ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება და ეკონომიკა იზრდება - ვაკო თურნავა La Quinta by Wyndham Batumi-ის გახსნაზე
ბათუმი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი და ამ ქალაქში როდესაც ასეთი დონის სასტუმროები იხსნება, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება, - ამის შესახებ დეპუტატმა ვაკო თურნავამ ბათუმში სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi (ლა ქინთა ბაი უინმდემ) გაიხსნის შემდეგ განაცხადა.
სასტუმრო La Quinta ქართული სამშენებლო - დეველოპერული კომპანია ELT GROUP- ისა და მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ქსელის – Wyndham Hotel Group-ის ერთობლივი პროექტია და პირველია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. La Quinta - ს ბრენდის სასტუმრო ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, „იელთი კვარტალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს.
„დღევანდელი სასტუმროს გახსნა არის უმნიშვნელოვანესი. ბათუმი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი და ამ ქალაქში როდესაც ასეთი დონის სასტუმროები იხსნება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ეს ყველაფერი უკვე აქ, ბათუმში შეგიძლიათ რომ ხედვითაც შეხედოთ, ნახოთ. ამ სასტუმროში დაახლოებით 10 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული, რაც განაპირობებს იმას, რომ რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ასევე თვითონ ამ კვარტალში არის 50 მლნ დოლარამდე ჩადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა იზრდება, ნიშნავს, რომ ტურისტს უნდა საქართველოში ჩამოსვლა, უნდა რომ შეიძინოს უძრავი ქონება და აქ იმუშაოს, დასახლდეს და ამ ულამაზესი ბათუმიდან თავისი ეკონომიური სამსახური აწარმოოს“, - განაცხადა ვაკო თურნავამ.
La Quinta სტუმრების მისაღებად მზად არის. ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ქალაქ ბათუმში 8 მაისს გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის, მათ შორის აშშ- ს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და “იელთი ჯგუფის” ადგილობრივმა და უცხოელმა პარტნიორებმა.
La Quinta by Wyndham Batumi - ი, ქართულ - ამერიკული პროექტია, რომელიც მხარეებს შორის, წარმატებული კოლაბორაციის შედეგად განხორციელდა. Wyndham - ისა და ELT Group - ის მისიაა, სასტუმროს სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მოგზაურთა ნაკადისა და ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის მნიშვნალობის ზრდას. ასევე, ქვეყნის შავიზღვისპირეთის დინამიურად მზარდი საინვესტიციო ბაზრის პოტენციალის განვითარებას. ბათუმი, უკვე მოინიშნა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე რეგიონის ტურისტულ ცენტრად, რომელიც მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებით და მზარდი ტურისტული ინფრასტრუქტურით იზიდავს.
Wyndham Hotel Group-ი უდიდეს ამერიკულ სასტუმრო ქსელს მიეკუთვნება, რომელსაც საერთაშორისო მოგზაურები უკვე კარგად იცნობენ და ენდობიან. Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს 95-ზე მეტ ქვეყანაში 9,300 - მდე სასტუმროს აერთიანებს. Wyndham - ი აღიარებულია ტექნოლოგიების, სტუმრების გამოცდილებისა და ლოიალობის თვალსაზრისით და იზიარებს “იელთი ჯგუფის” ხედვას ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ.
ბათუმში, “იელთი კვარტალის” ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო La Quinta საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და მორგებულია როგორც საქმიანი, ასევე, თავისუფალი მოგზაურებისთვის. სასტმრო 98 ბიზნეს, სტანდარტ, სუპერიორ, ჯუნიორ და ექსკლუზივ ლუქსის ტიპის ნომრებს, ასევე, სპა ცენტრს, ფინურ საუნას, სავარჯიშო დარბაზს, რესტორნებს, ბარს, საკონფერენციო და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ქალაქის თანამედროვე, ცოცხალ არქიტექტურაში ჩაეწერება და ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
La Quinta ადგილმდებარეობით და მომსახურების მაღალი ხარისხით იდეალური არჩევანი იქნება საქართველოს ვიზიტორებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო La Quinta ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომინირებულია ynd ham -ის International Opening Award -ზე. ELT GROUP - ი 19 – 21 მაისს მონაწილეობას მიიღებს Wyndham -ის გლობალურ კონფერენციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.08.2025.00:45
VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph აგვისტოს ბოლოს უნიკალურ სანაპირო სივრცეს ხსნის, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს.
ინოვაციური პავილიონები, პრემიუმ Beach Club-ები, ბარები და 80-მეტრიანი Infinity აუზი - ქმნიან გარემოს, სადაც ბუნება, თანამედროვე დიზაინი და პრემიუმ სერვისები ჰარმონიულად ერთიანდება.
„ეს იქნება ადგილი, სადაც არქიტექტურა არა მხოლოდ ჩარჩოა, არამედ პლატფორმა – ადამიანებისთვის, ხელოვნებისთვის და მომავლისთვის.
ეს არ იქნება მხოლოდ სანაპიროზე განთავსებული არქიტექტურული ნაგებობები – ეს არის ახალი დანიშნულების ადგილი, რომელიც გააერთიანებს ბუნებას, დიზაინსა და ცხოვრების სტილს გართობის ნაწილში.
პავილიონების მთავარი არქიტექტურული ღერძი – არის 80 მეტრიანი ინფინიტი აუზი, რომელიც ღია ჰორიზონტს უერთდება და ქმნის მძლავრ ვიზუალურ გამოცდილებას. აუზის გარშემო მოეწყობა ხელოვნურად დამუშავებული ოქროს ქვიშის ზონა, რაც ვიზუალურად ქმნის ტროპიკულ, ზღვისპირა განცდას – მაგრამ სრულიად ახალ კულტურულ კონტექსტში“, - აცხადებს VR Holding-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი მანანიკო ნამორაძე.
მისივე განმარტებით, პავილიონებიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები, როგორც ზღვაზე, ისე ტყის მასივზე. ეს სივრცე არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის – ის ფუნქციურად გაწერილია ისე, რომ იქ დაიგეგმოს მრავალფეროვანი ღონისძიებები: მუსიკალური ფესტივალები, ელექტრონული და აკუსტიკური ლაივ-შოუები, კულტურული საღამოები, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ და ა.შ
გარდა ამისა, ამ სივრცეში იქნება Social Lounge-ები, ღია ბარ-რესტორნები და კერძო ზონები მაღალი ხარისხის სერვისებით.
პავილიონები ზღვასა და ტყეს შორის, როგორც ცხოვრების ახალი სტილის პლატფორმა.
„პავილიონების გახსნა აგვისტოშია დაგეგმილი, რომელიც გრანდიოზული ღონისძიების თანხლებით ჩაივლის. ეს იქნება არა მხოლოდ სივრცის პრეზენტაცია, არამედ ცხოვრების ახალი სტილის დასაწყისი შეკვეთილის სანაპიროზე.
საქართველოში პირველად, პროექტში დაგხვდებათ სანაპიროზე განთავსებული ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური პავილიონები, 80-მეტრიანი Infinity აუზით, სადაც გაიმართება ღონისძიებები და გასართობი აქტივობები.
ე.წ. Beach Club-ების ტერიტორია, ინოვაციური მიდგომით, შექმნის ახალ დანიშნულების ადგილს შავიზღვისპირეთში.
ადგილი, რომელიც გააერთიანებს ბუნებას, დიზაინსა და ცხოვრების ახალ სტილს გართობის ნაწილში“, - აცხადებს მანანიკო ნამორაძე.