო თბილისშიც გაიხსნება, მენეჯმენტის განცხადებით, ის აუცილებლად დააკმაყოფილებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მოთხოვნებს.

სასტუმრო „მონარქი“ ბათუმში 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ბათუმის ძველ, ცენტრალურ უბანში, ახმედ მელაშვილის #37-ში მდებარეობს და კომპანია „ინს გრუპის“ საკუთრებაა. ახალ პროექტში კომპანიამ 14 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სასტუმრო Monarch-ი 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ თანამედროვე, დახვეწილი ინტერიერის მქონე სასტუმროს წარმოადგენს, რომელიც მიმღებს, 67 ნომერს, ლობი-ბარს, საბილიარდო ოთახს, სპა სივრცეს, სასადილო სივრცეს, სამრეცხაოს, მიწისქვეშა პარკინგსა და ულამაზეს სქაი-ბარს აერთიანებს.

„მონარქი“ მორგებულია არა მხოლოდ ტურისტულ, არამედ საქმიან ვიზიტებზეც. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზით, რომელიც 60–80 ადამიანზეა გათვლილი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

27.02.2026.16:35

ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, თიბისი კონცეპტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში კულტურის სფეროს გაძლიერებას. მომხმარებლებს კი, შესაძლებლობას აძლევს, პირველები გაეცნონ მსოფლიო თუ ადგილობრივ სიახლეებს ხელოვნებაში, მარტივად დაესწრონ პრესტიჟულ ფესტივალებს, კონცერტებსა თუ გამოფენებს. 

უკვე მეორედ, თიბისი კონცეპტი Mastercard-თან ერთად, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს და საშუალებას აძლევს, გაემგზავრონ მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ღონისძიებაზე -  კანის კინოფესტივალზე და მონაწილეობა მიიღონ  კინემატოგრაფიის წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში.  

2026 წლის 1-31 მარტის ჩათვლით, კონცეპტ Mastercard World Elite-ის ძველი და ახალი ბარათების მფლობელები, რომლებიც შეასრულებენ მინიმუმ 5 გადახდას საერთაშორისო ელ.კომერციაში (ონლაინ შოპინგი ან სხვა ტიპის გადახდები საერთაშორისო პლატფორმებზე) და ჯამურად დააგროვებენ ყველაზე მეტი თანხის მოცულობის ტრანზაქციებს, მოხვდებიან 3 გამარჯვებულს შორის, რომლებსაც გადაეცემათ კანის კინოფესტივალის საგზური.

კინოფესტივალის საგზური მოიცავს: 

  • 2-კაციან საგზურს კანის კინოფესტივალზე 

ავიაბილეთებს

  • სასტუმრო Barriere Le Majestic-ში განთავსებას
  • წითელ ხალიჩასა და კინოჩვენებებზე დასწრებას
  • ფოტოსესიას
  • ლანჩს და სადილს 

შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე.

79-ე საერთაშორისო კანის კინოფესტივალი 2026 წლის 12–23 მაისს საფრანგეთში, ქალაქ კანში, Palais des Festivals et des Congrès-ში, გაიმართება. ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად მოიცავს ოფიციალურ საკონკურსო ჩვენებებს, საერთაშორისო პრემიერებს, სპეციალურ სექციებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებს. განსაკუთრებული ადგილი უკავია წითელი ხალიჩის ცერემონიებს, სადაც კინოსამყაროს ვარსკვლავები და პროფესიონალები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ხვდებიან. 

1946 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს წამყვან რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მომავალი წლის კინოინდუსტრიის ტენდენციებს. კანის კინოფესტივალის გენერალური სპონსორია Mastercard.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა