ბათუმის ბულვარში „აგროჰაბმა“ პავილიონები გახსნა
დამსვენებლებს ბათუმის ბულვარში წასახემსებელი ადგილის ძებნა არ მოუწევთ. აქტიური სეზონის დადგომასთან ერთად, ,,აგროჰაბის“ მომხმარებელს უკვე ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე პავილიონებში შეუძლია ჯანსაღი, ვიტამინებით სავსე, განახლებული მენიუ დააგემოვნოს.
როგორც ,,აგროჰაბის“ წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, პავილიონების გახსნით კომპანია შეეცადა დამატებითი კომფორტი შეექმნა ,,აგროჰაბის“ პროდუქტების მოყვარულთათვის, რომელთა შორის ბევრი უცხოელი ტურისტია.
„წლევანდელ სეზონზე სასიამოვნო სიახლეა. „აგროჰაბის“ პავილიონები გაჩნდა ბულვარში. სადაც ტურისტებს შეუძლიათ, რომ ,,აგროჰაბის“ გარკვეული მენიუ დააგემოვნონ. ძირითადად ეს არის წასახემსებელი, ტკბილეული, ასევე ჩვენი წარმოების გლიასე და სხვადასხვა მრავალფეროვანი მენიუ.
მათ შორის, ჩვენი ნაყინი, რომელიც ნედლი რძისგან არის დამზადებული და ძალიან ჯანსაღი პროდუქტია, როგორც დიდებისთვის, ასევე განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მართალია, მენიუ არასრულია, მაგრამ საჭირო და აუცილებელი იმისთვის, რომ ცხელ სეზონზე ადამიანმა წახემსება შეძლონ“, - აცხადებენ კომპანიაში.
გარდა ამისა, ,,აგროჰაბის“ პავილიონებში დამსვენებლებს შეუძლიათ უმაღლესი ხარისხის ჰოთ-დოგების დაგემოვნება, რომელიც ,,აგროჰაბის“ ხორცპროდუქტებისგან არის დამზადებული.
„მაქსიმალურად ვიზრუნეთ დამსვენებლების კომფორტზე. ყველა ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროდუქტი ჯანსაღი და უვნებელია, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ისედაც მიჩვეულია. ამდენად, გაგანია სეზონზე, როდესაც ხშირად რესტორნებში ადგილი არ არის ან დაჯავშნა სჭირდება, ,,აგროჰაბის“ მენიუ უკვე საზღვაო კურორტზე დამსვენებლებისთვის ბულვარის ტერიტორიაზევე არის ხელმისაწვდომი“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან.
ამ ეტაპზე ბათუმში „აგროჰაბის“ 3 პავილიონი ფუნქციონირებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:27
30.07.2025.15:33
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, სასწავლო რესურსების განვითარებას განაგრძობს. პლატფორმა Businesscourse.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია ახალი კურსი — „სანამ ბიზნესს დაარეგისტრირებთ“, რომლის ავტორია ანტერპრენერი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მარკოზაშვილი.
კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მეწარმეობის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს და სურს, გაარკვიოს, როგორ უნდა იქცეს იდეა რეალურ, სიცოცხლისუნარიან ბიზნესად.
კურსის ძირითადი თემებია:
კურსის მიზანია, მონაწილეებს შექმნათ სისტემური წარმოდგენა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც კომპანიის რეგისტრაციას და მის სტრატეგიულ ჩამოყალიბებას წინ უძღვის. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ იმაზე, თუ როდის, როგორ და რა ფორმით დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა.
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია 60-ზე მეტი პრაქტიკული კურსი, რომლებიც დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს ისეთი საკითხების გააზრებაში ეხმარება, როგორებიცაა მარკეტინგი, ფინანსები, ციფრული კომუნიკაცია, ტექნოლოგიური ინოვაციები და სხვ.
„სწორად გადადგმული პირველი ნაბიჯები ბიზნესის მომავალს განსაზღვრავს და მეწარმეობის მხარდაჭერა და წახალისებაც სწორედ ამ ეტაპზეა მნიშვნელოვანი. ამიტომაც დავამატეთ ახალი კურსი, რომელიც იდეის გაჩენიდან პრაქტიკულ გადაწყვეტილებებამდე, ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებულ პირებს სრულფასოვან გზამკვლევს სთავაზობს,“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში .
გაიარეთ კურსი ამ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი წარმოადგენს ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.