ბათუმის აეროპორტში ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღე გამოცხადდა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღე მიმდინარეობს. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს მოვიდეს აეროპორტში და საკუთარი კანდიდატურა წარუდგინოს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტს. ნებისმიერ კანდიდატს საშუალება აქვს წარადგინოს რეზიუმე, გაიაროს გასაუბრება და გამოხატოს ინტერესი კონკრეტულ პოზიციაზე დასასაქმებლად.
ამ ეტაპზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ეძებს კადრებს შემდეგი პოზიციებისთვის: მგზავრთა მომსახურების აგენტები, ჩატვირთვის კონტროლისა და კომუნიკაციების აგენტები, მორიგე ოფიცრები, ტექნიკური პერსონალი, მძღოლი, მტვირთავი, თვითმფრინავის დამლაგებელი. ყველა აღნიშნულია ვაკანსია სხვადასხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნას ითვალისწინებს. ღია კარის დღეზე დასწრებისა და მონაწილეობის მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, პირდაპირ მოვიდნენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიასთვის ღია კარის დღის ღონისძიების საშუალებით ახალი კადრების მოძიება და დასაქმება უკვე ჩვეული პრაქტიკაა. ტავ ჯორჯია ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე. კომპანია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი, რაშიც 230 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. კომპანიაში დღესდღეობით 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
14.05.2025.18:12
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წლის მთავარი ინსპირაციული ღონისძიება - Spotlight-ი სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისში გაიმართება.
Spotlight Tech 2025 25 მაისს ჩატარდება, ორდღიანი Spotlight 2025 კი მსმენელს 7 და 8 ივნისსუმასპინძლებს.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 14 მაისს, დაიწყო და მათი შეძენა ონლაინ,TKT.ge-სა და biletebi.ge-ს პლატფორმაზე არის შესაძლებელი.
Spotlight 2025-ის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სიახლეებს და გამომსვლელთა სიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბმულზე.
„ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების, აღმოჩენების და ინსპირაციის გაზიარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია Spotlight-ის ღონისძიების წარმდგენია. საქართველოს ბანკისთვის ტრადიციად იქცა, ინდუსტრიის ლიდერების ხელშეწყობა ინოვაციური იდეების გაზიარების, გენერირების და თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბების პროცესში და ამ მიმართულებით, არც Spotlight-ის ღონისძიებაა გამონაკლისი. ისეთი პლატფორმების აღმოჩენა, სადაც ადამიანები არ ჩერდებიან და უყვებიან ერთმანეთს, თუ როგორი უსაზღვროა შესაძლებლობები – ჩვენთვის, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი და ორგანულია. ამიტომ, უკვე მრავალი წელია, სფოთლაითის მხარდამჭერები ვართ და გვიხარია, რომ წელს სფეროს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების უფროსი.
ინფორმაციისთვის, ღონისძიება Spotlight-ის მოგზაურობა 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც Marketer.ge-მ ინდუსტრიის წარმომადგენელს ერთ სივრცეში მოუყარა თავი. დღეს „სფოთლაითი“ აერთიანებს ყველას, ვინც ინოვაციურ კვალს ტოვებს – იქნება ეს ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების თუ სტარტაპების სფეროში. ეს ტრანსფორმაცია ასახავს თანამედროვე ბიზნესის მზარდ ურთიერთკავშირს, სადაც მარკეტინგი, ტექნოლოგიები და ინოვაცია განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული.