მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

BARTA არის გამჭვირვალობის ოსკარი ქართულ ბიზნესში - ირინა გორდელაძე

news image

საქართველოში დაიწყო კონკურსი - BARTA 2025„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“, რომელიც მიზნად ისახავს ანგარიშგების მაღალი სტანდარტებისა და გამჭვირვალობის კულტურის დანერგვას ქართულ კომპანიებში.

მსოფლიო ბანკის მართვის საკითხებში უფროსი კონსულტანტის, ირინა გორდელაძის თქმით, კონკურსის მთავარი ამოცანაა ბიზნეს სექტორში ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესება და საჯარო ინტერესის მქონე კომპანიებისთვის გამჭვირვალობის სტიმულირება.

„პროექტის მიზანია ანგარიშგების გამჭვირვალობის გაუმჯობესება და ამაღლება ქართულ კომპანიებში. კონკურსი ღიაა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის, ასევე პირველი კატეგორიის, ანუ მსხვილი საწარმოების და ჯგუფებისთვის,“ - აღნიშნა გორდელაძემ.

მისი განმარტებით, მონაწილე კომპანიებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა ოფიციალური ვებგვერდის, barta.ge-ს საშუალებით.

გორდელაძე ასევე ხაზს უსვამს კონკურსის მნიშვნელობას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების ჩართულობის კუთხით. მისი თქმით, ანგარიშგებების შეფასებას განახორციელებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც შედგება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტებისგან.

„ჟიური, რომელიც შედგება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან, დამოუკიდებლად შეაფასებს ანგარიშგებებს, რომლებიც ამ პერიოდში შემოვა. დაჯილდოების ცერემონია იქნება საზეიმო. ჩვენ მას ვეძახით გამჭვირვალობის ოსკარს,“ - განაცხადა მან.

BARTA 2025-ის გამარჯვებულები 2026 წლის თებერვალში გამოვლინდებიან. ღონისძიება ტრადიციულად გააერთიანებს კომპანიებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ანგარიშგების მაღალი სტანდარტების დანერგვას უჭერენ მხარს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველომ წარმატებით დანერგა აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის პირველადი რეიტინგი - ICAO-ს რეგიონული ოფიცერი

12.11.2025.14:58

თბილისში, სასტუმრო ,,ტელეგრაფში“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მასპინძლობით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ICAO-ს რეგიონული შეხვედრა მეორე დღეა მიმდინარეობს. ICAO-ს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას.

ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის აეროდრომებისა და საჰაერო ნავიგაციის მიწისზედა სისტემების რეგიონული ოფიცერს, ჰათემ ოუსლეთის განცხადებით, ICAO-ს მოთხოვნების შესაბამისად, საქართველომ წარმატებით დანერგა აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის პირელადი რეიტინგი.

,,მოხარული, ვარ რომ ვიმყოფები თბილისში, ICAO-ს რეგიონულ შეხვედრაზე, რომელიც ეარბასთან კოლაბორაციითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მასპინძლობით იმართება.

რეგიონულმა შეხვედრამ თბილისში, შეკრიბა იკაოს წევრი ქვეყნებიდან 19 ქვეყნის 32 წარმომადგენელი. ვორქშოფი აეროდრომის ხელოვნური საფარის შეფასების ახალი სისტემის დანერგვას ეხება.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა ახალი შეფასების სისტემის პირველადი რეიტინგი, რომელიც საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად და ერთიანი საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვროს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკისა და ბაქანის დატვირთვის შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის , - ‘’აცხადებს ჰათემ ოუსლეთი.

ორდღიან ვორქშოფზე მონაწილეები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართს (ICAO Annex 14) განიხილავენ. რომელიც აეროპორტების დიზაინსა და ოპერირების სტანდარტებს ეხება. ასევე, ICAO-ს მიერ ცოტა ხნის წინ, აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის რეიტინგის ახალ სისტემას, რომლის ეეფექტიანი დანერგვა მსოფლიოს აეროპორტებში სავალდებულო ხდება.

ღონისძიებაში ქართული მხრიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქაერონავიგაციის და TAV Georgia-ს წარმომადგენლები ესწრებიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა