მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

BARTA წარმოადგენს საკმაოდ პრესტიჟულ ჯილდოს, როდესაც კომპანიას აღიარებული საუკეთესო ანგარიშგება აქვს, შეუძლია წარმატებით გამოიყენოს ბიზნეს საქმიანობისას - ირაკლი თუთარაშვილი

news image

“ანგარიშგების მაღალი სტანდარტი და გამჭვირვალობა ყველა დაინტერესებული პირისთვის მნიშვნელოვანია, ზრდის კომპანიის მიმართ ინტერესს, როგორც ინვესტორების, ასევე კომპანიის მომხმარებლების მხრიდან. BARTA  წარმოადგენს საკმაოდ პრესტიჟულ ჯილდოს. როდესაც კომპანიას აღიარებული საუკეთესო ანგარიშგება აქვს, შეუძლია წარმატებით გამოიყენოს მისი ბიზნეს საქმიანობისას,” - განაცხადა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ირაკლი თუთარაშვილმა და კომპანიებს მე-7 წელსაც აქტიურობისკენ მოუწოდა.

მან ყურადღება გაამახვილა კონკურსის მნიშვნელობაზე, მის პირობებსა და კრიტერიუმებზე. მისი განცხადებით, კომპანების მხრიდან აქტივობა ყოველწლიურად უფრო მზარდია და როგორც თუთარაშვილმა აღნიშნა, წელს უკეთესი შედეგის მოლოდინია, როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივად.

BARTA 2025 - საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება 30 ნოემბერს დასრულდება. BARTA-ს საქართველოში უკვე 6 წლიანი ისტორია აქვს და მისი მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა.

კონკურსს წელს, საქართველოს ეროვნული ბანკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს.

BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია. 2026 წლის თებერვალში, დაჯილდოების ცერემონიაზე, 10 საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. მათ შორის, წელსაც, გასული წლის მსგავსად, BARTA გამოავლენს „საუკეთესო დებიუტანტ კომპანიას“. ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველივე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.

BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგების რეფორმის ინიციატივა წამოაყენა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 60-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ! მადლობა მეგობარ ბიზნესმენებს და ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღოჩენილი დახმარებისთვის | ილია წულაია

03.03.2026.19:08

არქის დამფუძნებელი, ილია წულაია პოსტს ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: ,, 60-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ!
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს (ლაშა კვაჭაძეს, ლევან ფხაკაძეს, კახა დევაძეს, კახა კობაივანოვს, ბაჩო საბანაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე ამისულაშვილს და უტა მაზიაშვილს), ვისთან ერთადაც შევუკვეთეთ კერძო რეისი და ვბრუნდებით ჩვენს საყვარელ სამშობლოში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღმოჩენილი დახმარებისთვის, რის გარეშეც ომანში კერძო თვითმფრინავის მიღებას ვერ მოვახერხებდით.
მშვიდობა საქართველოს,
მშვიდობა რეგიონს
და მშვიდობა ყველა საქართველოს მოქალაქეს ვინც ამ რეგიონშია ჩარჩენილი!
მალე ყველას საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ!", - წერს წულაია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა